ჰანა და მისი დები: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: {{ინფოდაფა კინოფილმი | სახელი = ჰანა და მისი დები | სურათი = | წა...
(განსხვავება არ არის)

11:01, 18 ნოემბერი 2013-ის ვერსია

ჰანა და მისი დები (ინგლ. Hannah and Her Sisters) — ვუდი ალენის 1986 წლის კომედია.

„ჰანა და მისი დები“
ჟანრი კომედია
დამდგმელი რეჟისორი ვუდი ალენი
პროდიუსერი რობერტ გრინჰატი
სცენარის ავტორი ვუდი ალენი
როლებში ვუდი ალენი
მია ფეროუ
ოპერატორი კარლო დი პალმა
მონტაჟი სუზან ი მორსი
დისტრიბუტორი Orion Pictures Corporation
გამოსვლის თარიღი 7 თებერვალი 1986
ხანგრძლივობა 106 წთ.
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი $6 400 000
შემოსავალი $59 000 000

სიუჟეტი

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

ფილმის გმირები არიან ჰანა და მისი ორი და, ლი და ჰოლი. ჰანა ცნობილი მსახიობია, ის ამავდროულად მოსიყვარულე და, სამაგალითო დედა და ლამაზი ქალია. ჰანას მეუღლე ელიოტი ხვდება, რომ მას სინამდვილეში ლი უყვარს. ლი ჰანას დაა. ის ფრედერიკის, ასაკში შესული მიზანთროპი ხელოვანის პატრნიორია. ლი ფრედერიკს ელიოტის გამო მიატოვებს. ჰანას კიდევ ერთი და ჰოლი კი მსახიობობასა და მწერლობაზე ოცნებობს. ის ხვდება მიკის, მელანქოლიურ ტელეპროდიუსერს, რომელიც ადრე ჰანას ქმარი იყო. ფილმის მოქმედება ვითარდება მადლიერების დღიდან ერთი წლის განმავლობაში, შემდგომ დღესასწაულამდე, როცა ოჯახი კვლავ ერთად შეიკრიბება.

როლებში

ჯილდოები

ოსკარი

  1. საუკეთესო მსახიობი კაცი მეორეხარისხოვან როლში: მაიკლ კეინი
  2. საუკეთესო მსახიობი ქალი მეორეხარისხოვან როლში: დაიან ვისტი

ოქროს გლობუსი

  1. საუკეთესო მიუზიკლი ან კომედია

რესურსები ინტერნეტში