ტკიპები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Bot: 57 ენათაშორისი ბმული გადატანილია Wikidata_ზე, d:q19137
No edit summary
ხაზი 19:
| არეალის ლეგენდა =
}}
'''ტკიპა''' ([[ლათ.]] Acarina) — პატარ-პატარა (0,1-იდან 30 მმ-მდე) ცხოველები [[ობობასნაირნი|ობობასნაირთა]] [[კლასი (ბიოლოგია)|კლასი]]სა. ზოოლოგთა ნაწილი მათ ერთ რიგში აერთიანებს და 3 ქვერიგად ყოფს: [[ტკიპები-მთიბავები]] (Opilioacarina), აკარიფორმული ანუ [[ნამდვილი ტკიპები]] (Acariformes) და [[პარაზიტული ტკიპები]] (Parasitiformen). სხვები ტკიპებს 3 რიგად ყოფენ. ტკიპებისათვის დამახასიათებელია 6-ფეხიანი ლარვა (ნიმფებს და ზრდასრულ ტკიპებს 8 ფეხი აქვთ). სხეულის წინა განყოფილება, ე. წ. გნატოსომა, ხშირად მოძრავადაა შეერთებული სხეულის ძირითად ნაწილთან და ზედა კიდურების 2 წინა წყვილი ქელიცერები და პედიპალპებია. ზოგი პარაზოტული ტკიპების სხეული სეგმენტებადაა დაყოფილი. აკარიფორმული ტკიპების უმრავლესობის სხეული გაყოფილია თავის განყოფილებად (პროტეროსომა), რომელშიც შედის აგრეთვე 4 წყვილი კიდური, და უკანა განყოფილებად (ჰისტეროსომა), რომელშიც შედის 2 წყვილი უკანა ფეხი. პარაზიტულ ტკიპებს აქვთ თავ-მკერდი (პროსომა) ექვსივე წყვილი კიდურითურტძ და მუცელი (ოპისტოსომა). ორივე ქვერიგის უმაღლეს წარმომადგენელთა სხეულის განყოფილებები შერწყმულია.
'''ტკიპა''' [[არაქნიდები]]ს ყველაზე მრავალრიცხოვანი წარმომადგენელია. მეცნიერებისათვის ცნობილია 25000-მდე სახეობის ტკიპები, თუმცა, ვარაუდობენ, რომ მათი რიცხვი მეტია. ისინი გავრცელებულები არიან მსოფლიოს ყველა კუთხეში, დაწყებული ტროპიკებით და დამთავრებული პოლარული რეგიონებით. ტკიპების დიდი ნაწილი ბინადრობს მიწაში, ზოგიერთი სახეობა — მცენარეებზე, ხოლო უდიდესი ნაწილი ცხოველების პარაზიტებს წარმოადგენენ. ტკიპა სისხლის მწოველი [[ცხოველი|ცხოველია]] და ინფექციების ძირითადი გადამტანი, ამიტომაც საკმაოდ საშიშია როგორც ადამიანისთვის, ისე შინაური ცხოველისათვის. ტკიპები, ასევე, დიდ ეკონომიკურ ზარალს აყენებენ სოფლის მეურნეობას.
 
[[კატეგორია:ობობასნაირნი]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ტკიპები“-დან