ტიკი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''ტიკი''', ''ტიკჭორა, გუდა-თხიერი'' — თხის ან ხბოს ტყავის...
 
+კატ.
ხაზი 1:
'''ტიკი''', ''ტიკჭორა, გუდა-თხიერი'' — [[თხა|თხის]] ან [[ხბო]]ს [[ტყავი]]საგან დამზადებული სითხის ჩასასხმელი ჭურჭელი. დაკლულ თხას ან ხბოს ოთხში ამოიღებდნენ, ნედლ ტყავს [[თრიმლი|თრიმლში]] გამოიყვანდნენ, ბეწვიან მხარეს შიგნით მოუქცევდნენ, წინა მარჯვენა ფეხის დაბოლოებაზე ხის მასრას გამოაბამდნენ, ჭიპისა და კუდის ადგილას ხის სარქვლებს ანუ პოჭოჭიკებს გაუკეთებდნენ, დანარჩენი სამი ფეხის დაბოლოებას შიგნიდან მაგრად გაკვანძავდნენ, შემდეგ ყელიდან თბილ კუპრს ჩაასხამდნენ და მოთელავდნენ. მოკუპრულ ტიკს გაბერავდნენ, რამდენიმე ხანს მზეზეგაკიდებდნენ და შემდეგ უკვე შეიძლებოდა მისი ხმარება.
 
ტიკი შუა საუკუნეების [[საქართველო]]ში [[ღვინო|ღვინის]] გამოსაღებ ერთეულადაც მოიხსენიება. ძველ აღმოსავლეთის ქვეყნებში ტიკს [[მდინარე]]ებზე გადასასვლელადაც იყენებდნენ. ხმარობდნენ აგრეთვე სამხედრო საქმეში. საქართველოში რამდენიმე ტიკზე დაბმული ფიცრებით ნავტიკებს ამზადებდნენ და სათევზაოდ და მდინარეზე გადასასვლელად იყენებდნენ.
 
==ლიტერატურა==
*''ნანობაშვილი ი.,'' ტყავის დამუშავების ხალხური წესები საქართველოში, თბ., 1973;
{{ქსე|9|717|ჯალაბაძე გ.}}
 
[[კატეგორია:ჭურჭელი]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ტიკი“-დან