კბილის კარიესი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 2:
დედამიწის სხვადასხვა რეგიონში კარიესის გავრცელება და ინტენსივობა არაერთგვაროვანია. ეს განპირობებულია მრავალი ფაქტორით. უპირველესად უნდა აღინიშნოს [[ფტორი]]ს როლი. დამტკიცებულია, რომ თუ ორგანიზმს საკმარისი რაოდენობით მიეწოდება ფტორი, კბილების კარიესით დაზიანების სიხშირე მცირდება. კარიესის განვითარებაში დიდი როლი ენიჭება კვების ხასიათს. კვებაში აღსანიშნავია [[ნახშირწყლები]]ს როლი. გამოკვლევებით დადგენილია, რომ დიდი რაოდენობით ტკბილეულის მიღება ზრდის კბილების კარიესის ინტენსივობას. ნახშირწყლებთან ერთად კარიესის განვითარებაში დიდ როლს ასრულებს მიკროორგანიზმები, რომელბიც ნახშირწყლების ფერმენტაციის შედეგად წარმოქმნიან რძემჟავას და სხვა ორგანულ მჟავებს.
[[სურათი: Toothdecay.png|მარჯვნივ|thumb]]
არასწორად ეწერა :::D
=== კარიესის განვითარების მიზეზი ===
დადგენილია, რომ კბილის ზედაპირზე მიმაგრებული მიკროორგანიზმების შედეგად [[მინანქარი]] განიცდის დემინერალიზაციას და იწვევს კარიესის განვითარებას. მიკროორგანიზმების გარეშე კარიესი არ ვითარდება. კარიესოგენულ ბაქტერიებს მიეკუთვნება: Str. mutans, Str. sanguis, Str. salivarius. კარიესის საწყის სტადიაზე დაზიანების კერაში მიმდინარეობს მინანქრის გამოხატული დემინერალიზაცია. ამ დროს ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილებები აღინიშნება მინანქრის ზედაპირქვეშა შრეში. კარიესულ ლაქაში მიმდინარე დემინერალიზაციის უშუალო მიზეზია ორგანული მჟავები (ძირითადად რძემჟავა), რომლებსაც ნახშირწყლების ფერმენტაციის შედეგად გამოიმუშავებენ კბილის ნადებში შემავალი მიკროორგანიზმები. კბილის კარიესის განვითარების შესწავლისას საყურადღებოა ის ფაქტორები, რომლებიც განაპირობებს მინანქრის დემინერალიზაციას: პირის ღრუს მიკროფლორა, კვების ხასიათი, კვების რეჟიმი, [[ნერწყვი]]ს ხარისხი და რაოდენობა (ნერწყვის რემინერალიზაციური და ბუფერული თვისებები, სეკრეტორული იმუნოგლობულინები, [[ლიზოციმი]]), ფტორის შემცველობა სასმელ წყალში. მინანქრის საწყის კარიესულ დაზიანებას შემდეგი მექანიზმი უდევს საფუძვლად: ნახშირწყლების ხშირი მოხმარებისა და პირის ღრუს ცუდი ჰიგიენის შედეგად კარიესოგენული მიკროორგანიზმები მჭიდროდ ემაგრებიან კბილის ზედაპირს და დროთა განმავლობაში წარმოქმნიან კბილის ნადებს. ნახშირწყლების შემდგომი მიღება იწვევს მინანქრის ზედაპირზე PH-ის(მჟავა-ტუტოვანი ბალანსი) ლოკალურ ცვლილებას. იგი აღწევს კრიტიკულ დონეს -4,5-5,0. თუ [[წყალბადი]]ს იონების ასეთი კრიტიკული დონე(მჟავე არე) ხანგრძლივად შენარჩუნდა, დაიწყება აპატიტების ზედაპირული რღვევა. მჟავების ხანგრძლივი მოქმედების შედეგად დიდდება მინანქრის ზედაპირზე არსებული მიკროსივრცეები. წარმოქმნილ მიკროდეფექტებში ყალიბდება ხელსაყრელი პირობები მიკროორგანიზმების შეღწევისთვის ანუ საბოლოოდ მჟავაწარმომქმნელი კერა მინანქრის ზედაპირიდან გადადის თვით მინანქარში. საბოლოოდ წარმოიქმნება კარიესული დეფექტი. [[სურათი:Streptococcus_mutans_01.jpg|მარჯვნივ|thumb|Streptococcus_mutans ]]
 
== პათოლოგიური ანატომია ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კბილის_კარიესი“-დან