იაფა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 61:
|add1=
}}
'''იაფა''' ([[ივრ.]] יפו ''იაფო'' [[არაბ.]] يَافَا ''იაფა'') — ანტიკური საპორტო ქალაქი [[ისრაელი|ისრაელში]], [[ხმელთაშუა ზღვა|ხმელთაშუა ზღვის]] პირას. იაფა[[1950]] წლიდან [[თელ-ავივი]]ს ნაწილია.
 
== ისტორია ==
ხაზი 76:
[[1799]] წლის [[7 მარტი|7 მარტს]] იაფა [[ნაპოლეონი]]ს ჯარებმა აიღეს. საპორტო ქალაქში აქტიურად ვითარდებოდა ვაჭრობა ახლო აღმოსავლეთსა და ხმელთაშუა ზღვისპირა ევროპულ ქვეყნებს შორის. ქალაქი სწრაფად იზრდებოდა და ვითარდებოდა. [[XX საუკუნე|XX საუკუნის]] დასაწყისში იაფოში აქტიურად დაიწყეს დასახლება ებრაელმა მიგრანტებმა, მაგრამ ადგილობრივ მოსახლეობასთან კონფლიქტების გამო მათ [[1909]] წელს მოუწიათ ქალაქის დატოვება და ჩრდილოეთით საკუთარი უბნის თელ-ავივის დაარსება.
 
[[1917]] წელს [[პირველი მსოფლიო ომი|პირველ მსოფლიო ომში]] დამარცხების გამო ოტომანთა იმპერია დაიშალა და [[პალესტინა]] ბრიტანულ მანდატში მოხვდა. ამ პრეიოდში ებრაელი რეპატრიანტების ნაკადი პალესტინაში საგრძნობლად გაიზარდა, რასაც [[1920]] - [[1921]] წლებში ებრაელებსა და არაბებს შორის შეტაკებები მოყვა. [[1922]] წლის ბოლოსთვის იაფოში 32 000 მოსახლე იყო, როცა თელ-ავივში მხოლოდ 15 000 იყო. ხოლო [[1927]] თელ-ავივი მოსახლეობით უკვე აღემატებოდა იაფას. [[1936]] - [[1939]] წლის არაბულმა აჯანყებამ დიდი ეკონომიკური ზიანი მიაყენა იაფოს. ბრიტანელები იძულებულნი გადნმენ მთავარ სავაჭრო პორტად თელ-ავივის ახალი პორტი გამოეყენებინათ.
 
[[1948]] წელს [[ისრაელი]]ს სახელმწიფოს ჩამოყალიბებისას, იაფო, რომლის მოსახლეობის უმრავლესობას არაბები შეადგენდნენ, ისრაელსი მოექცა. [[ებრაელურ-არაბული ომი (1948)|ებრაელურ-არაბული ომის]] დროს ქალაქის მოსახლეობა აქტიურად ებრძოდნენ ებრაელებს, მაგრამ არაბების მიერ ომის წაგების შემდეგ მოსახლეობის დიდმა ნაწილმა დატოვა ქალაქი. 80 000 არაბიდან მხოლოდ 4 100 დარჩა. [[1950]] წელს კი იაფო ოფიციალურად შეუერთეს თელ-ავივს.
 
== თანამედროვე იაფო ==
არაბების მიერ იაფოს დატოვების შემდეგ, მასში ძირითადად ახალი რეპატრიანტები დასახლდნენ. სამოციან წლებში კი შეიქმნა ”ძველი„ძველი იაფოსიაფას განვითარების ცენტრი”ცენტრი“, რომლის მიზანიც გახდა ძველი ქალაქის იერსახის შენარჩუნება და ტურისტების მოზიდვა. ქალაქში არის იაფოს მუზეუმი, სადაც ექსპონატების დათვალიერების გარდა შეიძლება იაფოს ისტორიაზე დოკუმენტური ფილმის ნახვა. ხოლო ძველ არაბულ ქუჩებში უამრავი გამოფენა გაყიდვებია, სადაც ხელოვნების ნიმუშების ყიდვა შეიძლება. ტურისტულ ზონაში შედის პარკი, რომელიც მაღლობზეა განლაგებული და იქედან [[თელ-ავივისავივი]]ს პანორამა ჩანს. პარკში ასევე არის ”ოცნებათა„ოცნებათა ხიდი”ხიდი“.
 
ძველ არაბულ ქუჩებს ზოდიაქოს ნიშნების სახელები აქვთ მინიჭებული.იაფოში იაფაში ამის გარდა არის ოტომანთა პერიოდის ციხე და მეჩეთი. აქ ასევე არის წმ. პეტრეს ეკლესია და ძველი პორტი.
 
==გალერეა==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/იაფა“-დან