ლუკა ასათიანი: განსხვავება გადახედვებს შორის

No edit summary
ქალაქის სათათბიროს მეორე არჩევნები [[1898]] წელს გაიმართა. ქალაქის თავად კვლავ ლუკა ასათიანი აირჩიეს, რომელმაც დიდი ღვაწლი დასდო ბათუმის განაშენიანებას. განსაკუთრებით აღსანიშნავია ქალაქის მიმდებარე ტერიტორიებზე ჭაობის ამოშრობა, კაპიტალურად გაყვანილი სანიაღვრე კანალიზაციის არხები (მათ შორის ჟილინსკისა და ივანოვის არხები), რომლებმაც მთელი ქალაქი გადაკვეთეს. პარალელურად წარმოებდა ქალაქის დადაბლებული ადგილების ხრეშითა და გრუნტით მოზვინვა. ყოველივე ამან განაპირობა ქალაქში ჭაობიანი ადგილების დაშრობა და მეტად საშიში ავადმყოფობის მალარიის მოსპობა. შედეგად შესაძლებელი გახდა ახალი ქუჩების გაყვანა და ნაწილის კეთილმოწყობა.
ლუკა ასათიანის პირადი ინიციატივით დაიწყო ბათუმის საბჭოს შენობის აგება, რომელიც დღესაც ამშვენებს ქალაქს. მისივე მმართველობის პერიოდშია აშენებული ახლანდელი რესპუბლიკური საავადმყოფო, რომელიც აჭარის მოსახლეობას დღესაც ემსახურება. ლუკა ასათიანი დიდ ყურადღებას უთმობდა ბათუმში განათლების აღმავლობის საქმეს. მისი ინიციატივით ქალაქში უმოკლეს ვადაში ყველა ეროვნებისათვის მათ ენაზე დაწყებითი კლასები გაიხსნა.
ლუკას ხშირად ბათომის მოურავადაც მოიხსენებდნენ. დ. მესხსი თავის მოგონებებში (1940 წელი) წერს ქალაქის მოურავ ლუკა ასათიანს თავის კარგი ხასიათით, პატიოსნებითა და მუყაითი საქმიანობით დიდი პატივისცემა ჰქონდა დამსახურებული, „ნათათრი“, ვითომ „ქალაქი“ ბათომი მინგრეულ-მონგრეული, ჭუჭყიანი, მალე აღორძინდა, გაშენდა, გალამაზდა... ქალაქის თვითმართველობას, როცა იქ ლ. ასათიანი, გრ. ვოლსკი (პოეტი უმწიფარიძე) და ივ. მესხი მსახურობდნენ და ხმოსნებად დიდი ნაწილი ქართველები იყვნენ, თვალსაჩინო ღვაწლი მიუძღვის ბათომის ფერისცვალების საქმეში.
 
== გარდაცვალება ==
[[ფაილი:Luka asatianis dzegli batumshi.jpg|მინიატიურა|ლუკა ასათიანის ძეგლის გახსნა ბათუმში.]]
ანონიმური მომხმარებელი