ხანძარი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
178.134.91.236-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Addbot-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
ხაზი 7:
 
[[კატეგორია:ცეცხლი]]
საქართველოში ბოლო 5 წლის განმავლობაში ხანძრის შედეგად ყველაზე მეტად აბასთუმნისა და ბორჯომის ტყე დაზარალდა. 2005 წელს კურორტ აბასთუმნის ტერიტორიაზე 500 ჰა-მდე ტყის მასივი განადგურდა, ხოლო აგვისტოს ომის დროს ბორჯომში გაჩენილი ხანძრის შედეგები საქართველოს მთავრობამ ეკოციდად შეაფასა.
 
ბორჯომში მოშლილი ეკოსისტემისა და ღვარცოფების წინაშე მდგარი მოსახლეობა ირწმუნება, რომ 2008 წლის აგვისტოში ერთთვიანი ხანძრის შემდეგ ბორჯომის ხეობაში კლიმატი საგრძნობლად შეიცვალა.
 
მეხანძრეები კი აღნიშნავენ, რომ 2008 წლის ეკოციდის შემდეგ მათ უკეთესი აღჭურვილობა აქვთ.
 
უკანასკნელი ინფორმაციით, ბორჯომის ტყეში 31 ივლისს გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია, აწყურის ტყეში კი ხანძრის ახალი კერები ჯერ კიდევ ჩნდება. რა იწვევს ხანძრებს, როგორ იცავენ ტყეებს და რა სტრატეგია არსებობს ქვეყანაში მსგავსი სტიქიების პრევენციისა და შემდგომში მისი აღმოფხვრის თვალსაზრისით?
 
10 აგვისტოს - მას შემდეგ, რაც აწყურის ტყეში ხანძრის ახალი კერები გაჩნდა -სტიქიასთან ბრძოლაში მეხანძრეებსა და მაშველებთან ერთად შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა მთავარი სამმართველოს ჯარისკაცები და ვერტმფრენებიც ჩაერთნენ.
 
სახანძრო სამსახურის მძღოლი გიორგი თელიაშვილი ამბობს, რომ თითქმის მთელი საქართველოდან არიან ჩართულები ხანძრის ქრობის პროცესში, მაგრამ ძლიერი წვიმის გარეშე მუშაობა გართულდება, რადგან ცეცხლი, ძირითადად, ციცაბო ფერდობებზე, მიუვალ ადგილებში არსებულ ხეებს უკიდია.
 
”რაც შეგვიძლია თავგამეტებით ვმუშაობთ ახალციხის სახანძროს ბიჭები, მით უმეტეს, ჩვენი ტერიტორიაა. საგარეჯოდანაც არიან, თელავიდან, ხულოდან არიან ჩამოსული ბიჭები და გვეხმარებიან, მთელი საქართველო აქ არის. წყალი შორს არის, ძალიან შორს არის, დრო უნდა ამოტანას, ამასობაში ხანძარი ვრცელდება. ტრაქტორიც მუშაობს, მაგრამ ეს არის ბუნების სტიქია. ძლიერი წვიმა უნდა, რომ ხალხს შეღავათი მივცეთ და გადავარჩინოთ ტყე”,- ამბობს გიორგი თელიაშვილი.
 
ტყის ხანძრები ყველა ქვეყანაში ჩნდება, მაგრამ მისი პრევენციისთვის გარკვეული ღონისძიებები ტარდება, მიიჩნევს ორგანიზაცია ”მწვანე ალტერნატივას” ბიომრავალფეროვნების პროგრამის კოორდინატორი ირაკლი მაჭარაშვილი. მისი განცხადებით, საქართველოს ტყეებში გაჩენილი ხანძრების გავრცელების ხელშემწყობი, გარდა რიგითი მოქალაქეების დაუდევრობისა, ისიც აღმოჩნდა, რომ ტყეებში წლების განმავლობაში უკონტროლოდ იჩეხებოდა ხეები.
 
„ის ტყეები, რომლებშიც წლების განმავლობაში არასწორად მიმდინარეობდა ჭრები, სატყეო-სამეურნეო სამუშაოები, ასე ვთქვათ, ისინი უფრო მოწყლვადი არიან ხანძრების მიმართ. ხანძარი მალე არ ვრცელდება კარგად შენახულ, ხელუხლებელ ტყეებში. ცუდი მენეჯმენტი სადაც იყო, დაბა წაღვერის ტყეებში, იქ დაახლოებით 1000 ჰა ტყე დაიწვა”, - აცხადებს ირაკლი მაჭარაშვილი.
 
უკვე ნახსენებ მიზეზებს კიდევ რამდენიმე საკითხს უმატებს გაეროს განვითარების პროგრამის, ტყის ეკოსისტემის აღდგენის პროექტის ხელმძღვანელი მერაბ მაჭავარიანი. მისი აზრით, საკანონმდებლო ბაზის და ტყის მართვის ცუდი მენეჯმენტის არაპირდაპირი, მაგრამ ირიბი შედეგიცაა ის ხანძრები, რომელმაც უკვე გაანადგურა თითქმის 25 ჰექტარი ტყის მასივი.
 
მერაბ მაჭავარიანი განმარტავს, რომ, 2004 წლიდან მოყოლებული, სატყეო სისტემაში განხორციელებული რეფორმები არაკვალიფიციური იყო:
 
”ოფიციალურად ასეთი დოკუმენტი არ გვაქვს და არც არსებობს, რა გვაქვს და რა გვინდა, მაგრამ რეალურად 2004 წელს მთავრობაში, როგორც ჩანს, დაისვა საკითხი, რომ მომხდარიყო სასწრაფოდ ტყეების გადაცემა კერძო მენეჯერებზე. ამის მერე ჩაითვალა, რომ საჭიროა სწრაფად მოხდეს გრძელვადიანი ლიცენზიების გაცემა. მაშინ გადაწყვიტა მთავრობამ შეეჩერებინა დაწყებული ტყეების ინვენტარიზაციის პროცესი, რისთვისაც ”მსოფლიო ბანკის” ფული იხარჯებოდა. შემდეგ უფრო შორს წავიდნენ და დაიწყეს, ასე დავარქვათ, სატყეო რეფორმა, რაც გამოიხატა იმაში, რომ ვინც იყო სატყეო სისტემაში, ყველა პრაქტიკულად იყო დათხოვნილი. მოხდა ახალი კადრების მოყვანა, მოხდა საშტატო განრიგის სერიოზული შემცირება და თუ დღეს თქვენ ნახავთ სატყეო დეპარტამენტის საშტატო განრიგს, მგონი, 10 %-იც კი არ არის სატყეო განათლების. და ეს ყველაფერი უკვალოდ არ ჩაივლის. მე არ მინდა იმის თქმა, რომ ეს ყველაფერი კავშირშია ამ ხანძრებთან, მაგრამ ნაბიჯ-ნაბიჯ ეს ყველაფერი აქეთკენ მიდის”, - განმარტავს მერაბ მაჭავარიანი.
 
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სატყეო სააგენტოს ტყის მოვლა-აღდგენის სამსახურის უფროსი ნათია იორდანიშვილი ამბობს, რომ იმ ადგილებში, სადაც ახლა ხანძარი მძვინვარებს, ხის მოჭრას მოსახლეობა იმ უბრალო მიზეზის გამო ვერ შეძლებდა, რომ მიუვალია, მეხანძრეებსაც კი უჭირთ მიდგომა და მხოლოდ ვერტმფრენიდან აქრობენ ცეცხლს. ზოგადად კი ადასტურებს, რომ უკანასკნელი წლების განმავლობაში ტყეში ხის ჭრა გარდაუვალი იყო:
 
”ბოლო წლებში ჩვენს ქვეყანაში რა ხდებოდა, კარგად მოგეხსენებათ. ეს ენერგომატარებლების სიძვირე, უშუქობა, უგაზობა და მაშინ, რა თქმა უნდა, დიდი ზიანი გადაიტანა ქართულმა ტყემ. ახლა შედარებით შემცირდა მასშტაბები და კიდევ უკეთესს ველოდებით ამ მხრივ.”
 
ნათია იორდანიშვილი იმ ცვლილებებზეც საუბრობს, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ, 1 აგვისტოს, განხორციელდა და რომლის მიხედვითაც სატყეო სააგენტოს, როგორც სატყეო დეპარტამენტის სამართალმემკვიდრეს, ბიუჯეტი გაეზარდა, რაც, მისი განმარტებით, იმის გარანტი იქნება, რომ ტყის მცველთა რაოდენობაც გაიზარდოს:
 
”ძალიან შეზღუდული ბიუჯეტი და, შესაბამისად, საშტატო განრიგი ჰქონდა სატყეო დეპარტამენტს - თითოეულ ტყის მცველზე 4 ათასი ჰა-ც კი მოდიოდა დასაცავად, ტყის დაცვის სამუშაოებიც ძალიან იშვიათად ტარდებოდა ამ სამუშაოების მაღალბიუჯეტიანობის გამო. ახლა მთავრობის მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ ჩამოყალიბებულიყო სატყეო სააგენტო განახლებული კადრებით, დამატებული საშტატო ერთეულებით, რომლებიც ადეკვატურად უზრუნველყოფენ ტყის მობილურ დაცვასაც და სხვა ღონისძიებების გატარებასაც.”
 
2008 წელს ბორჯომის ტყეში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდაციაში თურქი მეხანძრეებიც იყვნენ ჩართული. იმ შემთხვევაში, თუ ტემპერატურა არ დაიკლებს, წვიმა არ მოვა და ქარი არ ჩადგება, რაც იმას ნიშნავს, რომ ხანძრის სრული ლიკვიდაცია გაჭირდება, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სატყეო სააგენტოს ტყის მოვლა-აღდგენის სამსახურის უფროსი ნათია იორდანიშვილი არ გამორიცხავს, რომ ხელისუფლებამ დასახმარებლად მეზობელი ქვეყნების სახანძრო სამსახურებს მიმართოს.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ხანძარი“-დან