დალას მავერიქსი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 68:
დალას მავერიკსი გახდა მხოლოდ მესამე გუნდი [[NBA]]-ის ისტორიაში (პირველი 1977 წლის შემდეგ), რომელიც დამარცხდა სუპერფინალში 2-0 დაწინაურების შემდეგ. მესამე თამაშში, დალასელებს 7 წუთით ადრე თამაშის დასრულებამდე 13 ქულიანი უპირატესობა ჰქონდათ, მაგრამ ჰიტი 22-7 გაიქცა და საბოლოოდ შეხვედრა 98-96 დასრულდა. ეს იყო ყველაზე დიდი ქამბექი ჰიტის ისტორიაში.
 
== ჩემპიონის პირველი ტიტული: 2010-2011 წლების სეზონი: ჩემპიონის პირველი ტიტული ==
 
2010-11 წლებში მავერიკსი გასცდა ყოველგვარ საზღვრებს და სეზონი დაიწყო პირველი 29 თამაშიდან 24 მოგებით. თუმცა, 27 დეკემბერს, დირკ ნოვიცკიმ მიიღო მუხლის ტრავმა, რომელმაც საშინელ მდგომარეობაში ჩააგდო დალასელები. ამასთან ერთად, სულ რაღაც 4 თამაშის შემდეგ, გუნდის ნომერ მეორე ლიდერმა, კეირონ ბატლერმაც მიიღო მუხლის ტრავმა, რის გამოც მთელი სეზონის მანძილზე ვერ დაეხმარებოდა გუნდს. ამ ტრავმებმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა დალასელთა შანსები წინა სეზონის მიღწევების გასამეორებლად. ამ მძიმე პერიოდის შემდეგ, გასაკვირი არ იყო, რომ მავერიკსმა წააგო მომდევნო 7 თამაში. სერიოზული მსჯელობის საგანს წარმოადგენდა თემა, თუ ვინ გაუძღვებოდა გუნდს შეტევაში დირკ ნოვიცკის არ ყოფნის პერიოდში. თუმცა, ეს მხოლოდ დროებითი პრობლემა აღმოჩნდა, ვინაიდანაც დირკმა მხოლოდ 9 თამაში გამოტოვა და კვლავ დაუბრუნდა მავერიკსის შემტევ ხაზს. გუნდმა სწრაფად აღადგინა მოგებების სერია. მავერიკსმა 2010-11 წლების სეზონში თავიდან ჩამოაყალიბა დაცვითი სისტემა. განსაკუთრებული გავლენა იქონია ტაისონ ჩენდლერის დამატებამ, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო მცველი იყო მთელ ლიგაში. დალასი მთელი სეზონის განმავლობაში ებრძოდა სან ანტონიო სპურსს დივიზიონის ჩემპიონობისთვის, თუმცა, საბოლოოდ შუა დასავლეთის დივიზიონში მესამე ადგილი დაიკავა, 57 მოგებითა და 27 წაგებით. მიუხედავად დალასელთა რეპუტაციისა, ბევრი კრიტიკოსი ვარაუდობდა, რომ პლეი ოფის პირველსავე რაუნდში მავერიკსს მარტივად გამოადგებდა პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსი.