კავად I: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
- "Kavadi.jpg". ფაილი წაიშალა Commons-იდან მომხმარებელ Fastily-ს მიერ. მიზეზი: Per commons:Commons:Deletion requests/File:Kavadi.jpg.
ხაზი 1:
 
[[ფაილი:Kavadi.jpg|250px|მინიატიურა|კავად I-ის გამოსახულება საკუთარ მონეტაზე]]
'''კავად I''' (დ. წელი უცნობია – გ. [[531]]) – [[სასანიანთა დინასტია|სასანიანთა]] [[სასანიანთა იმპერია|სახელმწიფოს]] მეფე [[488]]-[[496]] და [[499]]-[[531]] წლებში. დიდებულთა და ქურუმთა პოლიტიკური და ეკონომიკური ძლიერების დასუსტების მიზნით მიემხრო [[მაზდაკელთა მოძრაობა|მაზდაკელებს]] და გაატარა მათი პროგრამის შესაფერისი ზოგიერთი ღონისძიება. დაახლოებით [[496]] წელს ტახტიდან ჩამოაგდეს. [[499]] წელს დაიბრუნა ტახტი და განაგრძო დიდგვაროვანთა საწინააღმდეგო პოლიტიკა. წარმატებით ებრძოდა [[ბიზანტია|ბიზანტიას]] (502-505 ან 506), მოიგერია ჩრდილოეთ [[ჰუნები]]ს თავდასხმა. კავად I-ის დროს დაარსდა რამდენიმე ქალაქი, გაფართოვდა არხების ქსელი, დაიწყო რეფორმების გატარება (გააგრძელა მისმა შვილმა [[ხოსრო I]]-მა). მეფობის ბოლო წლებში განუდგა მაზდაკელებს და სისხლში ჩაახშო მათი მოძრაობა.
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კავად_I“-დან