თემურ ქეცბაია: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
[[2002|2002 წლის]] ზაფხულს "ანორთოსისში" ბრუნდება მოთამაშე-მწვრთნელად, რომელიც 2008-2009 წლების სეზონში გუნდი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გაიყვანა. 2009 წელს ქეცბაია პირეოსის "ოლიმპიაკოსის" მთავარი მწვრთნელი ხდება, თუმცა მხოლოდ 4 თვით.
 
2010 წლის 1 იანვრიდან თემურ ქეცბაია საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახდა. მისი ხელმძღვანელობით ჩატარებული 2010 წელი საუკეთესო იყო საქართველოს ნაკრებისთვის. გუნდს წლის მანძილზე არცერთი თამაში არ წაუგია. 2012 წლის [[ევრო 2012|ევროპის ჩემპიონატის]] შესარჩევ ჯგუფში საქართველოს ნაკრებს [[საბერძნეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები|საბერძნეთის]], [[ხორვატიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები|ხორვატიის]], [[ისრაელის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები|ისრაელისა]] და [[ლატვიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები|ლატვიის]] ეროვნულ გუნდები შეხვდა. ნაკრების წარმატებული სერიის კულმინაცია იყო [[ხორვატიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები|ხორვატიის ნაკრებთან]] საშინაო მატჩი 2011 წლის მარტში, რომელიც საქართველომ [[ლევან კობიაშვილი]]ს გვიანი გოლით 1-0 მოიგო. მაგრამ მას შემდეგ ნაკრებში კრიზისი დაიწყო. საბოლოოდ, ქართველებმა 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში მხოლოდ [[მალტის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები|მალტის ნაკრებს]] გაუსწრეს და ბოლოსწინა მეხუთე ადგილი დაიკავეს. მიუხედავად წარუმატებლობისა, 2011 წლის 13 სექტემბერს ქეცბაიას [[საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია]]მ ახალი 4 წლიანი კონტრაქტი გაუფრომა.<ref>[http://www.tabula.ge/ge/story/77521-sff-qecbaias-kontraqti-4-tsliania-da-2015-tslis-12-seqtembers-dasruldeba 2+2სფფ: სისტემით.ქეცბაიას კონტრაქტი 4-წლიანია და 2015 წლის 12 სექტემბერს დასრულდება]</ref> თემურ ქეცბაიამ განაცხადა, რომ ნაკრების გაახალგაზრდავების გამო აღარ გამოიძახებდა ვეტერანებს [[ლევან კობიაშვილი|ლევან კობიაშვილსა]] და [[ალექსანდრე იაშვილი|ალექსანდრე იაშვილს]].
 
[[მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 2014|2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის]] შესარჩევი ციკლი, სადაც საქართველოს მეტოქეებად [[ესპანეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები|ესპანეთისა]] და [[საფრანგეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები|საფრანგეთის]] ნაკრებები მოუწია, ქეცბაიას გუნდმა კარგად დაიწყო, მაგრამ ეს ციკლიც ბოლოსწინა ადგილზე დაასრულა. ციკლის მანძილზე ქეცბაიას კონფლიქტი მოუვიდა ნაკრების [[მცველი (ფეხბურთი)|მცველებთან]], [[ზურაბ ხიზანიშვილი|ზურაბ ხიზანიშვილთან]] და [[ალექსანდრე ამისულაშვილი|ალექსანდრე ამისულაშვილთან]], რომელებმაც ქეცბაიას ნაკრებში თამაშზე უარი განაცხადეს.
* [http://www.ketsbaia.com Ketsbaia.com]
* [http://www.soccerbase.com/players_details.sd?playerid=10522 ინფორმაცია Soccerbase-ზე]
 
==სქოლიო==
{{სქოლიო}}
 
{{საქართველოს წლის ფეხბურთელი}}