დალას მავერიქსი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 33:
ამ დროისთვის, Dallas Cowboys, ერთ დროს ნაციონალური საფეხბურთო ლიგის ელიტარული გუნდი იწყებს უკუსვლას, რასაც საბოლოოდ გუნდი მიყავს 1-15 დაცემამდე 1989 წელს. მავერიკსი კი ამ დროს წინ მიიწევდა და ჩაანაცვლა კიდეც Cowboys-ი, როგორც ორგანიზაციის წამყვანი გუნდი. 1984-85 წლების რეგულარულის შედეგი კვლავ გაუმჯობესდა წინა წელთან შედარებით. მარკ აგირე კვლავ ლიდერობდა გუნდს თავისი 25.7 ქულით, სემ პერკინსი ALL - Rookie გუნდში მოხვდა , როგორც ერთ-ერთი საუკეთესო ახალწვეული, როლანდო ბლექმენი კი მავერიკსს 1985 წლის ALL-Star მატჩში წარმოადგენდა. დალასი კვლავ დაბრუნდა პლეი ოფში 1985 წელსაც, თუმცა ვერ იყო ისეთი წარმატებული, როგორიც წინა წელს. პირველსავე წრეში პორტლანდ ტრეილ ბლეიზერსთან ორმაგი ოვერტაიმის შემდეგ მხოლოდ პირველი მატჩის მოგება მოახერხეს და ასე დაასრულეს სეზონი.
 
== 1994-96: ჯეისონ კიდის ერა: 1994-96 ==
 
[[ჯეისონ კიდი]]ს დამატებამ დალას მავერიკსს ახალი სული შთაბერა 1994-95 წლების სეზონში. კიდი თავისი ახალწვეულობის სეზონში საშუალოდ 11.7 ქულას, 5.4 მოხსნას და 7.7 პასს აგროვებდა და ლიგის ლიდერიც კი იყო სამმაგ დუბლებში. როი ტარპლს 3 წლიანი პაუზის შემდეგ ნება დართეს დაბრუნებულიყო ლიგაში, ის გუნდს 12.6 ქულით და 8.2 მოხსნით ეხმარებბოდა ყოველ თამაშში. ჯიმ ჯექსონისა და ჯამალ მაშბურნის ტანდემი იყო ლიგის ყველაზე მაღალშედეგიანი მოთამაშეების წყვილი. მაშბურნის და ჯექსონის წყვილი საშუალოდ 50 ქულას აგროვებდა იმ სეზონში: მაშბურნი საშუალოდ 24.1 ქულას (მეხუთე ადგილი NBA-ში), ჯექსონი საშუალოდ 25.7 ქულას, თუმცა თებერვალში კოჭის ტრავმა მიიღო, რის გამოც რეგულარული სეზონის დარჩენილი ნაწილი გამოტოვა. მეორე წლიან ფორვარდს, პოპეიე ჯონსსაც ასევე შესანიშნავი წელი ჰქონდა, ის თავისი საშუალოდ 10.6 მოხსნით ლიდერობდა მთელ NBA-ში შეტევაში მოხსნების რაოდენობით.