ალექსანდრე ბლოკი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 60:
 
==ავადმყოფობა და სიკვდილი==
[[ფაილი:Blok leto 1917 Zimny.jpg|250px|მინიატიურა|ბლოკი ზამთრის სასახლეში, 1917 წ.]]
ბლოკი ერთ-ერთი იყო პეტროგრადელ პოეტთაგან, რომელმაც რთულად მიიღო [[საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი|საბჭოთა]] მმართველობა, მაგრამ მათთან მუშაობას მაინც დათანხმდა. მმართველებმა ფართოდ დაიწყეს მისი სახელის გამოყენება. 1918 წლიდან 1920 წლამდე მისი სურვილის უკითხავად ირჩევდნენ სხვადასხვა თანამდებობებზე ორგანიზაციებში, კომიტეტებში, კომისიებში. მუდმივად მზრდადმა სამსახურმა პოეტის ძალები შეიწირეს. მას დაღილობაც შეეპარა — ბლოკი თავის იმდროინდელ მდგომარეობას აღწერდა როგორც „მე დამლიეს“. ამითვე აიხსნება პოეტის შემოქმედებითი მდუმარება. ის კერძო წერილში 1919 წლის იანვარს წერდა: „თიქის წელიწადია საკუთარ თავს არ ვეკუთვნი, მე აღარ ვიცი როგორ უნდა ვწერო ლექსი და აღარ ვიცი როგორ ვიფიქრო მათზე“. მძმე დატვირთულმა სამსახურმა საბჭოთა დაწესებულებებში, მშიერ და ცივ პეტროგრადში, საბოლოოდ შეარყია პოეტის ჯანმრთელობა — ბლოკს დაემართა გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, [[ასთმა]], თავი იჩინა ფსიქოლოგიურმა დარღვევებმა, 1920 წლის ზამთარში გაუჩნდა [[სურავანდი]]ც.