დალას მავერიქსი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 33:
 
[[ჯეისონ კიდი]]ს დამატებამ დალას მავერიკსს ახალი სული შთაბერა 1994-95 წლების სეზონში. კიდი თავისი ახალწვეულობის სეზონში საშუალოდ 11.7 ქულას, 5.4 მოხსნას და 7.7 პასს აგროვებდა და ლიგის ლიდერიც კი იყო სამმაგ დუბლებში. როი ტარპლს 3 წლიანი პაუზის შემდეგ ნება დართეს დაბრუნებულიყო ლიგაში, ის გუნდს 12.6 ქულით და 8.2 მოხსნით ეხმარებბოდა ყოველ თამაშში. ჯიმ ჯექსონისა და ჯამალ მაშბურნის ტანდემი იყო ლიგის ყველაზე მაღალშედეგიანი მოთამაშეების წყვილი. მაშბურნის და ჯექსონის წყვილი საშუალოდ 50 ქულას აგროვებდა იმ სეზონში: მაშბურნი საშუალოდ 24.1 ქულას (მეხუთე ადგილი NBA-ში), ჯექსონი საშუალოდ 25.7 ქულას, თუმცა თებერვალში კოჭის ტრავმა მიიღო, რის გამოც რეგულარული სეზონის დარჩენილი ნაწილი გამოტოვა. მეორე წლიან ფორვარდს, პოპეიე ჯონსსაც ასევე შესანიშნავი წელი ჰქონდა, ის თავისი საშუალოდ 10.6 მოხსნით ლიდერობდა მთელ NBA-ში შეტევაში მოხსნების რაოდენობით.
 
მავერიკსის გაუმჯობესება დრამატული იყო. მათ ანგარიშზე 36 მოგება და 46 წაგება იყო. ისინი მხოლოდ 5 თამაშით ჩამორჩებოდნენ [[დენვერ ნაგეტსი|დენვერ ნაგეტსს]] ბოლო, მერვე ადგილისა და პლეი ოფის საგზურის მოსაპოვებლად. ეს იყო საუკეთესო გაუმჯობესება 1 წლის განმავლობაში. ბევრი მოელოდა, რომ დალასის წინსვლა მომდევნო წელსაც გაგრძელდებოდა ამ ფრენჩაიზის პირველი ტრიუმფით პლეი ოფში. თუმცა, მიუხედავად 1995-96 წლის სეზონის ზედიზედ 4 მოგებით დაწყებისა, ამ სეზონმა ყოველ მხრივ გააცრუა იმედები, რომლებსაც დალას მავერიქსზე ამყარებდნენ. მეორედ თავისი კარიერის მანძილზე, როი ტარპლიმ დაარღვია ანტი-ნარკოტიკული პოლიტიკა, რის გამოც მიიღო სამუდამო ბანი და აღარასოდეს უთამაშია NBA-ში. ჯამალ მაშბურნს კი მხოლოდ 18 თამაშის ჩატარების შემდებ მოუწია სეზონის ნაადრევად დამთავრება, რადგანაც მარჯვენა მუხლის ტრავმა საჭიროებდა ქირურგიულ ჩარევას.
 
გუნდის ორი ვარსკვლავი, [[ჯეისონ კიდი]] და [[ჯიმ ჯექსონი]] ნაჩხუბრები იყვნენ ერთმანეთთან, მიუხედავად იმისა, რომ არცერთ მათგანს არანაირი შეზღუდვა არ ჰქონია თავიანთი ინდივიდუალური მოქმედებების დამკვიდრებაში. ჯექსონი ლიდერობდა გუნდს თავისი 19.6 ქულით საშუალოდ, 121 ჩაგდებული სამქულიანით და ასევე ის ერთადერთი იყო დალასის შემადგენლობაში, რომელმაც ყველა 82 თამაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყო. კიდი გახდა პირველი მავერიკსელი, რომელიც არჩეული იყო საწყისი ხუთეულის შემადგენლობაში ALL-Star-ის მატჩზე. მან ასევე სეზონი დაამთავრა მეორე ადგილზე პასებში და მეოთხე ადგილზე მოპარვებში, რაც შეეხება საშუალო ქულას - 16.6 ყოველ თამაშში. ჯორჯ მაკკლაუდმა, რომელიც საშუალოდ 9.6 ქულას აგროვებდა წინა სეზონში, საოცრად გააუმჯებესა თავისი კარიერის შედეგები, ვინაიდანაც მავერიკსს ძალიან უჭირდა სამწამიანიდან შეტევა, მათ ორიენტაცია აიღეს პერიმეტრიდან სროლაზე. მაკკლაუდმა კარიერის რეკორდი დაამყარა და დააგროვა საშუალოდ 18.9 ქულა, ჩააგდო 257 სამქულიანი და დაიკავა მეორე ადგილი საუკეთესო ინდივიდუალურად გაუმჯობესებული სეზონისთვის ლიგის ისტორიაში.
საბოლოოდ, დალასელებმა 2 039 ნასროლი სამქულიანიდან ჩააგდეს 735, ორივე შედეგი ლიგის ახალი რეკორდი იყო. მაგრამ რეალურად ეს წვრილმანი სტატისტიკა უფრო ბევრს გვეუბნება მავერიკსის სასოწარკვეთილ მდგომარეობაზე მოეპოვებინათ ქულები რომელიმე სხვა წერტილიდან. დალასმა სეზონი დაასრულა 26 მოგებითა და 56 წაგებით, მეხუთე ადგილზე შუადასავლეთის დივიზიონში. ისინი 33 მატჩით ჩამორჩებოდნენ დივიზიონის ლიდერს. სეზონის ბოლოს, მოტა გაანთავისუფლეს მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან და მის ადგილას დაინიშნა ჩიკაგო ბულსის ყოფილი ასისტენტი მწვრთნელი ჯიმ კლემონსი. დონ კარტერმა, ერთადერთმა მფლობელმა რომელიც დალას მავერიკსს ოდესმე ყოლია, გუნდი მიყიდა ინვესტორების ჯგუფს, რომელსაც ლიდერობდა როს პეროტ უმცროსი.