ლუკა ასათიანი: განსხვავება გადახედვებს შორის

No edit summary
== ბათუმში გატარებული წლები ==
ქალაქი ბათუმის სათათბიროს პირველი არჩევნები [[1894]] წელს გაიმართა, სადაც 35 ხმოსანი და ცხრა კანდიდატი აირჩიეს. [[1895]] წლის [[25 იანვარი|25 იანვარს]] ქალაქის გამგეობის თანამდებობის პირების არჩევნები მოეწყო, რის შედეგადაც ქალაქის თავად ლუკა ასათიანი აირჩიეს, ქალაქის გამგეობის მდივნად კი ივანე მესხი.
ქალაქის სათათბიროს მეორე არჩევნები [[1898]] წელს გაიმართა. ქალაქის თავად კვლავ ლუკა ასათიანი აირჩიეს, რომელმაც დიდი ღვაწლი დასდო [[ბათუმის ოკრუგი|ბათუმის]] განაშენიანებას. განსაკუთრებით აღსანიშნავია ქალაქის მიმდებარე ტერიტორიებზე ჭაობის ამოშრობა, კაპიტალურად გაყვანილი სანიაღვრე კანალიზაციის არხები (მათ შორის ჟილინსკისა და ივანოვის არხები), რომლებმაც მთელი ქალაქი გადაკვეთეს. პარალელურად წარმოებდა ქალაქის დადაბლებული ადგილების ხრეშითა და გრუნტით მოზვინვა. ყოველივე ამან განაპირობა ქალაქში ჭაობიანი ადგილების დაშრობა და მეტად საშიში ავადმყოფობის მალარიის მოსპობა. შედეგად შესაძლებელი გახდა ახალი ქუჩების გაყვანა და ნაწილის კეთილმოწყობა.
ლუკა ასათიანის პირადი ინიციატივით დაიწყო [[ბათუმი|ბათუმის]] საბჭოს შენობის აგება, რომელიც დღესაც ამშვენებს ქალაქს. მისივე მმართველობის პერიოდშია აშენებული ახლანდელი რესპუბლიკური საავადმყოფო, რომელიც აჭარის მოსახლეობას დღესაც ემსახურება. ლუკა ასათიანი დიდ ყურადღებას უთმობდა ბათუმში განათლების აღმავლობის საქმეს. მისი ინიციატივით ქალაქში უმოკლეს ვადაში ყველა ეროვნებისათვის მათ ენაზე დაწყებითი კლასები გაიხსნა.
ლუკას ხშირად ბათომის მოურავადაც მოიხსენებდნენ. დ. მესხსი თავის მოგონებებში (1940 წელი) წერს ქალაქის მოურავ ლუკა ასათიანს თავის კარგი ხასიათით, პატიოსნებითა და მუყაითი საქმიანობით დიდი პატივისცემა ჰქონდა დამსახურებული, „ნათათრი“, ვითომ „ქალაქი“ ბათომი მინგრეულ-მონგრეული, ჭუჭყიანი, მალე აღორძინდა, გაშენდა, გალამაზდა... ქალაქის თვითმართველობას, როცა იქ ლ.ლუკა ასათიანი, გრ. ვოლსკი (პოეტი უმწიფარიძე) და [[მესხი|ივ. მესხი]] მსახურობდნენ და ხმოსნებად დიდი ნაწილი ქართველები იყვნენ, თვალსაჩინო ღვაწლი მიუძღვის ბათომის ფერისცვალების საქმეში.
 
== გარდაცვალება ==
ანონიმური მომხმარებელი