ოსმალეთის იმპერია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 103:
}}
'''ოსმალეთის იმპერია''' ([[ოსმალების თურქული ენა|ოსმ.]]: دولت عليه عثمانيه ''Devlet-i Âliye-i Osmâniyye''), ასევე ხშირად წოდებული, როგორც „თურქეთის იმპერია“, 1299—1923 წლებში არსებობდა. მისი ძლევამოსილების პერიოდში XVI—XVII საუკუნეებში იმპერიის ტერიტორია მოიცავდა [[ანატოლია]]ს, [[ახლო აღმოსავლეთი|ახლო აღმოსავლეთს]], ჩრდ. აფრიკის ნაწილს და სამხრეთ-აღმოსავლეთი ევროპისა და [[კავკასია|კავკასიის]] მნიშვნელოვან ნაწილს. ამ ტერიტორიის ფართობი დაახ. 5,6 მილიონ კმ²-ს შეადგენდა, თუმცა ის გაცილებით უფრო ვრცელ რეგიონს აკონტროლებდა მეზებელ რეგიონებში, რომლებიც მეტწილად მომთაბარე ტომებით იყო დასახლებული. იმპერიას მჭიდო პოლიტიკური და კულტურული გაცვლა ჰქონდა როგორც აღმოსავლეთის ისე დასავლეთის კულტურებთან მისი 624-წლიანი არსებობის განმავლობაში.
[[ფაილი:Rise and Fall of the Ottoman Empire 1300-1923.gif|thumb|270px|left|ოსმალეთის ზრდისა და დეცემისდაცემის ქრონოლოგიური რუკა]]
XVI—XVII საუკუნეებში ოსმალეთის იმპერია მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი პოლიტიკური ერთეული გახდა, და მისი გაფართოება აღმოსავლეთ ევროპაში [[ბალკანეთის ნახევარკუნძული|ბალკანეთის ნახევარკუნძულზე]], [[უნგრეთის სამეფო]]სა და პოლონეთ-ლიტვის გაერთიანების სამხრეთში ევროპას დიდ საფრთხეს უქმნიდა. იმპერიის საზღვაო ფლოტიც საკმაოდ მნიშვნელოვან ძალას წარმოადგენდა [[ხმელთაშუა ზღვა]]ზე. რამდენჯერმე ოსმალეთის არმია ცენტრალურ ევროპაშიც შეიჭრა, ვენის ალყით 1529 წელს და ხელმეორედ 1683 წელს [[ჰაბსბურგი]]ს სამფლობელოების დაპყრობის მცდელობაში. მათი განდევნა მხოლოდ ევროპის კოალიციის ძალებით მოხერხდა. ეს ერთადერთი არა-ევროპული ძალა იყო, რომელიც სერიოზულ საფრთხეს უქმნიდა დასავლეთის აღმავლობას XV—XX საუკუნეებში, რის გამოც იგი საბოლოოდ ევროპის ძალთა დაბალანსების პოლიტიკის ინტეგრირებული ნაწილი გახდა.