ლუკა ასათიანი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
დაემატა ახალი ცნობები
ხაზი 46:
ილიას სახალხო-განმათავისუფლებელი მოძრაობის პატრიოტთა ჯგუფში ლუკა ასათიანს ერთ-ერთი მოწინავე ადგილი ეკავა და დიდი პატივისცემითაც სარგებლობდა.
ცნობიალია, რომ როგორც ქუთაისის, ასევე ბათუმის ქალაქის თავად ლუკა ასათიანის კანდიდატურა ილია ჭავჭავაძემ წარადგინა და მხარს უჭერდა მის ამ პოსტებზე დამტკიცებას, შემთხვევითი არც ის იყო, რომ [[გაზეთი ივერია|გაზეთ „ივერია“]]-ს პირველი ნომრის გამოსვლასთან დაკავშირებით რედაქტორის მიერ თბილისში მოწყობილს დარბაზობას ლუკა ასათიანიც ესწრებოდა.
== ბათუმში გატარებული წლები და გარდაცვალება ==
ქალაქი ბათუმის სათათბიროს პირველი არჩევნები 1894 წელს გაიმართა, სადაც 35 ხმოსანი და ცხრა კანდიდატი აირჩიეს. 1895 წლის 25 იანვარს ქალაქის გამგეობის თანამდებობის პირების არჩევნები მოეწყო, რის შედეგადაც ქალაქის თავად გამოჩენილი ქართველი საზოგადო მოღვაწე ლუკა ასათიანი აირჩიეს, გამგეობის წევრებად გ. რ. ვოლსკი და ი. ივანოვი, ქალაქის გამგეობის მდივნად _ ივანე მესხი.
ლუკა ასათიანი [[1895]] წელს ასრულებს ქუთაისის ქალაქის თვითმმართველობაში მუშაობას და გადადის ბათუმში, სადაც ქალაქის პირველ არჩეულ ქალაქის თავად ორი ვადით [[1901]] წლამდე, გარდაცვალებამდე მოღვაწეობდა.
ქალაქის სათათბიროს მეორე არჩევნები 1898 წელს გაიმართა. ქალაქის თავად კვლავ ლუკა ასათიანი აირჩიეს, რომელმაც დიდი ღვაწლი დასდო ბათუმის განაშენიანებას. განსაკუთრებით აღსანიშნავია ქალაქის მიმდებარე ტერიტორიებზე ჭაობის ამოშრობა, კაპიტალურად გაყვანილი სანიაღვრე კანალიზაციის არხები (მათ შორის ჟილინსკისა და ივანოვის არხები), რომლებმაც მთელი ქალაქი გადაკვეთეს. პარალელურად წარმოებდა ქალაქის დადაბლებული ადგილების ხრეშითა და გრუნტით მოზვინვა. ყოველივე ამან განაპირობა ქალაქში ჭაობიანი ადგილების დაშრობა და მეტად საშიში ავადმყოფობის მალარიის მოსპობა. შედეგად შესაძლებელი გახდა ახალი ქუჩების გაყვანა და ნაწილის კეთილმოწყობა.
დაკრძალულია მშობლიურ სოფელ ქვიტირში, საფლავი სავარაუდოთ განთავსებულია ქვიტირის ეკლესიაში. ქუთაისსა და ბათუმში არსებობს ლუკა ასათიანის სახელობის ქუჩები.
ლუკა ასათიანის პირადი ინიციატივით დაიწყო ბათუმის საბჭოს შენობის აგება, რომელიც დღესაც ამშვენებს ქალაქს. მისივე მმართველობის პერიოდშია აშენებული ახლანდელი რესპუბლიკური საავადმყოფო, რომელიც აჭარის მოსახლეობას დღესაც ემსახურება. ლუკა ასათიანი დიდ ყურადღებას უთმობდა ბათუმში განათლების აღმავლობის საქმეს. მისი ინიციატივით ქალაქში უმოკლეს ვადაში ყველა ეროვნებისათვის მათ ენაზე დაწყებითი კლასები გაიხსნა.
== გარდაცვალება ==
ლუკა ასათიანი 1901 წელს, 65 წლის ასაკში, ქალაქ ბათუმში გარდაიცვალა. დაკრძალულია მშობლიურ სოფელ ქვიტირში, საფლავი სავარაუდოთ განთავსებულია ქვიტირის ეკლესიაში. ქუთაისსა და ბათუმში არსებობსმცხორებმა ლუკამადლიერმა თანამოქალაქეებმა, ამ საუკუნის დასაწყისში, ორ ქუჩას ასათიანისმისი სახელობისსახელი ქუჩებიდაარქვა.
 
== ლიტერატურა ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ლუკა_ასათიანი“-დან