ჯაყოს ხიზნები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 27:
„ჯაყოს ხიზნებში“ მწერალმა გვიჩვენა ერის ცოცხალი ორგანიზმის ორი წყლული — ფეოდალური არისტოკრატიის უკანასკნელი ნაშიერი, რევოლუციური ეპოქის მიერ გარიყული თავადი თეიმურაზ ხევისთავი და ბნელი სულითა და მოზღვავებული მტაცებლური ენერგიით აღჭურვილი ჯაყო. ავტორი ერთმანეთს უპირისპირებს ტლანქ, გაუნათლებელ, უზნეო ჯაყოსა და მის მსხვერპლ თავად თეიმურაზს - სუსტი ნებისყოფის, განათლებულ ინტელიგენტს, რომელსაც მისი მოურავი (ჯაყო) ცხვირწინ გამოაცლის საკუთარ ქონებას, მის მშვენიერ და საყვარელ ცოლს მარგოს და ბოლოს, სულიერ სიმშვიდესაც კი. თეიმურაზის თვალში მკითხველი აკვირდება ძველი არისტოკრატიული ფენის დაცემას, იმედგაცრუებასა და დემორალიზაციას, რომელიც ხანმოკლე დამოუკიდებელი საქართველოს დაცემას მოჰყვა შედეგად. რომანში ჯავახიშვილმა განათლებულ უმოქმედობას გაუნათლებელი მოქმედება დაუპირისპირა და ორივე საზოგადოებისათვის საშიშ მოვლენად მიიჩნია.
 
მკვლევარმა ლელა წიქარიშვილმა გახსნა რომანის ბოლოს ნახსენები შიო–მღვიმის სიმბოლიკა (ფრაზაში „ისევ ელის ნაქმრევი ნაცოლარს. ისევ დაყუდებული შიო–მღვიმელივით იცდის თეიმურაზ ხევისთავი“). მან დაასაბუთა, რომ [[შიო მღვიმელი]]ს ხსენება „ჯაყოს ხიზნების“ ფინალში შემთხვევითი არ იყო. ეს ფრაზა მინიშნებაა [[1924 წლის აგვისტოს აჯანყება|1924 წლის აგვისტო–სექტემბრის ანტიბოლშევიკურ ამბოხებაზე]], უშუალოდ კი მის ერთ–ერთ ტრაგიკულ ფურცელზე:[[საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტი|საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის]] წევრები, ამ აჯანყებას რომ ამზადებდნენ, [[შიომღვიმე|შიო–მღვიმის მონასტრის]] სიახლოვეს დააპატიმრეს.<ref>ლელა წიქარიშვილი, არ არსებობს ტრაგედია გარეშე გამომსყიდველი მსხვერპლისა, ჩვენი მწერლობა, # 15, 2003 წ., გვ. 1</ref> სხვა მკვლევარი მიუთითებს, რომ თეიმურაზი მიხეილ ჯავახიშვილის ალტერ–ეგოა, მწერალი „არ ყოფილა შეიარაღებული აჯანყების მომხრე და ლოდინის პოლიტიკას ამჯობინებდა. იგი, როგორც სამხედრო კომისიის წევრი, ცდილობდა არალეგალური ანტიბოლშევიკური საქმიანობა გადაექცაგადაექცია ლეგალური სახის წინაააღმდეგობადწინააღმდეგობად, სადაც შენარჩუნებული იქნებოდა რუსული კაბალიდან ადრე თუ გვიან თავდახსნის სულისკვეთება“, ამიტომაც ხევისთავი სწორედ შიო მღვიმელივით უნდა იცდიდეს. <ref>საბა სულხანიშვილი,სიმბოლო: შიო–მღვიმე ჩვენი მწერლობა, #16, 2003 წ., გვ. 10</ref>
 
ლელა წიქარიშვლსწიქარიშვილს საგულისხმოდ მიაჩნია რომანში ნახსენები [[აღდგომა]] ღამე. ის შეიძლება უკავშირდებოდეს [[1922]] წლის – 16 აპრილს, როცა აღდგომა ღამეს დაარსდა [[საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტი|პარიტეტული კომიტეტი]]. ამავე დღეს [[ანჩისხატი|ანჩისხატის საყდარში]] სააღდგომო ქადაგების დროს კათალიკოს–პატრიარქმა [[ამბროსი (კათოლიკოს-პატრიარქი)|ამბროსიმ]] ამხილა ბოლშევიკები და მათ მიერ საქართველოს ოკუპაცია.<ref>ლელა წიქარიშვილი, არ არსებობს ტრაგედია გარეშე გამომსყიდველი მსხვერპლისა, ჩვენი მწერლობა, # 15, 2003 წ., გვ. 1</ref>
 
თვით ნაწარმოები დაწერილია აჯანყებიდან ახლო ხანში – მწერლის თქმით, „ჯაყოს 1924 წლის სექტემბერ–ოქტობერში ვწერდი. ვწერდი და ვგრძნობდი, რომ ჩემს გულს ცეცხლი ედებოდა. ჯაყო გმინვაა ჩემი სულის“.<ref>მიხეილ ჯავახიშვილი, რჩეული თხზულებანი ექვს ტომად, ტ. 1, გვ. 409</ref>. მწერლის უბის წიგნაკში შემონახულია მისი ტრაგიკული განცდა:„ზოგჯერ მგონია, ჩემს დასაფლავებას ვესწრობი მეთქი“.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჯაყოს_ხიზნები“-დან