ლუკა ასათიანი: განსხვავება გადახედვებს შორის

დაემატა ახალი ცნობები
(დაემატა ახალი ცნობები, ვიკიფიცირება)
(დაემატა ახალი ცნობები)
მცდელობებისა და დიდი მონდომების წყალობით, ლუკა ბაქოში საოლქო [[სასამართლო|სასამართლოში]] მწერლად იწყებს მუშაობას, მოგვიანებით ის [[ქუთაისის გუბერნია|ქუთაისის]] საოლქო სასამართლოში წევრად გადმოდის, მექრთამეობას შეუგუებლობა და არასასურველი სამუშაო გარემო აიძულებს [[ერევანი|ერევანში]] გადავიდეს გუბერნიის სამმართველოში საკმაოდ მაღალ თანამდებობაზე სამუშაოდ. [[დავით კლდიაშვილი|დავით კლდიაშვილის]] თქმით: „ერთადერთი საჯარო მოხელე იყო ლუკა ასათიანი, ყოველი ბრალდებისაგან თავისუფალი, წმინდა და პატიოსანი მოსამსახურე.“ სწორედ ამ თვისებებმა გადაარჩინა ის მაშინ, როცა ერევნის გუბერნიაში ათობით მოხელე იქნა დაკავებული მოვალეობის უკანონოდ შესრულებისა და მექრთამეობის გამო.
== [[ქუთაისის მაზრა|ქუთაისის თვითმმართველობის]] დაფუძვნება და ქალაქის თავის არჩევნები ==
ქუთაისის საქალაქო თვითმმართველობა [[1875]] წელს დაფუძნდა და ხმოსან სტეფანე აკოფაშვილის კერძო სახლში დაიდო ბინა. ქალაქის თავად დაინიშნა ნიკოლოზ სამსონის ძე აბაშიძე, ხოლო [[1978]] წელს თვითმმართველობამ პირველი ქალაქის თავი აირჩია და ის იყო ლუკა ასათიანი. ქუთაისი იმ პერიოდში დიდ ეკონომიკურ პრობლემებს განიცდიდა. 1888 წელს მაშჲნ, როცა ლუკა ასათიანი ალესანდრე მესამეს შეხვდა, ამ სიტყვებით მიმართა მას: :“ჩვენ არ გვაქვს ბათუმის ლაჟვარდი, ბაქოს ცეცხლი და თბილისის ოქრო, სამაგიეროდ ვფლობთ  სიყვარულით სავსე გულებს და ეს ერთადერთია, რაც შეგვიძლია შემოგთავაზოთ”…
== ლუკა ასათიანის საქამიანობა ქუთაისში ==
„[[1879]] წელს ქალაქისთავმა ლუკა ასათიანმა სოფლის მსგავსი ქუთაისის ჩაიბარა, მაგრამ მან შეძლო მიეცა მისთვის ცოტად თუ ბევრად შესაფერი სახე“ - წერდა ქალაქის იმდროინდელი ხმოსანი ცნობილი ექიმი და მეცნიერი დიმიტრი ნაზარიშვილი. ქალაქ ქუთაისის წინსვლას და ქალაქის თვითმმართველობის წარმატებულ ფუნქციონირებას მნიშვნელოვანწილად განაპირობებდა ლუკა ასათიანის პირადი ინიციატივები, მის სახელს უკავშირდება ბევრი ცვლილება, რაც იმდროინდელ ქუთაისს ახალ მნიშვნელობას სძენდა:
ანონიმური მომხმარებელი