ხავსისნაირნი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
ღვიძლის ხავსები (Hepaticae) ორ ქვეკლასად იყოფა: მარშანციასნაირი და იუნგერმანიასნაირი. პროტონემა შედარებით სუსტად აქვთ განვითარებული. გამეტოფიტის უჯრედები შეიცავს ერთ ან რამდენიმე მუდმივი ფორმის ცხიმოვან სხეულს. გავრცელებულია უმეტესად ტროპიკებში. ცნობილია მარშანციასნაირი ღვიძლის ხავსების 420 და იუნგერმანიასნაირი ღვიძლის ხავსების 9 ათასი სახეობა. საქართველოში 200-მდე სახეობის ღვიძლის ხავსი ხარობს.
 
ღეროფოთლოვანი ხავსები (Musci) 3 ქვეკლასად იყოფა: სფაგნუმისნაირი ([[ტორფის ხავსები]]), ანდრეასნაირი და ბრიუმისნაირი (მწვანე ხავსები). რადიალურად, იშვიათად, ორმხრივსიმეტრიული, სპირალურად შეფოთლილი მცენარეებია. აქვთ მრავალფეროვანი, უძარღვო და ძარღვიანი ფოთლები, დატოტვილი რიზოიდები. სპოროგონიუმი კენწრული ან გვერდითია, ცნობილია 660 გვარი და 15 ათასი სახეობა. გვხვდება ყველგან, გარდა ზღვისა და დამლაშებული ნიადაგისა. საქართველოში ცნობილია 600-მდე სახეობა, სახესხვაობა და ფორმა.
 
==ლიტერატურა==