ტროპიკული სარტყლები: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
(ახალი გვერდი: '''ტროპიკული სარტყლები''' — ორი გეოგრაფიული სარტყელი ჩრდილოე...)
 
'''ტროპიკული სარტყლები''' — ორი გეოგრაფიული სარტყელი ჩრდილოეთ და სამხრეთ ნახევარსფეროში, სუბტროპიკულსა და სუბეკვატორულ სარტყლებს შორის. ტროპიკული სარტყლებისთვის დამახასიათებელია [[კონტინენტი|კონტინენტებზე]] [[უდაბნო]]სა და [[ნახევარუდაბნო]]ს ლანდშაფტი, ხოლო [[ოკეანე]]ში — წყლის მაღალი ტემპერატურა და მარილიანობა. ტიპურია ჰაერის ანტიციკლონური ციკრულაცია. დაბალი შეფარდებითი ტენიანობა, მცირე მოღრუბლულობა. ამის შედეგია მზის ჯამური რადიაციის მაღალი სიდიდეები 580—920 კჯ/სმ² (140—220 კკალ/სმ² —მაქსიმალური დედამიწისათვის) და ამავე დროს შედარებით დაბალი რადიაციული ბალანსი 250 —290 კჯ/სმ² (60—70 კკალ/სმ²) წელიწადში, აგრეთვე საშუალო დღეღამური და თვიური ტემპერატურების დიდი ამპლიტუდები. ვაკეზე ყველაზე თბილი თვეების საშუალო ტემპერატურებია 30—35°C, ცივისა — არანაკლებ 10°C. ნალექები 50—200 მმ წელიწადში.
 
ტროპიკული სარტყლებში კონტინენტზე 4 სექტორს გამოყოფენ:
*აღმოსავლეთ ოკეანისპირა — ნოტიო, ჭარბობს ტყის ლანდშაფტი:
*აღმოსავლეთი გარდამავალი — ნათელი ტყისა და ბუჩქნარის ლანდშაფტები;
*შიგაკონტინენტური და დასავლეთ ოკეანისპირა — სადაც გაბატონებულია უდაბნო და ნახევარუდაბნო.
 
კონტინენტების ტროპიკული სარტყლებში აღმოსავლეთიდან დასავლეთით მცირდება ჩამონადენის ფენა (100 მმ-დან რამდენიმე მმ-მდე) და მდინარეთა წყლიანობა; შიგაკონტინეტურ და დასავლეთ ოკეანისპირა სექტორებში ჩამონადენი ეპიზოდურია. აღმოსავლეთ ნაწილებში გაბატონებულია ქიმიური გამოფიტვა და ეროზიული პროცესები, დასავლეთში კი — ფიზიკური გამოფიტვა და დეფლაცია. დასავლეთისაკენ თანმიმდევრულად ცვლიან ერთმანეთს გაესწრებული ლატერიტული, ცვალებადად ნოტიო ტყის წითელი ნიადაგები, ნათელი ტყისა და სავანის ყავისფერ-წითელი და წითელ-მურა ნიადაგები; შიგაკონტინენტურ სექტორებში დასავლეთითაც უდაბნოს პრიმიტიული ნიადაგებია. აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ იცვლება მცენარეული ფორმაციებიც: შერეული (ფოთოლმცვივანი-მარადმწვანე) ტყე, მუსონური (ფოთოლმცვივანი) ტყე, ნათელი ტყე ან [[სავანა]], მშრალი ტყე და ქსეროფილური ბუჩქნარი, ნახევარუდაბნოსა და უდაბნოს მყენარეულობა. ამავე მიმართულებით შესაბამისად იცვლება და მცირდება ცხოველთა სამყაროც. ტროპიკული სარტყლებში მკაფიოდაა გამოხატული სიმაღლებრივი სარტყლურობის სპექტრები.
 
==ლიტერატურა==
{{ქსე|10|58}}