Metro (სადიზაინო ენა): განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 26:
 
=== Windows 8-ის შემდეგ ===
როდესაც გამოვიდა Windows 8, ახალი ოპერაციულისაოპერაციო სისტემის Metro სტილის ინტერფეისი ძირითადად ნეგატიურად გააკრიტიკეს. 2012 წლის 25 აგვისტოს, Ars Technica-ს (ტექნოლოგიური სიახლეების ვებსაიტი) თანამშრომელმა, პიტერ ბრაითმა (Peter Bright), [[Windows 8]]-ის წინასწარი ვერსიის მიმოხილვის პირველი ნაწილი [[Windows 7]]-ისა და [[Windows 8]]-ის [[Start მენიუ|Start menu]]-ების დიზაინის შედარებას მიუძღვნა. ორივე დიაზინის დადებითი და უარყოფითი მხარეების აწონდაწონვის შემდეგ, მან დაასკვნა, რომ გამარჯვებული იყო Metro. მიუხედავად ამისა, პიტერმა საბოლოო დასკვნაში მკაფიოდ გაუსვა ხაზი Windows 8-ის ინტერფეისის უარყოფით მხარეებს. კერძოდ იმას, რომ, Desktop და Metro ინტერფეისები ერთიანობაში ძალიან მოუხეხებელია, და ზოგიერთი ასპექტი არ ერწყმის კარგად ერთმანეთს.
 
Windows 7-ისგან განსხვავებით, Windows 8-ში არ არის Aero (დამატებითი გრაფიკული ელემენტების ერთობლიობა. ამ ელემენტებიდან ყველაზე მეტად გამორჩეულია ვინდოუსის ფანჯრების ჩარჩოების სრულად ან ნახევრად გამჭვირვალედ ჩვენების ფუნქცია). ზოგიერთი კრიტიკოსის მტკიცებით, Microsoft-მა იმიტომ ამოიღო Aero, რომ ნაკლები დატვირთვა ჰქონოდა გრაფიკულ პროცესორს ([[გრაფიკული პროცესორის ჩიპი|GPU]]), და შესაბამისად, მეტ ხანს გაეძლო ბატარეას, რათა ახალი საოპერაციო სისტემა არა მხოლოდ სამაგიდო, არამედ პლანშეტურ კომპიუტერებსაც კარგად მორგებოდა.