ოსირისი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
188.129.162.133-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Gaga.vaa-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
No edit summary
ხაზი 2:
 
{{Hiero|ოსირისი |<hiero>Q1:D4-A40</hiero>|align=right|era=egypt}}
'''ოსირისი''' — ძველ ეგვიპტურ მითოლოგიაში ერთ-ერთი უმთავრესი ღვთაება; მცენარეულობისა და წყლის ღმერთი, მიცვალებულთა მფარველი და მსაჯული. დედამიწის ღვთაების გების და ცის ქალღმერთის ნუტის ძე, [[ისიდა]]ს ქმარი და ძმა, ჰორის მამა. ძვ. წ. III ათასწლეულის შუა ხანებიდან ოსირის კულტი ქ. ბუსირისიდან მთელ ეგვიპტეში გავრცელდა. კულტის ცენტრი ქ. აბიდოსი გახდა. ყოველწლიურად აბიდოსში ქურუმები ოსირისის მთის ეპიზოდებს ხალხის წინაშე დრამატულ სცენებად წარმოადგენდნენ. მითის მიხედვით, ოსირისი თავის სამეფოს (დედამიწას) ბრძნულად და სამართლიანად მართავდა. შურის გამო იგი მოუკლავს ძმას — სეთის, უდაბნოს ბოროტ ღვთაებას, და მისი გვამი მდინარე ნილოსში ჩაუგდია. ისიდას უპოვნია ქმრის ცხედარი, მაგრამ სეთის იგი მოუპარავს, 40 ნაწილად დაყვია (ნომთა რიცხვის შესატყვისად) და მთელ ეგვიპტეში მიმოუბნევია. დიდი ძებნის შემდეგ ისიდას შეუგროვებია ოსირისის გვამის ნაწილები და გაუცოცლებია. ბერძნულ-რომაულ ეპოქაში ოსირისის კულტი ფართოდ გავრცელდა ეგვიპტის ფარგლებს გარეთ. ოსირისის კულტი, მკვდარი და აღმდგარი ღვთაებისა ბუნებას განასახირებდა. მან არსებითი როლი ითამაში ქრისტეს მითის ჩამოყალიბებაში.
'''ოსირისი''' — „დასავლეთის ქვეყნის“ (საიქიოს) მმართველი ღვთაება [[ეგვიპტური მითოლოგია|ძველ ეგვიპტურ მითოლოგიაში]].
 
== ოსირისის სამსჯავრო ==
ეგვიპტელებს სწამდათ რომ დასავლეთის კარიბჭესთან, მაღალ ტახტზე იჯდა ოსირისი. სიკვდილის ღმერთს მასთან გარდაცვლილები მიჰყავდა, რომლებიც შემდეგ სიტყვებს წარმოთქვამდნენ:
Line 16 ⟶ 15:
ამის შემდეგ გარდაცვლილი სასწორთან მიჰყავდათ. სასწორის ერთ ერთ თეფშზე მის გულს, ხოლო მეორეზე ქალღმერთ [[მაატის]] თუ გარდაცვლილი ცრუობდა, ცოდვებით დამძიმებული გული სასწორს თავის მხარეს დახრიდა და იგი საშინელი ურჩხულების მსხვერპლი გახდებოდა. თუ არ ცრუობდა, სასწორი გაწონასწორდებოდა და გარდაცვლილი დასავლეთის ქვეყანაში გადადიოდა.
 
==ლიტერატურა==
 
{{ქსე|ტ7|594|შენგელია ლ.}}
{{ეგვიპტური ღმერთები}}
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ოსირისი“-დან