დაი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 13:
 
===დამწერლობა===
1949 წლამდე დაის ხალხი დამწერლობის ხუთ სხვადასხვა ვარიანტს იყენებდა. 1949 წელს [[ჩინეთი|ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ]] დაისთვის გამარტივებული საერთო დამწერლობა შექმნა. გამოიყენება როგორც ძველი, ისე ახალი დამწერლობა. სიშუანბანას პრეფექტურაში მცხოვრებნი ჩრდილო შანურ დამწერლობას იყენებენ, ხოლო დეჰონის პრეფექტურაში - სამხრეთ შანურს.
 
===რელიგია===
დაელების უმეტესობა [[თერავადა|თერავადა ბუდიზმს]] მისდევს. დაის განსახლების არეალში ბუდიზმს ათასწლოვანი ისტორია აქვს. ასევე გვხვდებიან ქრისტიანებიც. სიშუანბანას რეგიონში ქრისტიანობა პირველად 1920 წელს იქადაგეს ამერიკელმა მისიონერებმა, თუმცა, [[მაო ძედუნი|მაო ძედუნისა]] და კულტურული რევოლუციის დროს ყველა ეკლესია განადგურდა, რომელთა აღდგენა მოგვიანებით, 80-იანებიდან დაიწყო.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/დაი“-დან