დაი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 20:
===ცხოვრების წესი===
ცხოვრობენ მეტწილად მდინარეთა ხეობებში ([[მეკონგი|მეკონგი]] და მისი შენაკადები). ტრადიციულად, სახლებს ბამბუკისაგან აგებენ. მისდევენ როგორც მემცენარეობას, ისე მეცხოველეობას. გავრცელებული კულტურაა [[ბრინჯი (გვარი)|ბრინჯი]], ასევე [[თამბაქო|თამბაქო]], [[ჩაი|ჩაი]], [[შაქრის ლერწამი|შაქრის ლერწამი]].
 
===წყლის შხეფების ფესტივალი===
წყლის შხეფების ფესტივალი დაის ხალხის ყველაზე ცნობილი ტრადიციული დღესასწაულია. ფესტივალი დაის კალენდრის მიხედვით ახალი წელია, რომელიც [[გრიგორიანული კალენდარი|გრიგორიანული კალენდრის]] მიხედვით აპრილის შუა რიცხვებში დგება. მონაწილეებს მიაქვთ სუფთა წყალი ბუდისტურ ტაძრებში რათა მადლობის ნიშნად აპკურონ იგი ბუდას ქანდაკებას. ამის შემდეგ კი იწყება შხეფების ფესტივალი - მონაწილეები ასხამენ ერთმანეთს წყლის შხეფებს. ეს რიტუალი ერთგვარ განწმენდას, უარყოფითის ენერგიის, ბოროტი სულების განდევნას უკავშირდება, რითიც დაელები ერთმანეთს ჯანმრთელობას, წარმატებასა და ბედნიერებას უსურვებენ. წყლის შხეფების ფესტივალში ერთვებიან [[იუნანი|იუნანის]] სხვა ეთნოსებიც. რეგიონში ტურისტული ნაკადების ზრდის შედეგად უფრო მეტი ტურისტი ჩამოდის სპეცალურად ამ დღესასწაულსიათვის სიშუანბანაში. ფესტივალს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ამ ეთნიკური ჯგუფისათვის.
 
== რესურსები ინტერნეტში ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/დაი“-დან