ტროპიკული სარტყლები: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
 
კონტინენტების ტროპიკული სარტყლებში აღმოსავლეთიდან დასავლეთით მცირდება ჩამონადენის ფენა (100 მმ-დან რამდენიმე მმ-მდე) და მდინარეთა წყლიანობა; შიგაკონტინეტურ და დასავლეთ ოკეანისპირა სექტორებში ჩამონადენი ეპიზოდურია. აღმოსავლეთ ნაწილებში გაბატონებულია ქიმიური გამოფიტვა და ეროზიული პროცესები, დასავლეთში კი — ფიზიკური გამოფიტვა და დეფლაცია. დასავლეთისაკენ თანმიმდევრულად ცვლიან ერთმანეთს გაესწრებული ლატერიტული, ცვალებადად ნოტიო ტყის წითელი ნიადაგები, ნათელი ტყისა და სავანის ყავისფერ-წითელი და წითელ-მურა ნიადაგები; შიგაკონტინენტურ სექტორებში დასავლეთითაც უდაბნოს პრიმიტიული ნიადაგებია. აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ იცვლება მცენარეული ფორმაციებიც: შერეული (ფოთოლმცვივანი-მარადმწვანე) ტყე, მუსონური (ფოთოლმცვივანი) ტყე, ნათელი ტყე ან [[სავანა]], მშრალი ტყე და ქსეროფილური ბუჩქნარი, ნახევარუდაბნოსა და უდაბნოს მყენარეულობა. ამავე მიმართულებით შესაბამისად იცვლება და მცირდება ცხოველთა სამყაროც. ტროპიკული სარტყლებში მკაფიოდაა გამოხატული სიმაღლებრივი სარტყლურობის სპექტრები.
 
ოკეანის აკვატორიაში ტროპიკული სარტყლებისთვის დამახასიათებელია მაღალი რადიაციული ბალანსი — 418 კჯ/სმ² (100 კკალ/სმ²) წელიწადში, ინტენსიური აორთქლება, წყლის მაღალი მარილიანობა (37%-მდე), პლანქტონის სიმცირე (25 მგ/მ³). 35—40 მ სიღრმემდე 18,5—23°C ტემპერატურის წყალში ვითარდება მარჯნის რიფები.
 
ტროპიკული სარტყლების ტერიტორია ძირითადად სუსტადაა დასახლებული და ათვისებული. უკეთაა ათვისებული აღმოსავლეთ ოკეანისპირა სექტორი, განსაკუთრებით აზიაში, სადაც სარწყავი და ტერასული მიწათმოქმედება და საპლანტაციო მეურნეობაა, წარმოებს ტყის დამუშავება და ბუნებრივი ლანდშაფტები თითქმის მთლიანად შეცვლილია.
 
==ლიტერატურა==