დალას მავერიქსი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 46:
1996-97 წლების სეზონი იყო გარდაქმნების წელი მავერიკსისთვის, რადგანაც მათ არსებითად თავიდან ჩამოაყალიბეს მთელი გუნდი; 27 ახალი მოთამაშე მივიდა გუნდში, რაც NBA-ს ყველა დროის რეკორდია. იმ დროისთვის, სეზონი უკვე დამთავრებული იყო, გუნდში ძველი სიიდან ერთადერთი ახალწვეული ფორვარდი, სამაკი უოლკერი იყო შემორჩენილი. პირველი დიდი ნაბიჯი გადაიდგა დეკემბერში, როდესაც ჯეისონ კიდი, ლორენ მეიერი და ტონი დუმანსი დატრეიდდნენ ფენიქს სანსში მაიკლ ფინლის, სემ კასელის და ფორვარდ ა.გრინის სანაცვლოდ. იმ დროისთვის ამ შენაძენებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი იყო მაიკლ ფინლი, რომელიც თავისი პირველი ნახევარი სეზონიდან დაწყებული მომდევნო 7 წლის მანძილზე დალასში დააგროვებს საშუალოდ მინიმუმ 20 ან მეტ ქულას. ის ასევე ორჯერ მიიწვიეს ALL-Star-ის მატჩზე. ფინლი 2004-05 წლის სეზონამდე დალას მავერიკსის ყოველ თამაშში მონაწილეობდა.
7 თებერვალს, დონ ნელსონი დაიქირავეს დალასის გენერალურ მენეჯერად. მას დიდი დრო არ დასჭირვეობია რომ საკუთარი ნიშანი დაესვა გუნდისთვის. დაქირავებიდან 1 კვირის განმავლობაში, მავერიკსმა გაუშვა ფრედ რობერტსი და ოლივერ მილერი გუნდიდან, ასევე მაიამი ჰიტში დაატრეიდა ჯამალ მაშბურნი, ფორვარდების კურტ ტომასისა და მარტინ მიურსეპის, ასევე საშა დანილოვიჩის სანაცვლოდ. აღნიშნული ტრეიდი წარმატებული არ აღმოჩნდა მავერიკსისთვის. ტომასს არ უთამაშია 1996-97 წლების სეზონში, მან მავერიკსის შემადგენლობაში მხოლოდ 5 თამაში ჩაატარა სანამ თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდოდა ნიუ იორკ ნიქსში. დანილოვიჩმა 13 თამაშში მიიღო მონაწილეობა მანამ, სანამ იტალიურ ბაკერ ბოლონიასთან გააფორმებდა კონტრაქტს. მიურსეპმა კი მომდევნო 2 წლის განმავლობაში მავერიკსის 73 თამაშში მიიღო მონაწილეობა, შემდეგ კი დატოვა NBA.
[[File:Dirk Nowitzki 2.jpg|right|thumb|150px|[[დირკ ნოვიცკი]] დალას მავერიკსმა 1998 წელს [[მილოუკი ბაქსი]]დან შეიძინა, რომელიც მომდევნო წლებში ფრენჩაისის სახე გახდა.]]
კრის გატლინგი მავერიკსის ერთადერთი წარმომადგენელი იყო ALL-Star-ის მატჩზე, მაგრამ ს დიდხანს არ დარჩენილა დალასში. ერთ-ერთი უდიდესი ტრეიდი NBA-ის ისტორიაში განხორციელდა, როდესაც მავერიკსმა დაატრეიდა კრის გატლინგი, ჯიმ ჯეკსონი, სემ კასელი, ჯოჯრ მაკკლაუდი და ერიკ მონტროსი ნიუ ჯერსი ნეტსში, რათა მიეღო 2.29 მეტრი სიმაღლის ცენტრი შონ ბრედლი, ფორვარდი ედ ო’ბანონი და მცველები ხალიდ რივსი და რობერტ პაკი. ნელსონი ამტკიცებდა, რომ ტრეიდები მნიშვნელოვანი და საჭირო იყო, რადგანაც სიტუაცია გასახდელში მიუღებელი იყო. თუმცა, მაშინ, როდესაც კასელი თავის გუნდში ერთ-ერთი დასაფასებელი ლიდერი გახდა; ჯექსონი, გატლინგი და მაკკლაუდიც აგრძელებდნენ ანგარიშგასაწევი შედეგის მოტანას თავიანთი გუნდებისთვის მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში, დალასს მხოლოდ ბრედლი „გამოადგა“ , რომელმაც მომდევნი 8 წელი გაატარა დალასში და განსაკუთრებით თავი გულშემატკივარს დიდი რაოდენობით ბლოკებით დაამახსოვრა.
ახალწვეული მცველი ერიკ სტრიქლანდი სასიამოვნო სიურპრიზი აღმოჩნდა მავერიკსისთვის თავისი 10.6 საშუალო ქულით. ის ფინლისთან და ბრედლისთან ერთად ითვლებოდა ახალი მავერიკსის ბირთვად. მუდმივმა ცვლილებებმა 1996-97 წლებში შეუძლებელი გახადა გუნდის შეთამაშება და კალათბურთელებს შორის ქიმიის ჩამოყალიბება, რაც შედეგზეც აისახა: მავერიკსმა სეზონი დაამთავრა 24 მოგებით და 58 წაგებით. თუმცა მათ აღმოაჩინეს რაღაც დეტალები, რაც მომდევნო წლებში დაეხმარებოდათ. 1997-98 წლებში, მიუხედავად ანტი რეკორდისა (20 მოგება, 62 წაგება), რთულ პერიოდში მყოფმა დალასმა მაინც პრობლემები შეუქმნა იმ პერიოდისთვის ბევრ ელიტარულ გუნდს, მათ დაამარცხეს სიეტლ სუპერსონიქსი, ნიუ იორკ ნიქსი, ინდიანა პეისერსი და ჩიკაგო ბულსი. ჩიკაგოს წინააღმდეგ დალასმა 17-2 გაქცევა მოაწყო და თამაში ოვერტაიმში გადაიყვანა, სადაც გაიმარჯვა კიდეც ანგარიშით 104-97. იმ სეზონის შუაში, ნელსონმა გაანთავისუფლა კლიმონსი და საკუთარი თავი დაასახელა მავერიკსის მთავარ მწვრთნელად.