ფოლადი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
178.134.221.181-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Addbot-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:The viaduct La Polvorilla, Salta Argentina.jpg|მინი|ფოლადის ხიდი]]
[[ფაილი:Steel wire rope.JPG|მინი|[[ფოლადის ბაგირი]]]]
'''ფოლადი''' — [[რკინა|რკინის]] დეფორმირებადი (ჭედადი) შენადნობი ნახშირბადსა (არა უმეტეს 2.14%–ისა და არანაკლებ 0,022 %-ისა) და სხვა ელემენტებთან. შავი მეტალურგიის უმნიშვნელოვანესი პროდუქტი. ფოლადის წარმოების უძველესი ხერხია ცივსაბერი პროცესი, რომელსაც საფუძვლად ედო ქურაში (მოგვიანებით შახტურ ღუმელში) რკინის აღდგენა მადნიდან ხის ნახშირით. ძველი ქართველი მელითონეები სიტყვა ფოლადს უწოდებდნენ მაგარ რკინას, რომელიც [[რუსული ენა|რუსულ ენაში]] „ბულატის“ სახელწოდებით დამკვიდრდა. ადრეული მეტალურგიის უდიდეს მიღწევად ამ სახის ფოლადი ითვლება. ასეთი ფოლადის ნამზადის ზედაპირი ტალღოვანია ან ქსოვილისებრი ბოჭკოვნებით გამოირჩევა, ახასიათებს მაღალი ფხამახვილობა, დიდი დრეკადობა და სიმტკიცე. გამოყენების სფეროს მიხედვით ფოლადი არის საკონსტრუქციო, [[მჭედელი|საიარაღო]] და განსაკუთრებული თვისებების მქონე.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ფოლადი“-დან