იყალთოს აკადემია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
- არათავისუფალი ფაილი
ხაზი 1:
[[სურათი:იყალთო1.JPG|thumb|300px|იყალთოს აკადემია დღეს]]
'''იყალთოს აკადემია''', უმაღლესი სასწავლებელი XI-XII საუკუნებში [[საქართველო|საქართველოში]]. ამას ადასტურებს [[იყალთოს მონასტერი|იყალთოს მონასტრის]] ეზოში შემორჩენილი შენობის ნანგრევები, რომელიც საერო დანიშნულების ნაგებობას უფრო ჰგავს, ვიდრე სამონასტროსი. ნანგრევებში ჩანს კათედრის ფუძე, დამახასიათებელი [[თახჩა]]-ფანჯრები. შენობა მონუმენტური უნდა ყოფილიყო, გელათის აკადემიის შენობის მსგავსი, იმ განსხვავებით, რომ იყალთოს აკადემიის შენობა ორსართულიანია. იყალთოს აკადემიის პირველი რექტორი იყო [[არსენ იყალთოელი]], რომელიც აქ [[გელათი]]დან გადმოსულა. ქართული აკადემიებში, კერძოდ, იყალთოს აკადემიაშიც სწავლება ძირითადად ტრივიუმ-კვადრივიუმის ციკლის საგნებს ითვალისწინებდა. ანუ [[ღვთისმეტყველება]], [[რიტორიკა]], [[ასტრონომია]], [[ფილოსოფია]], [[გეოგრაფია]], [[გეომეტრია]], გალობა და ა.შ. ისწავლებოდა აგრეთვე მჭედლობა, კერამიკა („მეკეცეობა“) და მევენახეობა-მეღვინეობა. ზენონი მონასტრის მარჯვენა მხარეს არის დაკრძალული, აკადემიის სიგრძე 73 მეტრია, აქედან 15,22მ. საწნახელია. მას აქვს ძველი და ახალი ნაწილი,სულ ორი საწნახელი იყო და შემდგომში მიაშენეს მესამეც. ერთი ოთახის იატაკში თერთმეტი ქვევრია ჩაფლული, მეორე უფრო განიერი ოთახია. ყველაზე მეტად შენობის ჩრდილოეთი ფასადი არის დაზიანებული, არქეოლოგიური გათხრების შედეგად იქ აღმოჩენილ იქნა ფირუზის ფერი კრამიტები, ასეთები მხოლოდ ეკლესია მონასტრებთან გვხვდება.იყო ასევე საჭურჭლე ქარხანაც, რომელიც მონასტრის გარეთაა. [[1938]] წელს შენობის გაწმენდის დროს აღმოაჩინეს ბუხარი, რომლის წინა ოთახი სამჭედლო ყოფილა.