დიდებული: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
clean up, replaced: როცა → როდესაც using AWB
No edit summary
ხაზი 1:
'''დიდებული''' — პრივილეგირებულ წოდებათა ([[აზნაური]], [[თავადი]], [[ვაჭარი]]) უმაღლესი სოციალური ფენის წარმომადგენელი ფეოდალური ხანის საქართველოში. „[[დიდება]]“ მეფის მიერ აზნაურისათვის დიდი სახელოსა[[სახელო]]სა (თანამდებობა) და მისი შესაფერისი ყმა-მამულის ბოძებას ერქვა. დიდებამინიჭებულ აზნაურს დიდებული აზნაური ეწოდებოდა. აზნაური იმთავითვე ცდილობდა [[სახელო]] და ყმა-მამული სამემკვიდრეოდ ექცია. XI–XII[[XI საუკუნე|XI]]–XII საუკუნეებში დიდებულთა ცნობილი საგვარეულოების (კალმახელი, [[ჯაყელები|ჯაყელი]], [[სურამელები|სურამელი]], არიშიანი, [[ვარდანისძენი|ვარდანისძე]], [[კახაბერისძენი|კახაბერისძე]] და სხვა) წარმომადგენლები დიდმოხელეობას თაობიდან თაობამდე ფლობდნენ. მაგ., ქართლის ერისთავობა XII საუკუნის 70-იანი წლებიდან მთელი XIII საუკუნის მანძილზე [[სურამელები]]ს ხელში იყო; რაჭა-არგვეთ-თაკვერის ერისთავებად XI საუკუნის დასაწყისიდან XIII საუკუნის 80-იან წლებამდე [[კახაბერისძენი]] იყვნენ; სამცხის ერისთავთ-ერისთავად და სპასალარად XI-XIII საუკუნეებში [[ჯაყელები|ჯაყელთა]] სახლის წევრები ჩანან. ზოგი ერისთავი ამავე დროს სამეფო კარის მოხელეც იყო. მაგ., [[ვარდან სვანთა ერისთავი|სვანთა ერისთავი ვარდანისძე]] [[თამარითამარ მეფე|თამარის]] დროს [[მეჭურჭლეთუხუცესი]]ც იყო. [[ბექას და აღბუღას სამართალი|ბექას სამართლით]], დიდებული აზნაურის სისხლი 40 ათ. თეთრად იყო შეფასებული, მაშინ, როდესაც [[ტაძრეული]] აზნაურის სისხლი 20 ათ. ღირდა, ხოლო აზნაურთა შორის ქვედა საფეხურზე მდგომი უციხო-უმონასტრო აზნაურისა — 12 ათ. თეთრი. ცენტრალური ხელისუფლების შესუსტების მიზნით მონღოლები ხელს უწყობდნენ დიდებულების პარტიკულარულ მისწრაფებებს, მათი შემწეობით დიდებულებმა დაიმკვიდრეს სახელოები და ყმა-მამული. ერისთავი უკვე მთავრად იწოდებოდა. ზოგმა დიდებულმა მთავარმა მეფისაგან სრულ ან ნაწილობრივ დამოუკიდებლობასაც მიაღწია (ათაბაგი, [[გურიელები|გურიელი]], დადიანი).
 
გვიანდელ საუკუნეებში დიდებულების წრიდან შეიქმნა თავადთა სოციალური წოდება. თავადთა შორის უპირატეს მდგომარეობაში მყოფთ „დიდებული თავადი“ ეწოდებოდა. XVII–XVIII საუკუნეებში [[ქართლის სამეფო]]ში დიდებული თავადი ერქვა ისეთი გაუყრელი სახლის მეთაურს, რომელიც დიდ ყმა-მამულსა და სამოხელეო თანამდებობას ფლობდა ([[ქსნის ერისთავიანთ ისტორია (H-2496)|ქსნის ერისთავი]], არაგვის ერისთავი, [[ციციშვილები|ციციშვილი]], [[ამილახვრები|ამილახვარი]], [[ორბელიანები|ორბელიანი]] და სომხითის მელიქის სახლის მეთაური). [[სამართალი ბატონისშვილის ვახტანგისა|ვახტანგის სამართლით]], დიდებული თავადის სისხლი [[1536]] წელს თუმნად იყო შეფასებული. ამავე სამართლის ვაჭართა უმაღლესი ფენის წარმომადგენელს დიდებული ვაჭარი ეწოდებოდა.
 
==ლიტერატურა==
ხაზი 7:
* ''ბერძენიშვილი მ.,'' საქართველო XI-XII საუკუნეებში (სოციალურ-ეკონომიური ნარკვევი), თბ., 1970;
* ''ჯავახიშვილი ივ.'', ქართული სამართლის ისტორია, წგნ., 2, ნაკვ., ტფ., 1928;
{{ქსე|3|508|ბერძენიშვილი მ.}}
* ''ბერძენიშვილი მ.'', ქსე, ტ. 3, გვ. 508, თბ., 1978
 
[[კატეგორია:წოდებები]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/დიდებული“-დან