ტკიპები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 22:
 
ტკიპები გაყოფილსქესიანები არიან, სქესობრივი დიმორფიზმი მათში ყოველთვის არაა გამოხატული, სასქესო ხვრელიც სხვადასხვა ადგილზე აქვთ. განაყოფიერება შინაგანი ან სპერმატოფორულია (მამალი სპერმატოფორს დედლის სასქესო ხვრელზე ტოვებს, შემდეგ კი დედალი დაეუფლება მას). ცნობილია ე. წ. ქალწულებრივი გამრავლებაც. ტკიპების უმრავლესობა კვერცხისმდებელია, ზოგი — ცოცხლადმშობი. განვითარების ციკლი შედგება კვერცხის, ლარვისწინა, ლარვის, პროტო-, დეიტო-, ტრიტონიმფებისა და ზრდასრული ფორმებისაგან. ზოგიერთი ტკიპების განვითარების ცალკეული ფაზები ამოვარდნილია: ზოგჯერ ნიმფები რამდენჯერმე იცვლიან კანს. ამიტომ ნიმფური ფაზების რაოდენობა არასტაბილურია. ცნობილია ტკიპების 1100-მდე სახეობა. აკარიფორმულ ტკიპებს განეკუთვნებიან სარკოპტიფორმული (ჯავშნიანი, ბეღლის, ბალნიანი, მუნის და სხვა) და ტრომბიდიფორმული (აბლაბუდიანი, წყლის, გალიანი და სხვა) ტკიპები. პარაზიტულ ტკიპებს ეკუთვნიან გამაზოიდური, არგასული, იქსოდური და სხვა ტკიპები.
 
ტკიპები ფართოდ არიან გავრცელებული. ბინადრობენ როგორც ხმელეთზე, ისე ზღვასა და მტკნარ წყალში. მტაცებელი და მცენარეული ტკიპები ბინადრობენ ნიადაგში, ტყის საფენში, მცენარეებზე, ცხოველთა ბუდეებში; იქსოდური, არგასული და ზოგი გამაზოიდური ტკიპები ტრანსმისიული დაავადებების (ენცეფალტის, ციებ-ცხელების) გამომწვევთა გადამტანია; ბეღლის ანუ აკაროიდული ტკიპები სპობენ მარცვალს და სხვა პროდუქტებს; გალიანი, აბლაბუდიანი ტკიპები ზიანს აყენებენმცენარეებს; მუნის ტკიპები პარაზიტობენ ადამიანისა და ცხოველების კანში. ზოგი ტკიპები სასარგებლოა — მონაწილეობს ნიადაგის წარმოქმნაში, ანადგურებს მცენარეთა მავნებლებს.
 
[[საქართველო]]ში ტკიპები ფართოდ არიან გავრცელებული, მათი ფაუნა და ეკოლოგია განსხვავებულიია ბუნებრივი ზონების მიხედვით. შედარებით უკეთაა შესწავლიული აკარიფორმული, ჯავშნიანი, გამაზოიდური, აბლაბუდიანი, იქსოდური და ტკიპები. ტკიპების წინააღმდეგ იყენებენ აკარიციდებს და ბრძოლის ბიოლოგიურ მეთოდებს. ტკიპებს შეისწავლის ზოოლოგიის ერთ-ერთი დარგი — [[აკაროლოგია]].
==ლიტერატურა==
{{ქსე|10|6|ქაჯაია გ.}}
[[კატეგორია:ობობასნაირნი]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ტკიპები“-დან