საფონდო ბირჟა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 36:
</gallery>
 
'''სს "საქართველოს საფონდო ბირჟა" (სსბ)''' არის საქართველოში მოქმედი ერთადერთი ლიცენზირებული საფონდო ბირჟა. სსბ დაფუძნდა 1999 წლის 12 იანვარს წამყვანი საბროკერო კომპანიების, კომერციული ბანკების, სადაზღვევო კომპანიებისა და საინვესტიციო ფონდების ინიციატივით. სსბ-ის წესები, პროცედურები და სისტემები შემუშავდა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს '''(USAID)''' დახმარებით, წამყვანი ამერიკელი სპეციალისტების რეკომენდაციების საფუძველზე. 2000 წლის 14 იანვარს ფასიანი ქაღალდების ბაზრის სახელმწიფო მარეგულირებელმა ორგანომ განახორციელა სსბ-ის ლიცენზირება და იმავდროულად მიანიჭა მას საქართველოში პირველი თვითრეგულირებადი ორგანიზაციის სტატუსი. 2000 წლის 23 მარტიდან სსბ-ზე მიმდინარეობს რეგულარული საბირჟო ვაჭრობები. 2000 წლის 15 სექტემბერიდან არის ევრაზიის საფონდო ბირჟების ფედერაციის '''(FEAS)''' ნამდვილი წევრი. 2010 წლიდან სსბ-ზე სავაჭროდ დაშვებული 10 კომპანიის ჯამური საბაზრო კაპიტალიზაციის საფუძველზე იანგარიშება საქართველოს საფონდო ბირჟის '''GSX''' ინდექსი.
2013 წლის ბოლოს მდგომარეობით სსბ-ის საბაზრო კაპიტალიზაცია შეადგენს 1.9 მილიარდ ლარს (1.2 მილიარდ აშშ დოლარს). სსბ-ზე სავაჭროდ დაშვებულია 129 კომპანიის ფასიანი ქაღალდი, მათ შორის A და B ლისტინგის კატეგორიაში, შესაბამისად, „საქართველოს ბანკის“და „ლიბერთი ბანკის“ აქციები.
სსბ-ზე ფასიან ქაღალდებზე დადებული გარიგებების კლირინგსა და ანგარიშსწორებას ახორციელებს სს '''"საქართველოს ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარი"'''.
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/საფონდო_ბირჟა“-დან