დავით დადიანი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
[[ფაილი:David Dadiani.jpg|thumb|200px|დავით დადიანი]]
'''დავით დადიანი''' (დ. [[26 იანვარი]], [[18131812]], [[ჭაქვინჯი]], [[ზუგდიდის მუნიციპალიტეტი]] — გ. [[30 აგვისტო]], [[1853]]) — [[სამეგრელოს სამთავრო|სამეგრელოს]] მთავარი ([[1846]]-[[1853]] წწ.), გენერალრუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი. მამამ - [[ლევან V დადიანი|ლევან V დადიანმა]] თავის სიცოცხლეშივე ([[1840]]-იდან წლიდან) ჩააბარა სამთავროს გამგებლობა. მიღებული ჰქონდა ევროპული აღზრდა-განათლება. 1829-1840 წლებში მსახურობდა ლაიბგვარდიის კაზაკთა პოლკში, სადაც [[პოლკოვნიკი]]ს წოდება მიიღო. სამთავროს სათავეში ჩადგომისთანავე ცდილობდა სამთავროში მმართველობის ახალი სისტემის შემოღებას. ამ მიზნით ქვეყანა 8 მაზრად (ოლქად) დაყო და თითოეულ მათგანს სათავეში მდივან-ბეგი ჩაუყენა. მოხელეთა თანამდებობის მემკვიდრეობით გადაცემის ნაცვლად მათი დანიშვნა შემოიღო. მთავრის ტახტთან შექმნა სამდივნო მოხელეთა შტატით. თავად-აზნაურების ყმობისაგან გაათავისუფლა დაბალი სამღვდელოება. ზრუნავდა ვაჭრობისა და მრეწველობის განვითარებასზეგანვითარებაზე. მეაბრეშუმეობის განვითარების მიზნით [[1848]] წელს სამეგრელოში მიიწვია ფრანგი როზმორდიუკი, რომელმაც ზუგდიდში გამართა [[აბრეშუმი]]ს საწარმო. მის დროსვე მოეწყო არყის სახდელი ქარხნები ზუგდიდსა და [[სალხინო (მარტვილის მუნიციპალიტეტი)|სალხინო]]ში. დავით დადიანი მწიგნობრობის დიდი მოყვარული იყო. შეაგროვა ქართულ ხელნაწერ წიგნთა მდიდარი კოლექცია, რომელიც შემდეგ მისმა შვილმა [[ნიკო დადიანი, ნიკო|ნიკო დადიანმა]] [[ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება|ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებასაზოგადოებას]] გადასცა. ახლო ურთიერთობა ჰქონდა [[იოსელიანი, პლატონ იოსელიანი|პ. იოსელიანთან]] და [[ბროსე, მარი ბროსე|მ. ბროსესთან]]. დაჯილდოვებულია წმიდა ანას, წმინდა ვლადიმირის, წმინდა სტანისლავის სხვადასხვა ხარისხის ორდენებით. დაკრძალულია [[მარტვილის მონასტერი|მარტვილის მონასტერში]], საგვარეულო აკლდამაში.
 
 
 
== ბიოგრაფია ==
დავით დადიანი დაიბადა [[1813]] წლის [[26 იანვარი|26 იანვარს]]. სოფელ [[ჭაქვინჯი]]ს ციხის მახლობლად, სადაც მთავარ ლევან დადიანს ჰქონდა უბრალო ოდა. 26 იანვარი [[დავით აღმაშენებელი|დავით აღმაშენებლის]] ხსენების დღე არის და მთავრის ოჯახი ამ დღეს, ამის შემდეგ, ყოველ წელს დღესასწაულობდა.
 
{{ციტატა|გრიგოლ დადიანმა მოამბო: “დავითის მიმრქმელი იყო ცაიშელი მიტროპოლიტი გრიგოლი, ლალა - პეპუ ჩიჩუა და ძიძა - როგორც მეგრელს ამის უთქმელობა არ მარგია - ივანე ორზოლიას ცოლი მაიკო.<ref>დავით დადიანი და მისი დრო, იონა მეუნარგია,გვ.5</ref>}}
 
== სქოლიო ==
{{სქოლიოს სია|2}}
 
== იხილეთ აგრეთვე ==
 
==ლიტერატურა==
{{ქე|2|286-287|კალანდია გ.}}
*''მაკალათია ს.,'' სამეგრელოს ისტორია და ეთნოგრაფია, თბ., 1941;
*''მეუნარგია ი.,'' სამეგრელოს სამთავროს უკანასკნელი პერიოდი და დავით დადიანი, თბ., 1939
 
*ქსე, ტ. 3, გვ. 339, თბ., 1978
{{DEFAULTSORT:დავით დადიანი, დავით}}
 
{{სამეგრელოს ერისთავები და მთავრები}}
{{თარგი:დადიანები}}
 
{{DEFAULTSORT:დავით დადიანი}}
 
[[კატეგორია:სამეგრელოს (ოდიშის) მთავრები]]