ტროპიკული სარტყლები: განსხვავება გადახედვებს შორის

+კატ.
(+კატ.)
'''ტროპიკული სარტყლები''' ორი გეოგრაფიული სარტყელი ჩრდილოეთ და სამხრეთ ნახევარსფეროში, სუბტროპიკულსა და სუბეკვატორულ სარტყლებს შორის. ტროპიკული სარტყლებისთვის დამახასიათებელია [[კონტინენტი|კონტინენტებზე]] [[უდაბნო]]სა და [[ნახევარუდაბნო]]ს ლანდშაფტი, ხოლო [[ოკეანე]]ში — წყლის მაღალი ტემპერატურა და მარილიანობა. ტიპურია ჰაერის ანტიციკლონური ციკრულაცია. დაბალი შეფარდებითი ტენიანობა, მცირე მოღრუბლულობა. ამის შედეგია მზის ჯამური რადიაციის მაღალი სიდიდეები 580—920 კჯ/სმ² (140—220 კკალ/სმ² —მაქსიმალური დედამიწისათვის) და ამავე დროს შედარებით დაბალი რადიაციული ბალანსი 250 —290 კჯ/სმ² (60—70 კკალ/სმ²) წელიწადში, აგრეთვე საშუალო დღეღამური და თვიური ტემპერატურების დიდი ამპლიტუდები. ვაკეზე ყველაზე თბილი თვეების საშუალო ტემპერატურებია 30—35°C, ცივისა — არანაკლებ 10°C. ნალექები 50—200 მმ წელიწადში.
 
ტროპიკული სარტყლებში კონტინენტზე 4 სექტორს გამოყოფენ:
*აღმოსავლეთაღმოსავლეთი ოკეანისპირა — ნოტიო, ჭარბობს ტყის ლანდშაფტი:
*აღმოსავლეთი გარდამავალი — ნათელი ტყისა და ბუჩქნარის ლანდშაფტები;
*შიგაკონტინენტური და დასავლეთ ოკეანისპირა — სადაც გაბატონებულია უდაბნო და ნახევარუდაბნო.
 
ტროპიკული სარტყლების ტერიტორია ძირითადად სუსტადაა დასახლებული და ათვისებული. უკეთაა ათვისებული აღმოსავლეთ ოკეანისპირა სექტორი, განსაკუთრებით აზიაში, სადაც სარწყავი და ტერასული მიწათმოქმედება და საპლანტაციო მეურნეობაა, წარმოებს ტყის დამუშავება და ბუნებრივი ლანდშაფტები თითქმის მთლიანად შეცვლილია.
 
==იხილეთ აგრეთვე==
*[[ტროპიკები]]
 
==ლიტერატურა==
{{ქსე|10|58}}
 
[[კატეგორია:ტროპიკები]]