ჯაყოს ხიზნები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 25:
 
==რომანის სიმბოლიკა==
„ჯაყოს ხიზნებში“ მწერალმა გვიჩვენა ერის ცოცხალი ორგანიზმის ორი წყლული — ფეოდალური არისტოკრატიის უკანასკნელი ნაშიერი, რევოლუციური ეპოქის მიერ გარიყული თავადი თეიმურაზ ხევისთავი და ბნელი სულითა და მოზღვავებული მტაცებლური ენერგიით აღჭურვილი ჯაყო. ავტორი ერთმანეთს უპირისპირებს ტლანქ, გაუნათლებელ, უზნეო ჯაყოსა და მის მსხვერპლ თავად თეიმურაზს - სუსტი ნებისყოფის, განათლებულ ინტელიგენტს, რომელსაც მისი მოურავი (ჯაყო) ცხვირწინ გამოაცლის საკუთარ ქონებას, მის მშვენიერ და საყვარელ ცოლს მარგოს და ბოლოს, სულიერ სიმშვიდესაც კი. თეიმურაზის თვალში მკითხველი აკვირდება ძველი არისტოკრატიული ფენის დაცემას, იმედგაცრუებასა და დემორალიზაციას, რომელიც ხანმოკლე დამოუკიდებელი საქართველოს დაცემას მოჰყვა შედეგად. რომანში ჯავახიშვილმა განათლებულ უმოქმედებასუმოქმედობას გაუნათლებელი მოქმედება დაუპირისპირა და ორივე საზოგადოებისათვის საშიშ მოვლენად მიიჩნია.
 
მკვლევარმა ლელა წიქარიშვილმა გახსნა რომანის ბოლოს ნახსენები შიო–მღვიმის სიმბოლიკა (ფრაზაში „ისევ ელის ნაქმრევი ნაცოლარს. ისევ დაყუდებული შიო–მღვიმელივით იცდის თეიმურაზ ხევისთავი“). მან დაასაბუთა, რომ [[შიო მღვიმელი]]ს ხსენება „ჯაყოს ხიზნების“ ფინალში შემთხვევითი არ იყო. ეს ფრაზა მინიშნებაა [[1924 წლის აგვისტოს აჯანყება|1924 წლის აგვისტო–სექტემბრის ანტიბოლშევიკურ ამბოხებაზე]], უშუალოდ კი მის ერთ–ერთ ტრაგიკულ ფურცელზე:[[საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტი|საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის]] წევრები, ამ აჯანყებას რომ ამზადებდნენ, [[შიომღვიმე|შიო–მღვიმის მონასტრის]] სიახლოვეს დააპატიმრეს.<ref>ლელა წიქარიშვილი, არ არსებობს ტრაგედია გარეშე გამომსყიდველი მსხვერპლისა, ჩვენი მწერლობა, # 15, 2003 წ., გვ. 1</ref> სხვა მკვლევარი მიუთითებს, რომ თეიმურაზი მიხეილ ჯავახიშვილის ალტერ–ეგოა, მწერალი „არ ყოფილა შეიარაღებული აჯანყების მომხრე და ლოდინის პოლიტიკას ამჯობინებდა. იგი, როგორც სამხედრო კომისიის წევრი, ცდილობდა არალეგალური ანტიბოლშევიკური საქმიანობა გადაექცა ლეგალური სახის წინაააღმდეგობად, სადაც შენარჩუნებული იქნებოდა რუსული კაბალიდან ადრე თუ გვიან თავდახსნის სულისკვეთება“, ამიტომაც ხევისთავი სწორედ შიო მღვიმელივით უნდა იცდიდეს. <ref>საბა სულხანიშვილი,სიმბოლო: შიო–მღვიმე ჩვენი მწერლობა, #16, 2003 წ., გვ. 10</ref>
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჯაყოს_ხიზნები“-დან