სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
62.212.44.185-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა BRUTE-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
No edit summary
ხაზი 17:
| ვებსაიტი =
}}
'''სიმონ ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმი''' — საქართველოს ისტორიისა და ბუნების ცენტრალური მუზეუმი, რომელიც დაარსდა 1919 წელს თბილისში [[კავკასიის მუზეუმი]]ს ბაზაზე საქართველოს მუზეუმის სახელწოდებით. 1921 წელს დაექვემდებარა საქართველოს სსრ განათლების სახალხო კომისარიატს. 1941 წელს საქართველს სსრ მეცნიერებათა აკადემიის დაარსებისთანავე შევიდა მის სისტემაში. 1947 წელს ეწოდა აკადემიკოს [[სიმონ ჯანაშია]]ს სახელი. სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის შენობა აგებულია რუსთაველის პროსპექტზე 1913 —1929 წლებში, არქიტექტორი გ. ნეპრინცევი. ფასადიდ არქიტექტურა ეკუთვნის არქიტექტორ ნ. სევეროვს და იმ დროის ქართული არქიტექტურის საუკეთესო ნიმუშია. მუზეუმი სამეცნიერო-კვლევით და საგანმანათლებლ დაწესებულებად იქცა. იგი მოიცავს ჰუმანიტარულ (არქეოლოგია, ისტორია, ეთნოგრაფია, ნუმიზმატიკა) და საბუნებისმეტყველო (გეოლოგია, ბოტანიკა, ზოოლოგია) დარგებს. მუზეუმში თავმოყრილია არა მარტო საქართველოს, არამედ კავკასიისა და მახლობელეი აღმოსავლეთის ბუნებისა და მოსახლეობის მატერიალური კულტურის ისტორიის ამსახველი დიდძალი, პირველხარისხოვანი მასალა. მუზეუმში 1984 წლის 31 დეკემბრისათვის 1 006520 ექსპონატი ირიცხებოდა. მის ფონდში შედის უმდიდრესი არქეოლოგიური კოლექციები უძველესი დროიდან ანტიკური ხანის დასასრულამდე (ახ. წ. IV საუკუნე), შუა საუკუნეები (V—XVIII საუკუნეები) საქალაქო ცხოვრებისა და მატერიალური კულტურის, (1801—1921) მრეწველობის, სოფლის მეურნეობის და [[ოქტომბრის რევოლუცია|რევოლუციური მოძრაობის]], საბჭოთა პერიოდისა და დღევანდელი მიღწევების ამსახველიმასალები, უძველესი ტრადიციებიდა და XIX საუკუნის დამახასიათებელი ეთნოგრაფიული კოლექციები, მდიდარი ნუმიზმატიკური მასალა, გეოლოგიის, ბოტანიკის და ზოოლოგიის ვრცელი ფონდები, მათ შორის უნიკალური ძეგლები: ძვირფასი ლითონებისაგან დამზადებული უძველესი ნივთები კახეთის ყორღანული სამარხებიდან (ძვ. წ. III ათასწლეული), ძვ. წ. II ათასწლეული სახელგანთქმული ოროსა და ვერცხლის თასები და სხვა ინვენტარი თრიალეთის ყორღანებიდან, ვანის, ახალგორის, ალგეთის სამარხეულ კომპლექსებში შემავალი სიუველირო ხელოვნების შედევრები (ძვ. წ. VI—IV სს.), მცხეთაში, არმაზციხეში, არმაზისხევში, ზღუდერში, კლდეეთში და სხვაგან ათხრილი ქართული ოქრომჭედლობის შემდგომი განვითარების დამადასტურებელი ოქროს სამკაულები (I—IV საუკუნეები), მდიდარი გლიპტიკური მასალა და სხვა, ურარტული ეპიგრაფიკის იშვიათი კოლექცია (ძვ. წ. VIII—VII საუკუნეები), [[ვესპასიანეს წარწერა]] (ახ. წ. I ს.), [[არმაზის ბილინგვა]] (ახ. წ. II ს,), უძველესი ქართული წარწერა [[ბოლნისის სიონი]]დან (ახ. წ. V ს.), [[შუხუთის მოზაიკა]] (ახ. წ. IV —V სს.), ხის კარების კოლექცია, მათგან იშვიათი ნახელავი კარი [[ჩუკულის ეკლესია|ჩუკულის ეკლესიიდან]] (XI ს.), დმანისის ვერცხლის სამკაულის განძი (XII ს.), [[ლითონი]]ს ჭურჭლის კოლექცია, მათ შორის [[სპილენძი]]ს თეფშები [[ვახტანგ VI|ვახტანგ VI-ის]], მეფე ბაქარის, [[თეკლა ბატონიშვილი|თეკლა ბატონიშვილის]] წარწერებით (XVIII ს.) და თეფში წარწერით „ქ. სააკაძის გიორგისა და შიოშისა ვარ“ (XVII ს.), ერეკლე II-ის წარწერიანი ჯამი, 2 თოფი და ხმალი, [[ბაქარი|ბაქარისა]] და [[სოლომონ II|სოლომონ II-ის]] თოფები (XVIII ს.) და სხვა.
 
ეთნოგრაფიული მასალებიდან — სახვნელი იარაღები, მათგან „ქართულიდიდი გუთანი“, კერამიკული ჭურჭელი წარმოების ყველა ცენტრიდან, ქართველ ოსტატთა ნახელავი ვერცხლის ნივთები და იარაღი, ქართველ და სხვა კავკასიელი ხალხების ტანსაცმლის უიშვიათესი კოლექცია, აღმოსავლური საბრძოლო იარაღი და სხვა. ქართული მონეტების უმდიდრესი კოლექცია, მათ შორის უიშვიათესი — კოლხეთის მეფის აკეს ოქროს სტატერი (ძვ. წ. III ს.), ლაშა გიორგის სპილენძის მონეტა (XIII ს.). განძები ვერცხლის რომაული მონეტებისა სოფელ ეკიდან (907 ც.), თამარ მეფის სპილენძის მონეტებისა სოფელ ვეჯინიდან (2759 ც.) და სხვა. გეოლოგიური ფონდიდან, პირველი მონაპოვარი სსრკ-ში — უმაღლესი ადამიანის მსგავსი მაიმუნის ნაშთი, მესამეული ხანის სპილოს ჩონჩხი სოფელ ტარიბანიდან, მონოგრაფიულად შესწავლილი უხერხემლო ფაუნის ორიგინალები, ტიპური ფორმები და სხვა რეგოინებისა და ქვეყნების ფლორის ჰერბარიუმი, მათ შორის კავკასიის ფლორის XIX საუკუნის მკვლევართა კოლექციების მნიშვნელოვანი ნაწილი, მრავალი სახეობის პირველადი აღწერის ნიმუში — ნომენკლატურული ტიპები და სხვა კოლექციები ცხოველთა სხვადასხვა ჯგუფებიდან, მათ შორის ენდემები, რელიქტები, იშვიათი ან დღეს უკვე ამომწყდარი ცხოველების სახეობები.