დალას მავერიქსი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 62:
2003-04 წლებში კიდევ ორი გრანდიოზული ტრეიდი გამოცხადდა. მავერიკსმა დაიმატა ანტუან ჯეიმისონი, დენუ ფორტსენი, და კრის მილსი გოლდენ სტეიტ ვარიორსიდან, სანაცვლოდ კი გაუშვა ნიკ ვან ექსელი, ევან ეშმეიერი, პოპეიე ჯონსი, ევერი ჯონსონი და ანტუან რიგადუ. მეორე გრანდიოზული ტრეიდის პირობებში რაფ რაფრენტცი, კრის მილსი და ჯირი ველში წავიდნენ ბოსტონში, ანტუან უოლკერის და ტონი დელკის სანაცვლოდ. მიუხედავად იმისა, რომ გუნდს შეთამაშების პრობლემა ჰქონდა, ისინი მაინც ადვილად გავიდნენ პლეი ოფში. დიდ სამეულთან და NBA-ს წლის საუკეთესო მეექვსე მოთამაშე, ანტუან ჯეიმისონთან ერთად მავერიკსი აგრძელებდა საუკეთესო შემტევი გუნდის რეპუტაციის შენარჩუნებას. აღსანიშნავი იყო ლიგის ორი ახალწვეული, ჯოშ ჰოვარდი და მარკის დენიელსი. მიუხედავად ყველაფრისა, გუნდი სწრაფად, პირველივე რაუნდში დაემშვიდობა პლეი ოფს. საკრამენტო კინგსმა, გუნდმა რომელიც თამაშობდა ბევრად უკეთეს დაცვას გამოაგდო მავერიკსი. დალასელების მენეჯმენტს მოუხდათ გადაეხედათ გუნდის სტრატეგიისთვის.
 
== NBA ფინალები: 2006 ==
 
NBA-ს სუპერფინალში, 2006 წელს დალას მავერიკსი [[მაიამი ჰიტი|მაიამი ჰიტს]] შეხვდა, საშინაო მოედნის უპირატესობა ეჭირა და პირველ 2 თამაშში დამაჯერებლად გაიმარჯვა. 2 მატჩის შემდეგ, დალასელები უკვე ოფიციალურად გეგმავდნენ გამარჯვების ზეიმს. თუმცა, მესამე თამაშში მავერიკსმა დიდი უპირატესობა გაანიავა, მათ ვერაფერი მოუხერხეს მაიამელთა ლიდერს, [[დუეინ უეიდოუეიდი|დუეინ უეიდს]], რომელმაც ჰიტი მესამე მატჩში გამარჯვებამდე მიიყვანა. [[დირკ ნივიცკინოვიცკი]]მ ბოლო წამებზე პოტენციურად ანგარიშის განმათანაბრებელი საჯარიმო სროლა გააფუჭა. მესამე წაგებულ თამაშს მიჰყვა მეოთხე და შემდეგ მეხუთე. მეხუთე თამაშში ბოლო წამებზე კვლავ დუეინ უეიდმა ანგარიში გაათანაბრა და თამაში ოვერტაიმში გადაიყვანა. ოვერტაიმში თამაში დაძაბულად მიმდინარეობდა. დალასელთათვის ტრაგიკული ფიგურა აღმოჩნდა [[ჯოშ ჰოვარდი]], რომელმაც ბევრი საჯარიმო სროლა გააფიჭა და ბოლო შეტევაში შეცდომით არასწორად აიღო წუთშესვენება, ისე, რომ მავერიკსს ბურთის შემოტანა მოედნის შუიდან კი არა, ბოლოდან მოუწიათ. მეექვსე თამაშში დალასელებმა მალევე მოიპოვეს ორ ნიშნა უპირატესობა, მაგრამ ისევ უეიდი თავისი 36 ქულით, მისი გაჩერება შეუძლებელი იყო. უეიდს ეხმარებოდა ალონზო მორნინგი თავისი 5 ბლოკით. მავერიკსმა ზედიზედ 4 თამაში წააგო და ტიტულსაც დაემშვიდობა, დიდი დოზით ცუდად ნასროლი სამქულიანების წყალობით. უამრავი გულშემატკივარი თავზარდაცემული იყო ამ მარცხით. მარკ კუბანი ჯამში 250 000 დოლარით დაჯარიმდა სერიის მსვლელობისას, „ცუდი ყოფაქცევისთვის“. [[დირკ ნოვიცკი]] 5 000 დოლარით დაჯარიმდა ბურთისთვის პეხის კვრისა და ტრიბუნებისკენ გაგზავნის გამო. დირკი კამერებმა გაჩერებულ ველოსიპედზე ტავდასხმისასაც კი გამოიჭირეს მავერიკსის გასახდელთან. ჯერი სტექჰაუსი გაძევებული იქნა მეხუთე თამაშის შემდეგ, როცა შაკილ ო’ნილის წინააღმდეგ უხეში ჯარიმა მიიღო. ეს იყო მესამე შემთხვევა 2006 წლის პლეი ოფში, როდესაც დალასელთა მოთამაშე გააძევეს.
 
დალას მავერიკსი გახდა მხოლოდ მესამე გუნდი [[NBA]]-ის ისტორიაში (პირველი 1977 წლის შემდეგ), რომელიც დამარცხდა სუპერფინალში 2-0 დაწინაურების შემდეგ. მესამე თამაშში, დალასელებს 7 წუთით ადრე თამაშის დასრულებამდე 13 ქულიანი უპირატესობა ჰქონდათ, მაგრამ ჰიტი 22-7 გაიქცა და საბოლოოდ შეხვედრა 98-96 დასრულდა. ეს იყო ყველაზე დიდი ქამბექი ჰიტის ისტორიაში.