ტერმიტები: განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary |
მNo edit summary |
||
ხაზი 13:
}}
[[ფაილი:Termite Cathedral DSC03570.jpg|მინი|მარცხნივ|ტერმიტების ბუდე]]
'''ტერმიტები''' ([[ლათ.]] Isoptera) — [[მწერები]]ს [[რიგი (ბიოლოგია)|რიგი]], რომელთაც არასრული გარდაქმნა ახასიათებთ. მათთვის ნიშანდობლივია საზოგადოებრივი ცხოვრების ნირი. სახეობათა ფარგლებში აღინიშნება სქესობრივი და „კასტური“ [[პოლიმორფიზმი]]. ტერმიტების ოჯახში რამდენიმე ასეულიდან რამდენიმე მილიონამდე მწერია. ოჯახი შედგება დედლისა და მამლის („სამეფო წყვილი“) ან მათი შემცვლელი [[ნეოტენია|ნეოტენიური]] სქესობრივი ინდივიდებისაგან, დიდი და პატარა „ჯარისკაცებისა“ და „მუშებისაგან“. უმდაბლეს ტერმიტებში ნამდვილი „მუშების“ ნაცვლად არიან მატლები — [[ფსევდოერგატები]].
ზოგ ტერმიტებს საერთოდ არ ჰყავს „ჯარისკაცები“. ზრდასრულ სქესობრივ ინდივიდებს აქვთ 2 წყვილი წაგრძელებული ნაზი [[
მუშა ინდივიდები ამარაგებენ ოჯახს საკვებით, აშენებენ [[ბუდე]]ებსა და გადასასვლელებს. მათი ბუდეები მრავალფეროვანია როგორც ფორმის, ისე ზომის მიხედვით, მაგალითად, ზოგი ტროპიკული სახეობის ბუდის სიმაღლე 15 მ აღწევს. ტერმიტები მოიცავს 2600-მდე სახეობას, რომლებიც გაერთიანებულია 6 ოჯახში. გავრცელებული არიან ძირითადად ტროპიკებში, ნაწილობრივ სუბტროპიკებში. გვხვდება აგრეთვე [[კავკასია|კავკასიის]] [[შავი ზღვა|შავი ზღვის]] სანაპიროზე. ტერმიტები შლიან [[მერქანი|მერქანსა]] და სხვა მასალას, [[აფრიკა|აფრიკასა]] და [[ინდოეთი|ინდოეთში]] აზიანებენ სასოფლო-სამეურნეო კულტურებს.
|