სიფრიფანაფრთიანები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Bot: 56 ენათაშორისი ბმული გადატანილია Wikidata-ზე, d:q22651
No edit summary
ხაზი 17:
'''სიფრიფანაფრთიანები''' (Hymenoptera) — [[მწერები]]ს რიგი. ახასიათებთ სრული [[მეტამორფოზი]]. მათი სხეულის სიგრძე 0,2 მმ-იდან 6 სმ აღწევს. უმრავლესობას 2 წყვილი გამჭვირვალე სიფრიდანა ფრთა აქვს, რომელთაგან წინა წყვილს ფრენისათვის წამყვანი მნიშვნელობა აქვს. უკანა ფრთები კაუჭებით უკავშირდება წინას და ფრენისას ერთ საერთო ზედაპირს ქმნიან. ზოგი სულ უფრთოა ([[მუშა ჭიანჭველები]]). პრიმ. სიფრიფანაფრთიანების პირის აპარატი მღრღნელია, უმაღლესებისა — მღრღნელ-მწუწნავი. დედალს აქვს კვერცხსადები, რომელიც ნესტიანთა სიფრიფანაფრთიანებში ნესტრადაა გარდაქმნილი.
 
სიფრიფანაფრთიანების რიგი იყოფა შემდეგ ქვერიგებად: [[მჯდომმუცლიანები]] — Symphyta ([[ხერხიები]], [[ბოლორქიანები]]), [[პარაზიტული]] — Parasitica ([[მხედრები (მწერებიოჯახი)|მხედრები]], [[მეკაკლიები]]) და [[ნესტრიანები]] — Aculeata ([[კრაზანები]], [[ფუტკარი|ფუტკრები]], [[ჭიანჭველები]]).
 
საკმაოდ ფართოდ არიან გავრცელებული საქართველოშიც. მათ შორის არის სოფლის მეურნეობის მავნებლები ([[პურის ჩვეულებრივი ხერხია]], მსხლის ხერხის, ვაშლის ხერხია, ბლის ხერხია, ხორბლის ხერხია, ნეკერჩხლის ხტუნის ხერხია და სხვა), პარაზიტული სიფრიფანაფრთიანები, რომლებიც იკვებებიან [[ვაშლი]]ს ხის, მხსხლის, ციტრუსების, ატმის, ვაზისა და სხვათა მავნებლებით; მრავალი სახეობა მცენარის დამტვერავია; ფუტკრის რამდენიმე სახეობა გვაძლევს თაფლს, ცვილს, დინდგელს; ზოგი (ხერხიები, მეკაკლიები და სხვა) სოფლისა და ტყის მეურნეობის მავნებელია.