ძვალი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
მომხმარებელმა Gaga.vaa გვერდი „ძვლები“ გადაიტანა გვერდზე „ძვალი“
No edit summary
ხაზი 1:
'''ძვალი''' — საყრდენ–მამოძრავებელი აპარატის ორგანო, რომელიც აგებულია უპირატესად ძვლოვანი ქსოვილისგან. შემაერთებელი ქსოვილით, ხრტილით ან ძვლოვანი ქსოვილით შეერთებული (წყვეტილად ან უწყვეტად) ძვლების ერთობლიობას ეწოდება [[ჩონჩხი]]. მოზრდილი [[ადამიანის ჩონჩხი]]ს ძვლების საერთო რაოდენობა 200–ზე მეტია, უმეტეს შემთხვევაში ისინი წყვილი ძვლებია. ძვლები წარმოადგენენ რბილი ქსოვილების საყრდენ და კუნთების მამოძრავებელ მექანიზმს. ისინი აგრეთვე ასრულებენ დამცველობით ფუნქციებს, რაც გამოიხატება არხების და ღრუების ჩამოყალიბებით, სადაც მოთავსებულნი არიან ორგანოები. ძვლების ბიოლოგიური ფუნქცია დაკავშირებულია ნივთიერებათა ცვლაში და სისხლის წარმოქმნის პროცესებში მათ მონაწილეობასთან.
{{ვიკი}}
'''ძვლები''' ფორმის მიხედვით არის ოთხი სახის: მოკლე (მაჯის), გრძელი (ბარძაყის, წვივის, მხრის, იდაყვის და ა.შ.), ბრტყელი (თავის ქალა, მენჯის ძვალი) და შერეული ძვლები (ხერხემლის მალები). ძვლების ზრდას სიგრძეში განაპირობებს ძვლის თავში და ბოლოში არსებული ხრტილოვანი უჯრედების დაყოფა, ხოლო სისქეში ძვალი იზრდება ძვლის საზრდელას უჯრედების დაყოფის ხარჯზე. ძვალს საზრდელა გარედან აკრავს. ძვლების ზრდას არეგულირებს [[თავის ტვინი|ტვინში]] არსებული ჯირკვალი [[ჰიპოფიზი]], რომელიც გამოიმუშავებს ზრდის ჰორმონს. თუ ეს ჰორმონი ბავშვობის ასაკში გამოიყო ნაკლები რაოდენობით, ადამოანიადამიანი აღარ იზრდება და ხდება ჯუჯა, ხოლო თუ ეს ჰორმონი დიდი რაოდენობით გამოიყო, ადამიანი ვითარდება გიგანტი. ამ პროცესს გიგანტიზმი ეწოდება.
 
 
 
[[კატეგორია:ანატომია]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ძვალი“-დან