დალას მავერიქსი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 5:
| მშობლიური სახელი = Dallas Mavericks
| მიმდინარე = დალას მავერიკსის სეზონი 2013–14
| ლოგო = Dallas Mavericks logo.svg
[[ფაილი:Dallas Mavericks logo.svg|250px|მინიატიურა|დალას მავერიკსი]]
| კონფერენცია = [[დასავლეთი კონფერენცია (NBA)|დასავლეთი]]
| დივიზიონი = [[სამხრეთ-დასავლეთ დივიზიონი (NBA)|სამხრეთ-დასავლეთი]]
Line 25 ⟶ 24:
 
'''დალას მავერიკსი''' ({{lang-en|Dallas Mavericks}}) — ამერიკის პროფესიონალური [[კალათბურთი|საკალათბურთო]] გუნდი, რომელიც მდებარეობს [[დალასი|დალასში]], [[ტეხასი|ტეხასის შტატში]]. „მავერიკსი“ არის [[სამხრეთ-დასავლეთ დივიზიონი (NBA)|სამხრეთ-დასავლეთ დივიზიონის]] წევრი, რომელიც [[დასავლეთი კონფერენცია (NBA)|დასავლეთ კონფერენციას]] ეკუთვნის [[NBA]]-ში.
 
== აღზევების ხანა ==
 
1982-83 წლებში დალას მავერიკსი პირველად გახდა სერიოზული ანგარიშგასაწევი ძალა. “ ALL STAR”-ის დაწყებამდე 25 მოგებითა და 24 წაგებით მივიდნენ, ხოლო ბოლო 15 მატჩიდან 12 მოგებულო ჰქონდათ. თუმცა, მათ ვერ მოახერხეს ამ წარმატებული სერიის დიდხანს გაგრძელება. რეგულარული სეზონის ბოლოს 7 მოგებით ჩამორჩნენ „დენვერ ნაგეტსს“ დასავლეთ კონფერენციის ბოლო, მეექვსე პლეი ოფში გამსვლელი ადგილისთვის ბრძოლაში. მაგრამ მავერიკსის 38-44 რეკორდი 10 მოგებით აუმჯობესებდა წინა წლის შედეგს. აღსანიშნავი და დასამახსოვრებელი იყო ის ფაქტი, რომ ორი წლის წინ დაარსებული გუნდი უკვე მესამე წელს პლეი ოფში გასვლის კანდიდატად მოიაზრებოდა.
მარკ აგირე იყო ლიდერი 1982-83 წლების მავერიკსში, თავისი 24.4 საშუალო ქულით ყოველ თამაშში (მეექვსე საუკეთესო იმ წელს [[NBA]]-ში). [[ჯეი ვინსენტი]] და [[როლანდო ბლექმანი]] რესპექტაბელური შედეგებით ასრულებდნენ სეზონს, 18.7 და 17.7 ქულა საშუალოდ ყოველ თამაშში. ბრედ დევისი მეათე ადგილს იკავებდა საუკეთესო მეპასეთა შორის, 7.2 პასით ყველა თამაშში, ხოლო მეექვსეს პერიმეტრიდან სროლაში. დერეკ ჰარპერი 1983 წლის NBA დრაფტის მე-11 სვლაზე აიყვანა დალას მავერიკსმა. 1.93 სანტიმეტრის სიმაღლის გამთამაშებელი მომდევნო 10 წელიწადს ატარებს ორგანისაციასთან ერთად, თავისი საშუალო 15 ქულით და 6.1 პასით. მავერკსის დიდი შრომა დაფასდა 1983-84 წლების სეზონში, როდესააც მათ პირველად დაამყარეს რეკორდი მოგებულ თამაშთა რაოდენობაში, 43-39 და დაიკავეს მეორე ადგილი თავიანთ დივიზიონში. ასევე, მათ მოიპოვეს პლეი ოფის პირველი საგზური არსებობის ისტორიაში. მარკ აგირე, თავისი 29.5 ქულით საშუალოდ, გახდა პირველი მავერიკსელი, რომელიც მიიწვიეს ALL Star-ზე. აგირე ქულათა საშუალო რაოდენობით მეორე ადგილს იკავებდა. მას მხოლოდ იუტას ადრიან დანტლიმ აჯობა.
დალასმა რეგულარული სეზონი დაასრულა მეოთხე ადგილზე დასავლეთ კონფერენციაში. მათი პირველი მოგზაურობაც პლეი ოფში წარმატებული გამოდგა: პირველ წრეში დაამარცხეს სიეტლ სუპერსონიქსი, 4-1 ანგარიშით. გადამწყვეტი მეხუთე მატჩი ამ სერიისა გაიმართა „მუდი კოლიზეუმში“, ვინაიდანაც „რეუნიონ არენა“, მავერიკსის მაშინდელი საშინაო მოედანი, ტენისის ტურნირს მასპინძლობდა. შემდეგი მეტოქე ლოს ანჯელეს ლეიკერსი იყო, თავისი [[მეჯიქ ჯონსონი]]თ, რომლებთანაც მავერიქსი მარტივად, 4-1 დამარცხდა. თუმცა ტრეიდი, რომელიც მავერიკსმა თავიანთ საწყის, 1980 წელს განახორციელა, დაფასდა 1984 წელს, როცა მათ ხელთ იყო კლივლენდის პირველი რაუნდის ფიქი, რომელიც საერთო ჯამში მე-4 იყო. მავერიქსმა ეს სვლა გამოიყენა, რათა აერჩია ფორვარდი/ცენტრი სემ პერკინსი, ჩრდილოეთ კაროლინას უნივერსიტეტიდან, რომელიც სამ ქულიანი ხაზიდან საოცრად ისროდა. სემ პერკინსის მონაგარი იყო 14.4 ქულა და 8.0 მოხსნა დალასში გატარებული ექვსი წლის მანძილზე.
ამ დროისთვის, Dallas Cowboys, ერთ დროს ნაციონალური საფეხბურთო ლიგის ელიტარული გუნდი იწყებს უკუსვლას, რასაც საბოლოოდ გუნდი მიყავს 1-15 დაცემამდე 1989 წელს. მავერიკსი კი ამ დროს წინ მიიწევდა და ჩაანაცვლა კიდეც Cowboys-ი, როგორც ორგანიზაციის წამყვანი გუნდი. 1984-85 წლების რეგულარულის შედეგი კვლავ გაუმჯობესდა წინა წელთან შედარებით. მარკ აგირე კვლავ ლიდერობდა გუნდს თავისი 25.7 ქულით, სემ პერკინსი ALL - Rookie გუნდში მოხვდა , როგორც ერთ-ერთი საუკეთესო ახალწვეული, როლანდო ბლექმენი კი მავერიკსს 1985 წლის ALL-Star მატჩში წარმოადგენდა. დალასი კვლავ დაბრუნდა პლეი ოფში 1985 წელსაც, თუმცა ვერ იყო ისეთი წარმატებული, როგორიც წინა წელს. პირველსავე წრეში პორტლანდ ტრეილ ბლეიზერსთან ორმაგი ოვერტაიმის შემდეგ მხოლოდ პირველი მატჩის მოგება მოახერხეს და ასე დაასრულეს სეზონი.
 
== 1994-96: ჯეისონ კიდის ერა ==
 
[[ჯეისონ კიდი]]ს დამატებამ დალას მავერიკსს ახალი სული შთაბერა 1994-95 წლების სეზონში. კიდი თავისი ახალწვეულობის სეზონში საშუალოდ 11.7 ქულას, 5.4 მოხსნას და 7.7 პასს აგროვებდა და ლიგის ლიდერიც კი იყო სამმაგ დუბლებში. როი ტარპლს 3 წლიანი პაუზის შემდეგ ნება დართეს დაბრუნებულიყო ლიგაში, ის გუნდს 12.6 ქულით და 8.2 მოხსნით ეხმარებბოდა ყოველ თამაშში. ჯიმ ჯექსონისა და ჯამალ მაშბურნის ტანდემი იყო ლიგის ყველაზე მაღალშედეგიანი მოთამაშეების წყვილი. მაშბურნის და ჯექსონის წყვილი საშუალოდ 50 ქულას აგროვებდა იმ სეზონში: მაშბურნი საშუალოდ 24.1 ქულას (მეხუთე ადგილი NBA-ში), ჯექსონი საშუალოდ 25.7 ქულას, თუმცა თებერვალში კოჭის ტრავმა მიიღო, რის გამოც რეგულარული სეზონის დარჩენილი ნაწილი გამოტოვა. მეორე წლიან ფორვარდს, პოპეიე ჯონსსაც ასევე შესანიშნავი წელი ჰქონდა, ის თავისი საშუალოდ 10.6 მოხსნით ლიდერობდა მთელ NBA-ში შეტევაში მოხსნების რაოდენობით.
მავერიკსის გაუმჯობესება დრამატული იყო. მათ ანგარიშზე 36 მოგება და 46 წაგება იყო. ისინი მხოლოდ 5 თამაშით ჩამორჩებოდნენ დენვერ ნაგეტსს ბოლო, მერვე ადგილისა და პლეი ოფის საგზურის მოსაპოვებლად. ეს იყო საუკეთესო გაუმჯობესება 1 წლის განმავლობაში. ბევრი მოელოდა, რომ დალასის წინსვლა მომდევნო წელსაც გაგრძელდებოდა ამ ფრენჩაიზის პირველი ტრიუმფით პლეი ოფში. თუმცა, მიუხედავად 1995-96 წლის სეზონის ზედიზედ 4 მოგებით დაწყებისა, ამ სეზონმა ყოველ მხრივ გააცრუა იმედები, რომლებსაც დალას მავერიქსზე ამყარებდნენ. მეორედ თავისი კარიერის მანძილზე, როი ტარპლიმ დაარღვია ანტი-ნარკოტიკული პოლიტიკა, რის გამოც მიიღო სამუდამო ბანი და აღარასოდეს უთამაშია NBA-ში. ჯამალ მაშბურნს კი მხოლოდ 18 თამაშის ჩატარების შემდებ მოუწია სეზონის ნაადრევად დამთავრება, რადგანაც მარჯვენა მუხლის ტრავმა საჭიროებდა ქირურგიულ ჩარევას.
გუნდის ორი ვარსკვლავი, [[ჯეისონ კიდი]] და [[ჯიმ ჯექსონი]] ნაჩხუბრები იყვნენ ერთმანეთთან, მიუხედავად იმისა, რომ არცერთ მათგანს არანაირი შეზღუდვა არ ჰქონია თავიანთი ინდივიდუალური მოქმედებების დამკვიდრებაში. ჯექსონი ლიდერობდა გუნდს თავისი 19.6 ქულით საშუალოდ, 121 ჩაგდებული სამქულიანით და ასევე ის ერთადერთი იყო დალასის შემადგენლობაში, რომელმაც ყველა 82 თამაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყო. კიდი გახდა პირველი მავერიკსელი, რომელიც არჩეული იყო საწყისი ხუთეულის შემადგენლობაში ALL-Star-ის მატჩზე. მან ასევე სეზონი დაამთავრა მეორე ადგილზე პასებში და მეოთხე ადგილზე მოპარვებში, რაც შეეხება საშუალო ქულას - 16.6 ყოველ თამაშში. ჯორჯ მაკკლაუდმა, რომელიც საშუალოდ 9.6 ქულას აგროვებდა წინა სეზონში, საოცრად გააუმჯებესა თავისი კარიერის შედეგები, ვინაიდანაც მავერიკსს ძალიან უჭირდა სამწამიანიდან შეტევა, მათ ორიენტაცია აიღეს პერიმეტრიდან სროლაზე. მაკკლაუდმა კარიერის რეკორდი დაამყარა და დააგროვა საშუალოდ 18.9 ქულა, ჩააგდო 257 სამქულიანი და დაიკავა მეორე ადგილი საუკეთესო ინდივიდუალურად გაუმჯობესებული სეზონისთვის ლიგის ისტორიაში.
საბოლოოდ, დალასელებმა 2 039 ნასროლი სამქულიანიდან ჩააგდეს 735, ორივე შედეგი ლიგის ახალი რეკორდი იყო. მაგრამ რეალურად ეს წვრილმანი სტატისტიკა უფრო ბევრს გვეუბნება მავერიკსის სასოწარკვეთილ მდგომარეობაზე მოეპოვებინათ ქულები რომელიმე სხვა წერტილიდან. დალასმა სეზონი დაასრულა 26 მოგებითა და 56 წაგებით, მეხუთე ადგილზე შუადასავლეთის დივიზიონში. ისინი 33 მატჩით ჩამორჩებოდნენ დივიზიონის ლიდერს. სეზონის ბოლოს, მოტა გაანთავისუფლეს მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან და მის ადგილას დაინიშნა ჩიკაგო ბულსის ყოფილი ასისტენტი მწვრთნელი ჯიმ კლემონსი. დონ კარტერმა, ერთადერთმა მფლობელმა რომელიც დალას მავერიკსს ოდესმე ყოლია, გუნდი მიყიდა ინვესტორების ჯგუფს, რომელსაც ლიდერობდა როს პეროტ უმცროსი.
 
== 1996-2001: კიუბანის და დირკის მოსვლა ==
 
1996-97 წლების სეზონი იყო გარდაქმნების წელი მავერიკსისთვის, რადგანაც მათ არსებითად თავიდან ჩამოაყალიბეს მთელი გუნდი; 27 ახალი მოთამაშე მივიდა გუნდში, რაც NBA-ს ყველა დროის რეკორდია. იმ დროისთვის, სეზონი უკვე დამთავრებული იყო, გუნდში ძველი სიიდან ერთადერთი ახალწვეული ფორვარდი, სამაკი უოლკერი იყო შემორჩენილი. პირველი დიდი ნაბიჯი გადაიდგა დეკემბერში, როდესაც ჯეისონ კიდი, ლორენ მეიერი და ტონი დუმანსი დატრეიდდნენ ფენიქს სანსში მაიკლ ფინლის, სემ კასელის და ფორვარდ ა.გრინის სანაცვლოდ. იმ დროისთვის ამ შენაძენებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი იყო მაიკლ ფინლი, რომელიც თავისი პირველი ნახევარი სეზონიდან დაწყებული მომდევნო 7 წლის მანძილზე დალასში დააგროვებს საშუალოდ მინიმუმ 20 ან მეტ ქულას. ის ასევე ორჯერ მიიწვიეს ALL-Star-ის მატჩზე. ფინლი 2004-05 წლის სეზონამდე დალას მავერიკსის ყოველ თამაშში მონაწილეობდა.
7 თებერვალს, დონ ნელსონი დაიქირავეს დალასის გენერალურ მენეჯერად. მას დიდი დრო არ დასჭირვეობია რომ საკუთარი ნიშანი დაესვა გუნდისთვის. დაქირავებიდან 1 კვირის განმავლობაში, მავერიკსმა გაუშვა ფრედ რობერტსი და ოლივერ მილერი გუნდიდან, ასევე მაიამი ჰიტში დაატრეიდა ჯამალ მაშბურნი, ფორვარდების კურტ ტომასისა და მარტინ მიურსეპის, ასევე საშა დანილოვიჩის სანაცვლოდ. აღნიშნული ტრეიდი წარმატებული არ აღმოჩნდა მავერიკსისთვის. ტომასს არ უთამაშია 1996-97 წლების სეზონში, მან მავერიკსის შემადგენლობაში მხოლოდ 5 თამაში ჩაატარა სანამ თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდოდა ნიუ იორკ ნიქსში. დანილოვიჩმა 13 თამაშში მიიღო მონაწილეობა მანამ, სანამ იტალიურ ბაკერ ბოლონიასთან გააფორმებდა კონტრაქტს. მიურსეპმა კი მომდევნო 2 წლის განმავლობაში მავერიკსის 73 თამაშში მიიღო მონაწილეობა, შემდეგ კი დატოვა NBA.
კრის გატლინგი მავერიკსის ერთადერთი წარმომადგენელი იყო ALL-Star-ის მატჩზე, მაგრამ ს დიდხანს არ დარჩენილა დალასში. ერთ-ერთი უდიდესი ტრეიდი NBA-ის ისტორიაში განხორციელდა, როდესაც მავერიკსმა დაატრეიდა კრის გატლინგი, ჯიმ ჯეკსონი, სემ კასელი, ჯოჯრ მაკკლაუდი და ერიკ მონტროსი ნიუ ჯერსი ნეტსში, რათა მიეღო 2.29 მეტრი სიმაღლის ცენტრი შონ ბრედლი, ფორვარდი ედ ო’ბანონი და მცველები ხალიდ რივსი და რობერტ პაკი. ნელსონი ამტკიცებდა, რომ ტრეიდები მნიშვნელოვანი და საჭირო იყო, რადგანაც სიტუაცია გასახდელში მიუღებელი იყო. თუმცა, მაშინ, როდესაც კასელი თავის გუნდში ერთ-ერთი დასაფასებელი ლიდერი გახდა; ჯექსონი, გატლინგი და მაკკლაუდიც აგრძელებდნენ ანგარიშგასაწევი შედეგის მოტანას თავიანთი გუნდებისთვის მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში, დალასს მხოლოდ ბრედლი „გამოადგა“ , რომელმაც მომდევნი 8 წელი გაატარა დალასში და განსაკუთრებით თავი გულშემატკივარს დიდი რაოდენობით ბლოკებით დაამახსოვრა.
ახალწვეული მცველი ერიკ სტრიქლანდი სასიამოვნო სიურპრიზი აღმოჩნდა მავერიკსისთვის თავისი 10.6 საშუალო ქულით. ის ფინლისთან და ბრედლისთან ერთად ითვლებოდა ახალი მავერიკსის ბირთვად. მუდმივმა ცვლილებებმა 1996-97 წლებში შეუძლებელი გახადა გუნდის შეთამაშება და კალათბურთელებს შორის ქიმიის ჩამოყალიბება, რაც შედეგზეც აისახა: მავერიკსმა სეზონი დაამთავრა 24 მოგებით და 58 წაგებით. თუმცა მათ აღმოაჩინეს რაღაც დეტალები, რაც მომდევნო წლებში დაეხმარებოდათ. 1997-98 წლებში, მიუხედავად ანტი რეკორდისა (20 მოგება, 62 წაგება), რთულ პერიოდში მყოფმა დალასმა მაინც პრობლემები შეუქმნა იმ პერიოდისთვის ბევრ ელიტარულ გუნდს, მათ დაამარცხეს სიეტლ სუპერსონიქსი, ნიუ იორკ ნიქსი, ინდიანა პეისერსი და ჩიკაგო ბულსი. ჩიკაგოს წინააღმდეგ დალასმა 17-2 გაქცევა მოაწყო და თამაში ოვერტაიმში გადაიყვანა, სადაც გაიმარჯვა კიდეც ანგარიშით 104-97. იმ სეზონის შუაში, ნელსონმა გაანთავისუფლა კლიმონსი და საკუთარი თავი დაასახელა მავერიკსის მთავარ მწვრთნელად.
 
1998-99 წლების ლოკაუტმა, რომელიც ექვს თვეზე მეტხანს გრძელდებოდა, იძულებული გახადა, რომ რეგულარული სეზონი თითო გუნდისათვის 50 ჩატარებულ თამაშამდე შემცირებულიყო. მავერიკსმა სეზონი დაბალი შედეგით, 19 მოგებით და 31 წაგებით დაასრულა, თუმცა მაიკლ ფინლი და გარი ტენტი საკმაოდ სოლიდური შედეგით გამოირჩნენ და მათ თავიანთი გუნდი 1989-90 წლების შემდეგ პირველად მიიყვანეს საკუთარ მოედანზე მოგებულ თამაშთა რეკორდამდე (15-10). აღსანიშნავი იყო მძიმე ფორვარდის, დირკ ნოვიცკისა და გამთამაშებელ სტივ ნეშის შეძენა. ორი როგორც ჩანს ძალიან ეფექტური ნაბიჯი, რომელიც მომავალში შესანიშნავ შედეგს მოიტანს. მომდევნო სეზონში გუნდი როგორც იქნა იწყებს მოგებას შეთანხმებული მოქმედების ხარჯზე. ფინლის ლიდერობით, მავერიკსი 1989-90 სეზონის შემდეგ პირველად გამოიმუშავებს 40 მოგებას. ფინლის დიდი დახმარება გაუწია დირკ ნოვიცკიმ, რომელიც როგორც იქნა გამოჩნდა და დაამკვიდრა საკუთარი თავი, როგორც ძლევამოსილმა შემტევმა საფრთხემ მოწინააღმდეგეებისთვის.
[[2000]] წლის 14 იანვარს, „როს პეროტ გრუპმა“, მიყიდა დალას მავერიკსი ინტერნეტ მეწარმე და სეზონური ბილეთის მფლობელ მარკ კუბანს, 285 მილიონ დოლარად. კუბანმა დაუყოვნებლივ დააყენა გამოცოცხლების საკითხი, მავერიკსის პოპულარობა ქვეყნის მასშტაბით გაიზარდა. მისმა საკამათო გადაწყვეტილებებმა და გულწრფელობამ კუბანი სწრაფად აქცია გულშემატკვირების ფავორიტ პერსონად დალასში, გუნდს კი პრესაში დიდ ყურადღებას უთმობდნენ. (მარკმა დენის როდმანს შესთავაზა მის სახლში ეცხოვრა ერთი კვირის განმავლობაში, სანამ მასთან დროებით კონტრაქტს გააფორმებდა.) კუბანი მრავალი მილიონობით დოლარით დაჯარიმებულა NBA-ს წესების დარღვევისთვის.
 
2000-2001 წლებში, მავერიკსი ძალიან გაძლიერდა და გააუმჯობესა თავისი შედეგი შთამბეჭდავი რეკორდით, 53 მოგება და 29 წაგება. მთავარი მამოძრავებელი ძალა გუნდისთვის იყო შესანიშნავი შემტევი ტრიო დირკ ნოვიცკის, მაიკლ ფინლის და სტივ ნეშის სახით. მავერიკსის ხემძღვანელობამ ტრეიდების დედლაიანამდე რამდენიმე წუთით ადრე საოცარი ნაბიჯები გადადგა და ვაშინგტონ ვიზარდში გაგზავნა ჰუბერტ დავისი, კრისტიან ლაიტნერი, კორტნი ალექსანდერი, ლოი ვოტი და ითან ტომასი. სანაცლოდ კი მიიღო ჯუვაინ ჰოვარდი, კელვინ ბუტი და ობინა ეკეზიე. ამ ტრეიდმა გუნდში შემოიტანა ახალი სისხლი, რომლის წყალობითაც 11 წლის შემდეგ გუნდი პირველად დაბრუნდა პლეი ოფში. ასევე, 2001 წლის იანვარში Wang Zhizhi გახდა პირველი ჩინელი კალათბურთელი რომელმაც ითამაშა NBA-ში, დალას მავერიკსის შემადგენლობაში. მის გარდა, დალასის ინტერნაციონალური შემადგენლობა მოიცავდა [[გერმანელ]] [[დირკ ნოვიცკი]]ს და კანადელ [[სტივ ნეში|სტივ ნეშს]]. პლეი ოფის პირველ წრეში, მავერიკსმა დაამარცხა იუტა ჯაზი და 1988 წლის შემდეგ პირველად მიაღწია მეორე რაუნდამდე. მიუხედავად იმისა, რომ მეორე რაუნდში ისინი სან ანტონიო სპურსთან 5 მატჩში დამარცხდნენ, დალასისთვის სეზონის შედეგები ოპტიმიზმის მომცემი იყო, გუნდს სამომავლოდ შეეძლო ტიტულისთვის ბრძოლაში ჩართვა. ასევე, ეს სეზონი ბოლო იყო ძველ „რეუნიონ არენაზე“, მომდევნო სეზონიდან მავერიკსის საშინაო მოედანი გახდა ახალი, თანამედროვე „American Airlines Center”.
 
== 2001-2004: ნოვიცკის, ფინლის და ნეშის დიდი სამეული ==
 
ამ წლებში [[დირკ ნოვიცკი]]მ მოიგო თავისი პირველი ორი ჯილდო, უპრეცენდენტო 5 ჯილდოდან, როგორც ევროპის საუკეთესო მოთამაშემ ( ეს ჯილდო კალენდრული წლის ბოლოს გაიცემა, განსხვავებით NBA Awards-ისგან, რომელიც სეზონის ბოლოს გაიცემა) 2001-2002 წლების სეზონი შესანიშნავი იყო დალასისთვის, 57 მოგება და 25 წაგება, კვლავ ახალი რეკორდი გუნდისთვის და უამრავჯერ ბოლომდე გადავსებული „ American Airlines Center”-ი. ამ სეზონში ასევე შეიცვალა ლოგო და ფერები: კოვბოის ქუდის ლოგო ახალმა, ცხენის ლოგომ ჩაანაცვლა. მწვანე კი ლურჯმა. ამასთან, გუნდმა მიიღო უფრო პრიალა უნიფორმა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია- კიდევ ერთი ტრეიდი-ბლოკბასტერი: ჯუვაინ ჰოვარდი, ტიმ ჰარდევეი და დონელ ჰარვი გაიგზავნენ დენვერ ნაგეტსში, სანაცვლოდ კი გუნდმა მიიღო რაფ ლაფრენტცი, ნიკ ვან ექსელი, ტარიქ აბდულ-ვაჰადი და ევერი ჯონსონი. მავერიკსს ასევე ჰქონდა რამდენიმე მცდელობა ჯაზმენების კარლ მელოუნის შესაძენად. დალასმა პლეი ოფის პირველ რაუნდში კვლავ წარმატებით გამოაგდო მინესოტა ტიმბერვულვსი, თუმცა მეორე რაუნდში ისევ დამარცხდა, ამჟამად საკრამენტო კინგსთან.
2002-2003
მხოლოდ შემდეგ სეზონში, როგორც იქნა დალას მავერიკსმა გაიბრწყინა. 2002-2003 წლების სეზონი მათ 14 მოგებით დაიწყეს, არცერთი წაგების წინააღმდეგ. მათ მხოლოდ 1 მოგება დააკლდათ რათა გაემეორებინათ NBA-ს რეკორდი, რომელიც 1993-94 წლებში დაამყარა ჰიუსტონ როკეტსმა (15-0). მავერიკსმა რეგულარული სეზონი დაამთავრა 60 მოგებითა და 22 წაგებით. ფანები და კრიტიკოსები გააოცა გუნდის ბრწყინვალე შეტევამ. „დიდი სამეული“ ნოვიცკი, ფინლი და ნეში გუნდს გაუძღვნენ დასავლეთ კონფერენციის ფინალისკენ, სან ანტონიო სპურსის წინააღმდეგ. სერია 1-1 მიმდინარეობდა, როცა გუნდის წამყვანმა მოთამაშემ დირკ ნოვიცკიმ მუხლის ტრავმა მიიღო მესამე თამაშში და ვეღარ მოახერხა ამ სერიაში დაბრუნება. ამ უდიდესმა დანაკლისმა რა თქმა უნდა გააუარესა მავერიკსის მდგომარეობა წინა ხაზზე და სპურსმა მოიგო სერია 6 თამაშში.
2003-04 წლებში კიდევ ორი გრანდიოზული ტრეიდი გამოცხადდა. მავერიკსმა დაიმატა ანტუან ჯეიმისონი, დენუ ფორტსენი, და კრის მილსი გოლდენ სტეიტ ვარიორსიდან, სანაცვლოდ კი გაუშვა ნიკ ვან ექსელი, ევან ეშმეიერი, პოპეიე ჯონსი, ევერი ჯონსონი და ანტუან რიგადუ. მეორე გრანდიოზული ტრეიდის პირობებში რაფ რაფრენტცი, კრის მილსი და ჯირი ველში წავიდნენ ბოსტონში, ანტუან უოლკერის და ტონი დელკის სანაცვლოდ. მიუხედავად იმისა, რომ გუნდს შეთამაშების პრობლემა ჰქონდა, ისინი მაინც ადვილად გავიდნენ პლეი ოფში. დიდ სამეულთან და NBA-ს წლის საუკეთესო მეექვსე მოთამაშე, ანტუან ჯეიმისონთან ერთად მავერიკსი აგრძელებდა საუკეთესო შემტევი გუნდის რეპუტაციის შენარჩუნებას. აღსანიშნავი იყო ლიგის ორი ახალწვეული, ჯოშ ჰოვარდი და მარკის დენიელსი. მიუხედავად ყველაფრისა, გუნდი სწრაფად, პირველივე რაუნდში დაემშვიდობა პლეი ოფს. საკრამენტო კინგსმა, გუნდმა რომელიც თამაშობდა ბევრად უკეთეს დაცვას გამოაგდო მავერიკსი. დალასელების მენეჯმენტს მოუხდათ გადაეხედათ გუნდის სტრატეგიისთვის.
 
== NBA ფინალები ==
 
NBA-ს სუპერფინალში, 2006 წელს დალას მავერიკსი მაიამი ჰიტს შეხვდა, საშინაო მოედნის უპირატესობა ეჭირა და პირველ 2 თამაშში დამაჯერებლად გაიმარჯვა. 2 მატჩის შემდეგ, დალასელები უკვე ოფიციალურად გეგმავდნენ გამარჯვების ზეიმს. თუმცა, მესამე თამაშში მავერიკსმა დიდი უპირატესობა გაანიავა, მათ ვერაფერი მოუხერხეს მაიამელთა ლიდერს, დუეინ უეიდს, რომელმაც ჰიტი მესამე მატჩში გამარჯვებამდე მიიყვანა. დირკ ნივიცკიმ ბოლო წამებზე პოტენციურად ანგარიშის განმათანაბრებელი საჯარიმო სროლა გააფუჭა. მესამე წაგებულ თამაშს მიჰყვა მეოთხე და შემდეგ მეხუთე. მეხუთე თამაშში ბოლო წამებზე კვლავ დუეინ უეიდმა ანგარიში გაათანაბრა და თამაში ოვერტაიმში გადაიყვანა. ოვერტაიმში თამაში დაძაბულად მიმდინარეობდა. დალასელთათვის ტრაგიკული ფიგურა აღმოჩნდა ჯოშ ჰოვარდი, რომელმაც ბევრი საჯარიმო სროლა გააფიჭა და ბოლო შეტევაში შეცდომით არასწორად აიღო წუთშესვენება, ისე, რომ მავერიკსს ბურთის შემოტანა მოედნის შუიდან კი არა, ბოლოდან მოუწიათ. მეექვსე თამაშში დალასელებმა მალევე მოიპოვეს ორ ნიშნა უპირატესობა, მაგრამ ისევ უეიდი თავისი 36 ქულით, მისი გაჩერება შეუძლებელი იყო. უეიდს ეხმარებოდა ალონზო მორნინგი თავისი 5 ბლოკით. მავერიკსმა ზედიზედ 4 თამაში წააგო და ტიტულსაც დაემშვიდობა, დიდი დოზით ცუდად ნასროლი სამქულიანების წყალობით. უამრავი გულშემატკივარი თავზარდაცემული იყო ამ მარცხით. მარკ კუბანი ჯამში 250 000 დოლარით დაჯარიმდა სერიის მსვლელობისას, „ცუდი ყოფაქცევისთვის“. დირკ ნოვიცკი 5 000 დოლარით დაჯარიმდა ბურთისთვის პეხის კვრისა და ტრიბუნებისკენ გაგზავნის გამო. დირკი კამერებმა გაჩერებულ ველოსიპედზე ტავდასხმისასაც კი გამოიჭირეს მავერიკსის გასახდელთან. ჯერი სტექჰაუსი გაძევებული იქნა მეხუთე თამაშის შემდეგ, როცა შაკილ ო’ნილის წინააღმდეგ უხეში ჯარიმა მიიღო. ეს იყო მესამე შემთხვევა 2006 წლის პლეი ოფში, როდესაც დალასელთა მოთამაშე გააძევეს.
დალას მავერიკსი გახდა მხოლოდ მესამე გუნდი NBA-ის ისტორიაში (პირველი 1977 წლის შემდეგ), რომელიც დამარცხდა სუპერფინალში 2-0 დაწინაურების შემდეგ. მესამე თამაშში, დალასელებს 7 წუთით ადრე თამაშის დასრულებამდე 13 ქულიანი უპირატესობა ჰქონდათ, მაგრამ ჰიტი 22-7 გაიქცა და საბოლოოდ შეხვედრა 98-96 დასრულდა. ეს იყო ყველაზე დიდი ქამბექი ჰიტის ისტორიაში.
 
== 2010-2011 წლების სეზონი: ჩემპიონის პირველი ტიტული ==
 
2010-11 წლებში მავერიკსი გასცდა ყოველგვარ საზღვრებს და სეზონი დაიწყო პირველი 29 თამაშიდან 24 მოგებით. თუმცა, 27 დეკემბერს, დირკ ნოვიცკიმ მიიღო მუხლის ტრავმა, რომელმაც საშინელ მდგომარეობაში ჩააგდო დალასელები. ამასთან ერთად, სულ რაღაც 4 თამაშის შემდეგ, გუნდის ნომერ მეორე ლიდერმა, კეირონ ბატლერმაც მიიღო მუხლის ტრავმა, რის გამოც მთელი სეზონის მანძილზე ვერ დაეხმარებოდა გუნდს. ამ ტრავმებმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა დალასელთა შანსები წინა სეზონის მიღწევების გასამეორებლად. ამ მძიმე პერიოდის შემდეგ, გასაკვირი არ იყო, რომ მავერიკსმა წააგო მომდევნო 7 თამაში. სერიოზული მსჯელობის საგანს წარმოადგენდა თემა, თუ ვინ გაუძღვებოდა გუნდს შეტევაში დირკ ნოვიცკის არ ყოფნის პერიოდში. თუმცა, ეს მხოლოდ დროებითი პრობლემა აღმოჩნდა, ვინაიდანაც დირკმა მხოლოდ 9 თამაში გამოტოვა და კვლავ დაუბრუნდა მავერიკსის შემტევ ხაზს. გუნდმა სწრაფად აღადგინა მოგებების სერია. მავერიკსმა 2010-11 წლების სეზონში თავიდან ჩამოაყალიბა დაცვითი სისტემა. განსაკუთრებული გავლენა იქონია ტაისონ ჩენდლერის დამატებამ, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო მცველი იყო მთელ ლიგაში. დალასი მთელი სეზონის განმავლობაში ებრძოდა სან ანტონიო სპურსს დივიზიონის ჩემპიონობისთვის, თუმცა, საბოლოოდ შუა დასავლეთის დივიზიონში მესამე ადგილი დაიკავა, 57 მოგებითა და 27 წაგებით. მიუხედავად დალასელთა რეპუტაციისა, ბევრი კრიტიკოსი ვარაუდობდა, რომ პლეი ოფის პირველსავე რაუნდში მავერიკსს მარტივად გამოადგებდა პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსი.
დალასმა პირველი 2 თამაში საკუთარ მოედანზე დამაჯერებლად მოიგო. თუმცა, პორტლენდის „როუზ გარდენში“ სტუმრობისთანავე მავერიკსის პრობლემებიც დაიწყო. მესამე თამაშში მავერიკსი დამარცხდა, მეოთხე თამაშში კი დალასელებმა ბოლო მეოთხედში 23 ქულიანი უპირატესობა გაანიავეს და უფლება მისცეს პორტლენდელებს გაეთანაბრებინათ სერიაში ანგარიში. ვრცელდებოდა ხმები, რომ დალასელებმა კიდევ ერთი ბრწყინვალე რეგულარული სეზონი ჩაატარეს ტყუილად. მავერიკსმა ამ ვარაუდებს უპასუხა და მომდევნო 2 თამაშში გამარჯვება მოიპოვა, რის შედეგადაც 4-2 დაამარცხა პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსი. დასავლეთ კონფერენციის ნახევარფინალში დალასი დაუპირისპირდა წინა 2 სეზონის ჩემპიონ ლოს ანჯელეს ლეიკერსს. ამ სერიაში პირველად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს კობი ბრაიანტი და დირკ ნოვიცკი, ამ ორი ბრწყინვალე კალათბურთელის დაპირისპირება მოიაზრებოდა, როგორც ყველაზე კონკურენტუნარიანი ბრძოლა, თუმცა საბოლოოდ ეს ასე არ მოხდა. დალასელებმა შოკში ჩააგდეს მთელი NBA, როდესაც მოიგეს პირველი 2 თამაში ლოს ანჯელესში და დაწინაურდნენ სერიაში ანგარიშით 0-2. შემდეგ, საკუთარ მოედანზე დაბრუნებულმა მავერიკსმა, მესამე თამაშში გამარჯვება მოიპოვა ძალიან დაძაბულ ბრძოლაში, ანგარიშით 98-92, დირკ ნოვიცკი ლიდერობდა გუნდს თავისი 32 ქულით. მეოთხე თამაშში კი დალასელებმა საბოლოოდ დასვეს ძახილის ნიშანი, მათ დაამარცხეს [[ლონ ანჯელეს ლეიკერსი]] ანგარიშით 122-86. იმ თამაშში ჯეისონ ტერიმ დაამყარა პლეი ოფის რეკორდი- 10-დან 9 ჩაგდებული სამქულიანი. [[დასავლეთ კონფერენცია|დასავლეთ კონფერენციის]] ფინალში მავერიკსი დაუპირისპირდა ახლად გამოჩენილ ძალას- ოკლაჰომა სითი თანდერს. პირველ თამაშში [[დირკ ნოვიცკი]] კვლავ ბრწყინვალე იყო, თავისი 45 ქულით, მავერიკსმა მოიგო პირველი თამაში ანგარიშით 121-112. მეორე თამაშში ოკლაჰომამ საპასუხო გამარჯვება მოიპოვა, 106-100. ამის შემდეგ, დალასელებმა მოიგეს მომდევნო 3 თამაში, მათ შორის მეოთხე მატჩი, სადაც 15 ქულიანი ჩამორჩენიდან ქამბექი განახორციელეს. საბოლოოდ, დალას მავერიკსმა 5 მატჩში დაამარცხა [[ოკლაჰომა სითი თანდერი]] და მეორედ ისტორიაში გავიდა სუპერფინალში, სადაც დაუპირისპირდა [[მაიამი ჰიტი|მაიამი ჰიტს]], გუნდს, რომელმაც 2006 წლის სუპერფინალში ტიტული წაართვა დალასელებს.
 
2010-11 წლების სუპერფინალში დალას მავერიკსი მოიაზრებოდა აუთსაიდერად, მაიამის „დიდი სამეულის“ სიძლიერიდან გამომდინარე. [[ლებრონ ჯეიმსი]], [[დუეინ უეიდი]] და [[კრის ბოში]] მთელი სეზონის განმავლობაში მოწოდების სიმაღლეზე იდგნენ. პირველი თამაშის წაგების შემდეგ მაიამიში, ანგარიშით 92-84, დალასელებს სჭირდებოდათ უფრო მეტი შემტევი ძალა, ვიდრე მხოლოდ დირკ ნოვიცკი. მეორე თამაშის ბოლო მეოთხედში მავერიკსი მარცხდებოდა 88-73. დალასელებს აუცილებლად ესაჭიროებოდათ 0-2 მარცხის არიდება სერიაში. ბევრისთვის გასაკვირად, ბოლო წუთებში მავერიკსმა განახორციელა 22-5 გაქცევა და გააოცა მაიამელები თავიანთი გამარჯვებით მეორე თამაშში. სერიაში ანგარიში გათანაბრდა: 1-1. ამის შემდეგ, სერიამ ტეხასში გადაინაცვლა. მავერიკსი დამარცხდა მესამე თამაშში ანგარიშით 88-85. დირკ ნოვიცკიმ პოტენციური ანგარიშის განმათანაბრებელი სროლა გააფუჭა. დალასმა კვლავ გამოაჩინა საკუთარი ძალა და იმარჯვა განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე მეოთხე მატჩში, დირკ ნოვიცკი კვლავ წამყვანი ფიგურა იყო ამ გამარჯვებაში, მან რამდენიმე უმნიშვნელობანესი ბურთი ჩააგდო და კვლავ გათანაბრდა ანგარიში სერიაში: 2-2. მეხუთე თამაში უფრო შეტევით ხასიათს ატარებდა, ორივე გუნდმა, პირველად სერიაში, გადააჭარბა 100 ქულიან ზღვარს. ჯეისონ ტერი და ჯეისონ კიდი გამოირჩეოდნენ თავიანთი შორეული სროლებით და მავერიკსმა დაამარცხა მაიამი ჰიტი ანგარიშით 112-103. დალასელებს 1 მოგება აშორებდათ თავიანთ პირველ ტიტულთან. 3 დღის შემდეგ, დალას მავერიკსმა გაიფორმა პირველი ტიტული არსებობის მანძილზე. მათ მეექვსე თამაშში დაამარცხეს მაიამელები ანგარიშით 105-95. სრულად საპირისპიროდ იმისა, რაც მოხდა 2006 წლის სუპერფინალში. ნოვიცკიმ თავისი 21 ქულიდან 18 დააგროვა მეორე ტაიმში, ჯეისონ ტერიმ კი სკამიდან 27 ქულა მოუტანა საკუთარ გუნდს. ნოვიცკი ისე ემოციური იყო ამ გამარჯვების შემდეგ, რომ გასახდელიდან ვერ გამოიყვანეს, სანამ დაჯილდოების ცერემონიალი არ დაიწყო. დირკ ნოვიცკი გახდა სუპერ ფინალის MVP, თავისი საშუალო 26 ქულით სერიის მანძილზე. ამით წერტილი დაესვა დალასელთა ამაო შრომას. პირველად არსებობის მანძილზე, დალას მავერიკსმა მოიპოვა NBA-ს ჩემპიონის ტიტული.