დალას მავერიქსი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 64:
 
2010-11 წლებში მავერიკსი გასცდა ყოველგვარ საზღვრებს და სეზონი დაიწყო პირველი 29 თამაშიდან 24 მოგებით. თუმცა, 27 დეკემბერს, დირკ ნოვიცკიმ მიიღო მუხლის ტრავმა, რომელმაც საშინელ მდგომარეობაში ჩააგდო დალასელები. ამასთან ერთად, სულ რაღაც 4 თამაშის შემდეგ, გუნდის ნომერ მეორე ლიდერმა, კეირონ ბატლერმაც მიიღო მუხლის ტრავმა, რის გამოც მთელი სეზონის მანძილზე ვერ დაეხმარებოდა გუნდს. ამ ტრავმებმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა დალასელთა შანსები წინა სეზონის მიღწევების გასამეორებლად. ამ მძიმე პერიოდის შემდეგ, გასაკვირი არ იყო, რომ მავერიკსმა წააგო მომდევნო 7 თამაში. სერიოზული მსჯელობის საგანს წარმოადგენდა თემა, თუ ვინ გაუძღვებოდა გუნდს შეტევაში დირკ ნოვიცკის არ ყოფნის პერიოდში. თუმცა, ეს მხოლოდ დროებითი პრობლემა აღმოჩნდა, ვინაიდანაც დირკმა მხოლოდ 9 თამაში გამოტოვა და კვლავ დაუბრუნდა მავერიკსის შემტევ ხაზს. გუნდმა სწრაფად აღადგინა მოგებების სერია. მავერიკსმა 2010-11 წლების სეზონში თავიდან ჩამოაყალიბა დაცვითი სისტემა. განსაკუთრებული გავლენა იქონია ტაისონ ჩენდლერის დამატებამ, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო მცველი იყო მთელ ლიგაში. დალასი მთელი სეზონის განმავლობაში ებრძოდა სან ანტონიო სპურსს დივიზიონის ჩემპიონობისთვის, თუმცა, საბოლოოდ შუა დასავლეთის დივიზიონში მესამე ადგილი დაიკავა, 57 მოგებითა და 27 წაგებით. მიუხედავად დალასელთა რეპუტაციისა, ბევრი კრიტიკოსი ვარაუდობდა, რომ პლეი ოფის პირველსავე რაუნდში მავერიკსს მარტივად გამოადგებდა პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსი.
დალასმა პირველი 2 თამაში საკუთარ მოედანზე დამაჯერებლად მოიგო. თუმცა, პორტლენდის „როუზ გარდენში“ სტუმრობისთანავე მავერიკსის პრობლემებიც დაიწყო. მესამე თამაშში მავერიკსი დამარცხდა, მეოთხე თამაშში კი დალასელებმა ბოლო მეოთხედში 23 ქულიანი უპირატესობა გაანიავეს და უფლება მისცეს პორტლენდელებს გაეთანაბრებინათ სერიაში ანგარიში. ვრცელდებოდა ხმები, რომ დალასელებმა კიდევ ერთი ბრწყინვალე რეგულარული სეზონი ჩაატარეს ტყუილად. მავერიკსმა ამ ვარაუდებს უპასუხა და მომდევნო 2 თამაშში გამარჯვება მოიპოვა, რის შედეგადაც 4-2 დაამარცხა პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსი. დასავლეთ კონფერენციის ნახევარფინალში დალასი დაუპირისპირდა წინა 2 სეზონის ჩემპიონ ლოს ანჯელეს ლეიკერსს. ამ სერიაში პირველად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს კობი ბრაიანტი და დირკ ნოვიცკი, ამ ორი ბრწყინვალე კალათბურთელის დაპირისპირება მოიაზრებოდა, როგორც ყველაზე კონკურენტუნარიანი ბრძოლა, თუმცა საბოლოოდ ეს ასე არ მოხდა. დალასელებმა შოკში ჩააგდეს მთელი NBA, როდესაც მოიგეს პირველი 2 თამაში ლოს ანჯელესში და დაწინაურდნენ სერიაში ანგარიშით 0-2. შემდეგ, საკუთარ მოედანზე დაბრუნებულმა მავერიკსმა, მესამე თამაშში გამარჯვება მოიპოვა ძალიან დაძაბულ ბრძოლაში, ანგარიშით 98-92, დირკ ნოვიცკი ლიდერობდა გუნდს თავისი 32 ქულით. მეოთხე თამაშში კი დალასელებმა საბოლოოდ დასვეს ძახილის ნიშანი, მათ დაამარცხეს [[ლონლოს ანჯელეს ლეიკერსი]] ანგარიშით 122-86. იმ თამაშში ჯეისონ ტერიმ დაამყარა პლეი ოფის რეკორდი- 10-დან 9 ჩაგდებული სამქულიანი. [[დასავლეთ კონფერენცია|დასავლეთ კონფერენციის]] ფინალში მავერიკსი დაუპირისპირდა ახლად გამოჩენილ ძალას- ოკლაჰომა სითი თანდერს. პირველ თამაშში [[დირკ ნოვიცკი]] კვლავ ბრწყინვალე იყო, თავისი 45 ქულით, მავერიკსმა მოიგო პირველი თამაში ანგარიშით 121-112. მეორე თამაშში ოკლაჰომამ საპასუხო გამარჯვება მოიპოვა, 106-100. ამის შემდეგ, დალასელებმა მოიგეს მომდევნო 3 თამაში, მათ შორის მეოთხე მატჩი, სადაც 15 ქულიანი ჩამორჩენიდან ქამბექი განახორციელეს. საბოლოოდ, დალას მავერიკსმა 5 მატჩში დაამარცხა [[ოკლაჰომა სითი თანდერი]] და მეორედ ისტორიაში გავიდა სუპერფინალში, სადაც დაუპირისპირდა [[მაიამი ჰიტი|მაიამი ჰიტს]], გუნდს, რომელმაც 2006 წლის სუპერფინალში ტიტული წაართვა დალასელებს.
 
2010-11 წლების სუპერფინალში დალას მავერიკსი მოიაზრებოდა აუთსაიდერად, მაიამის „დიდი სამეულის“ სიძლიერიდან გამომდინარე. [[ლებრონ ჯეიმსი]], [[დუეინ უეიდი]] და [[კრის ბოში]] მთელი სეზონის განმავლობაში მოწოდების სიმაღლეზე იდგნენ. პირველი თამაშის წაგების შემდეგ მაიამიში, ანგარიშით 92-84, დალასელებს სჭირდებოდათ უფრო მეტი შემტევი ძალა, ვიდრე მხოლოდ დირკ ნოვიცკი. მეორე თამაშის ბოლო მეოთხედში მავერიკსი მარცხდებოდა 88-73. დალასელებს აუცილებლად ესაჭიროებოდათ 0-2 მარცხის არიდება სერიაში. ბევრისთვის გასაკვირად, ბოლო წუთებში მავერიკსმა განახორციელა 22-5 გაქცევა და გააოცა მაიამელები თავიანთი გამარჯვებით მეორე თამაშში. სერიაში ანგარიში გათანაბრდა: 1-1. ამის შემდეგ, სერიამ ტეხასში გადაინაცვლა. მავერიკსი დამარცხდა მესამე თამაშში ანგარიშით 88-85. დირკ ნოვიცკიმ პოტენციური ანგარიშის განმათანაბრებელი სროლა გააფუჭა. დალასმა კვლავ გამოაჩინა საკუთარი ძალა და იმარჯვა განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე მეოთხე მატჩში, დირკ ნოვიცკი კვლავ წამყვანი ფიგურა იყო ამ გამარჯვებაში, მან რამდენიმე უმნიშვნელობანესი ბურთი ჩააგდო და კვლავ გათანაბრდა ანგარიში სერიაში: 2-2. მეხუთე თამაში უფრო შეტევით ხასიათს ატარებდა, ორივე გუნდმა, პირველად სერიაში, გადააჭარბა 100 ქულიან ზღვარს. ჯეისონ ტერი და ჯეისონ კიდი გამოირჩეოდნენ თავიანთი შორეული სროლებით და მავერიკსმა დაამარცხა მაიამი ჰიტი ანგარიშით 112-103. დალასელებს 1 მოგება აშორებდათ თავიანთ პირველ ტიტულთან. 3 დღის შემდეგ, დალას მავერიკსმა გაიფორმა პირველი ტიტული არსებობის მანძილზე. მათ მეექვსე თამაშში დაამარცხეს მაიამელები ანგარიშით 105-95. სრულად საპირისპიროდ იმისა, რაც მოხდა 2006 წლის სუპერფინალში. ნოვიცკიმ თავისი 21 ქულიდან 18 დააგროვა მეორე ტაიმში, ჯეისონ ტერიმ კი სკამიდან 27 ქულა მოუტანა საკუთარ გუნდს. ნოვიცკი ისე ემოციური იყო ამ გამარჯვების შემდეგ, რომ გასახდელიდან ვერ გამოიყვანეს, სანამ დაჯილდოების ცერემონიალი არ დაიწყო. დირკ ნოვიცკი გახდა სუპერ ფინალის MVP, თავისი საშუალო 26 ქულით სერიის მანძილზე. ამით წერტილი დაესვა დალასელთა ამაო შრომას. პირველად არსებობის მანძილზე, დალას მავერიკსმა მოიპოვა NBA-ს ჩემპიონის ტიტული.