სურო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: {{ტაქსოდაფა * | სახელი =სურო | სურათის ფაილი =Illustration Hedera helix0.jpg | სურათი...
 
დაემატა ახალი ცნობები
ხაზი 17:
| commons =
}}
'''სურო''' (Hedera) — [[მცენარეები|მცენარეთა]] [[გვარი (ბიოლოგია)|გვარი]] [[სუროსებრნი|სუროსებრთა (არალიისებრთა)]] [[ოჯახი (ბიოლოგია)|ოჯახი]]სა. მხოხავი ბუჩქებია, მოსაკიდი ფესვებით [[ხე]]ებზე, [[კლდე]]ებზე, ხისა და ქვის კედლებზეა აყოლილი. აქვთ მარადმწვანე ტყავისებრი პრიალა [[ფოთლები]], მარტივ ქოლგა ყვავილედად შეკრებილი მწვანე ყვავილები, მომრგვალო, შავი კენკრა ნაყოფი. ყვავილობას შემოდგომაზე იქყებს და იანვარ-თებერვლამდე აგრძელებს. ნაყოფმსხმოიარობს ზამთარში. დაჩრდილული ადგილებისა და ტყეების მცენარეებია. გვარში 15 [[სახეობა |სახეობაა]], [[საქართველო]]ში იზრდება 3: [[კოლხური სურო]] (Hedera colchica) უმთავრესა დასავლეთ საქართველოშია გავრცელებულ, აღმოსავლეთში მხოლოდ ქართლში გვხვდება, საქართველოს ფარგლებს გარეთ — [[ჭანეთი|ჭანეთში]] და [[ბალკანეთის ნახევარკუნძული|ბალკანეთის ნახევარკუნძულზე]]. მისი მიწაზე გაფრთხმული ყლორტების ფოთლები სქელია, ფართო კვერცხისებრი, ხოლო ძირში გულისებრი, სანაყოფე ყლორტებისა — რომბისებრი. იზრდება კოლხურ და წიწვოვან ტყეებში. [[კავკასიური სურო|კავკასიურ სურო]]ს (Hedera caucasigena) აქვს დანაკვთული სამკუთხაკვერცხისებრი ფოთლები, რომლის ზემო მხარეზე თეთრი ძარღვებია. გავრცელებულია მთელ საქართველოში. აგრეთვე კავკასიის, შუა ევროპის, ხმელთაშუაზღვისპირეთის, მცირე აზიისა და [[ირანი]]ს ტყეებში. [[პასტუხოვის სურო]]ს (Hedera pastuchovii) მიწაზე გართხმული ყლორტების ფოთლები მომრგვალოკვერცხისებრია, მთლიანი ან დანაკვთული, მხოხავი ყლორტებისა — მოგრძოკვერცხისებრი. იზრდება ფოთლოვან ტყეებში. საქართველოში გავრცელებულია ქართლსა ([[საგურამოს ქედი]]) და კახეთში, გვხვდება აგრეთვე [[აზერბაიჯანი|აზერბაიჯანში]] და ირანში კასპიისპირეთში. სამივე სახეობა კარგი თაფლოვანი მცენარეა.
==ლიტერატურა==
{{ქსე|9|612-613|გაგნიძე რ.}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სურო“-დან