ლუკა ასათიანი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
დაემატა ახალი ცნობები
ვიკიფიცირება,
ხაზი 37:
[[1881]] წ. აშენდა სამსონ თოფურიას სამკურნალო დაწესებულება, ვიტეშინსკისა და პეტრე-პავლე კოკოჩაშვილების აფთიაქები
სასტუმრო „ლონდონი’
[[1884]][[1885|-85]] წლებში აღადგინეს [[1862]] წელს ჩაინგრეული ჯაჭვის ხიდი.
[[1892]] წელს ლუკა ასათიანმა მხარი დაუჭირა ექიმთა საზოგადოების ჩამოყალიბებას, რომელსაც დიმიტრი ნაზარიშვილი ხელმძღვანელობდა.
ასათიანისა და გაბრიელ ეპისკოპოსის ერთობლივი ძალისხმევით [[1882]] წელს საფუძველი ჩაეყარა „პეტრე-პავლეს“ ეკლესიის მშენებლობას, რომელიც [[1903]] წელს დასრულდა.
[[1890]]-[[1893]] წლებში აიგო ტაძარი, რომელსაც ამაღლების სახელი ეწოდა(საფიჩხიის მაცხოვრის ამაღლების ეკლესია)
რკინის მესერით შემოიღობა ცენტრალური ბულვარი.
== [[ილია ჭავჭავაძე|ილია ჭავჭავაძესთან]] მეგობრობა ==
ილიას სახალხო-განმათავისუფლებელი მოძრაობის პატრიოტთა ჯგუფში ლუკა ასათიანს ერთ-ერთი მოწინავე ადგილი ეკავა და დიდი პატივისცემითაც სარგებლობდა.
ცნობიალია, რომ როგორც ქუთაისის, ასევე ბათუმის ქალაქის თავად ლუკა ასათიანის კანდიდატურა [[ილია ჭავჭავაძე|ილია ჭავჭავაძემ]] წარადგინა და მხარს უჭერდა მის ამ პოსტებზე დამტკიცებას, შემთხვევითი არც ის იყო, რომ [[გაზეთი ივერია|გაზეთ „ივერია“]]-ს პირველი ნომრის გამოსვლასთან დაკავშირებით რედაქტორის მიერ [[თბილისი|თბილისში]] მოწყობილს დარბაზობას ლუკა ასათიანიც ესწრებოდა.
== ბათუმში გატარებული წლები ==
ქალაქი ბათუმის სათათბიროს პირველი არჩევნები [[1894]] წელს გაიმართა, სადაც 35 ხმოსანი და ცხრა კანდიდატი აირჩიეს. [[1895]] წლის [[25 იანვარი|25 იანვარს]] ქალაქის გამგეობის თანამდებობის პირების არჩევნები მოეწყო, რის შედეგადაც ქალაქის თავად გამოჩენილი ქართველი საზოგადო მოღვაწე ლუკა ასათიანი აირჩიეს, გამგეობის წევრებად გ. რ. ვოლსკი და ი. ივანოვი, ქალაქის გამგეობის მდივნად _კი ივანე მესხი.
ქალაქის სათათბიროს მეორე არჩევნები [[1898]] წელს გაიმართა. ქალაქის თავად კვლავ ლუკა ასათიანი აირჩიეს, რომელმაც დიდი ღვაწლი დასდო ბათუმის განაშენიანებას. განსაკუთრებით აღსანიშნავია ქალაქის მიმდებარე ტერიტორიებზე ჭაობის ამოშრობა, კაპიტალურად გაყვანილი სანიაღვრე კანალიზაციის არხები (მათ შორის ჟილინსკისა და ივანოვის არხები), რომლებმაც მთელი ქალაქი გადაკვეთეს. პარალელურად წარმოებდა ქალაქის დადაბლებული ადგილების ხრეშითა და გრუნტით მოზვინვა. ყოველივე ამან განაპირობა ქალაქში ჭაობიანი ადგილების დაშრობა და მეტად საშიში ავადმყოფობის მალარიის მოსპობა. შედეგად შესაძლებელი გახდა ახალი ქუჩების გაყვანა და ნაწილის კეთილმოწყობა.
ლუკა ასათიანის პირადი ინიციატივით დაიწყო ბათუმის საბჭოს შენობის აგება, რომელიც დღესაც ამშვენებს ქალაქს. მისივე მმართველობის პერიოდშია აშენებული ახლანდელი რესპუბლიკური საავადმყოფო, რომელიც აჭარის მოსახლეობას დღესაც ემსახურება. ლუკა ასათიანი დიდ ყურადღებას უთმობდა ბათუმში განათლების აღმავლობის საქმეს. მისი ინიციატივით ქალაქში უმოკლეს ვადაში ყველა ეროვნებისათვის მათ ენაზე დაწყებითი კლასები გაიხსნა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ლუკა_ასათიანი“-დან