ზუბალაშვილები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
+კატ.
No edit summary
ხაზი 1:
'''ზუბალაშვილები''', [[ქართველები|ქართველი]] მრეწველები და ვაჭრები. მათი წარმომადგენლები ქართულ საისტორიო საბუთებში XVII საუკუნის 80-იანი წლებიდან გვხვდებიან. შემდგომში ისინი ფართოდ ებმებიან ვაჭრულ-ხელოსნურ და კულტურულ საქმიანობაში. ბევრმა მათგანმა კათოლიკობა მიიღო. [[ვახტანგ VI|ვახტანგ VI-ის]] დროის მოღვაწე მღვდელი '''გიორგი''', სარწმუნოებით მართლმადიდებელი, მწიგნობარი და ქართული სტამბის გახსნის მონაწილე იყო. შემდეგში ვახტანგს გაჰყვა [[რუსეთი|რუსეთში]].
 
[[ერეკლე II|ერეკლე II-ის]] დროს მოღვაწე '''რომანოზმა''' კარგად იცოდა სასტამბო საქმე, ერეკლეს გარდაცვალების შემდეგ იმერეთში გადასახლდა და იქ განაგრძო წიგნების ბეჭდვა ([[1811]]-მდე). მისი საქმიანობა გააგრძელეს მისმა შვილებმა '''დავითმა''' და '''გიორგიმ'''. საქართველოს რუსეთთან შეერთების შემდეგ ქვეყნის კაპიტალისტურ განვითარებასთან დაკავშირებით ზურაბაშვილები დაწინაურდნენ.
 
ფართო ვაჭრობას ეწეოდა ჩრდილოეთ კავკასიაში, [[თურქეთი|თურქეთში]], ირანსა და ინდოეთში '''სტეფანე ზურაბაშვილი'''. [[1808]] იგი ინდოეთში მცხოვრებ სომეხ და ქართველ ვაჭრებს დაუახლოვდა და [[1815]] იქ დასახლდა საცხოვრებლად.
 
XIX საუკუნის 20-იან წლებში სავაჭრო საქმიანობაში დაწინაურდნენ '''დავითი''', '''გრიგოლი''' და '''მიხეილი''', რომლებმაც რუსეთში გააჩაღეს ვაჭრობა. განსაკუთრებით გამოიჩინა თავი დიდმა ვაჭარმა და მრეწველმა '''იაკობ ივანეს ძე ზურაბაშვილმა''' ([[1792]]-[[1864]]). მას არყის სახდელი ჰქონდა ქუთაისში და მის მიდამოებში. [[1837]] თბილისში საფუძველი ჩაუყარა ამხანაგობას, რომელმაც დააარსა ამიერკავკასიაში პირველი შაქრის ქარხანა. ქარხნის მაქსიმალურმა მწარმოებლურობამ 186 ათ. მანეთს მიაღწია. აქ 50 დაქირავებული მუშა და 10-ზე მეტი ოსტატი და ზედამხედველი მუშაობდა. ქარხანამ 7-8 წელი იარსება და დაიხურა უმთავრესად რუსეთიდან შემოტანილი თავი შაქრის კონკურენციისა და ადგილობრივი ნედლეულობის გამო.
 
60-70-იან წლებში ცნობილი იყო '''კონსტანტინე იაკობის ძე ზუბალაშვილი''' ([[1828]]-[[1901]]), რომელმაც დაამთავრა კეთილშობილთა სასწავლებელი, შევიდა სამხედრო სამსახურში და მონაწილეობდა დაღესტნის ბრძოლებში. 1850 მიიღო შტაბის კაპიტნის ხარისხი. [[1856]] ავადმყოფობის გამო თავი დაანება სამხედრო სამსახურს და ხელი მიჰყო კომერციას. ფინანსური დახმარებას უწევდა კათოლიკურ და ქართულ სკოლებს, გაზეთებს.
 
სტეფანე, პეტრე და იაკობ ზუბალაშვილების მიერ გაღებული თანხით აშენდა თბილისში "[[ზუბალაშვილების სახალხო სახლი|სახალხო სახლი]]" - ქართული თეატრის შენობა, თავადაზნაურთა გიმნაზიის შენობა, კათოლიკური ეკლესია ბათუმში, ბევრმა ქართველმა ახალგაზრდამ მიიღო უმაღლესი განათლება რუსეთსა და უცხოეთში.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ზუბალაშვილები“-დან