არქეოლოგია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
93.186.209.45-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Fiqriasidamonize-ის მიერ რედაქტირებული ვერ...
ხაზი 43:
არქეოლოგიური დათარიღება არის ისტორიულ მოვლენათა დათარიღება, მოვლენათა ქრონოლოგიის დადგენა არქეოლოგიური მონაცემების მიხედვით. არსებობს არქეოლოგიური დათარიღების ორი სისტემა: [[აბსოლუტური ქრონოლოგია |აბსოლუტური]] და [[შედარებითი ქრონოლოგია |შედარებითი]]. აბსოლუტური ქრონოლოგია განსაზღვრავს ამა თუ იმ მოვლენის თარიღს მოქმედი კალენდრის მიხედვით, შედარებითი ქრონოლოგია კი მხოლოდ მოვლენათა თანმიმდევრობას ასახავს. შედარებით თარიღებს ადგენენ [[სტრატიგრაფია |სტრატიგრაფიული]] და [[ტიპოლოგია |ტიპოლოგიური]] მეთოდებით. არქეოლოგიურ ძეგლების კულტურულ ფენათა განლაგებაზე დაკვირვება შესაძლებელს ხდის, განისაზღვროს მოვლენათა ქრონოლოგიური თანმიმდევრობა. ერთმანეთზე დაფენილ კულტურულ ფენათაგან უფრო ძველია ის, რომელიც ღრმადაა მოქცეული. ტიპოლოგიური მეთოდი ემყარება დროთა განმავლობაში ნივთების ტიპის, მათი დამზადების ტექნიკასა და ა.შ. ცვლას. შედარებითი ქრონოლოგიიდან აბსოლუტურზე გადასვლა შესაძლებელია თუ დაუთარიღებელ არქეოლოგიურ მასალასთან ერთად აღმოჩნდება ისეთი ნივთები, რომელთა დამზადების დრო ცნობილია სხვა წყაროებიდან, ან რომლებიც თვით შეიცავენ თარიღს (მონეტები, წარწერები და სხვ.).
 
საკუთრივ არქეოლოგიური დათარიღების მეთოდების გარდა, არქეოლოგიაში ფართოდ იყენებენ მეთოდებს, რომლებიც ემყარება [[საბუნებისმეტყველო მეცნიერებები |საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა]] მიღწევებს. ასეთებია: რადიოკარბონული (არქეოლოგიური ძეგლების დათარიღება ორგანული წარმოშობის ნაშთებში რადიოაქტიური [[ნახშირბადი]]ს რაოდენობის მიხედვით), პალეომაგნიტური (დათარიღება გამომწვარი [[თიხა |თიხის]] ნაწარმში ნარჩენი მაგნეტიზმის მიხედვით), [[დენდროქრონოლოგია |დენდროქრონოლოგიური]] (დათარიღება განათხარი ხეების წლიური წრეების მიხედვით), ყვავილთა მტვრის ანალიზის, ქიმიური და სხვა მეთოდები/.
 
==არქეოლოგიური კულტურა==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/არქეოლოგია“-დან