მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის ქართული ეროვნული მოძრაობა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 26:
 
მიუხედავად ამ სასტიკი, სისხლიანი დარბევისა, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერთა თაოსნობით მთელი ქართველი ერი დაირაზმა ბოროტების იმპერიის წინააღმდეგ. 9 აპრილის ტრაგედია იმავდროულად იყო ის მიჯნა, როდესაც მთელი ერი, საქართველოს მთელი მოსახლეობა გამოვიდა იმპერიის წინააღმდეგ. სწორედ ამიტომ, დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ინიციატივით [[1991]] წლის სწორედ 9 აპრილს [[საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო|საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ]] გამოაცხადა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა. სამწუხარო ის იყო, რომ ამას ვერ მოესწრო საქართველოს ეროვნული გმირი მერაბ კოსტავა, რომელიც მეტად საეჭვო ვითარებაში დაიღუპა [[1989]] წლის ოქტომბერში.
 
===ეროვნული მოძრაობის სარწმუნოებრივი ხასიათი===
 
მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის ქართული ეროვნული მოძრაობის ზვიადისტური ფრთის არსის ჩაწვდომა შეუძლებელია მისი სარწმუნოებრივი შემადგენლის გარეშე.
 
ეროვნულ-სარწმუნოებრივი მოძრაობის იდეოლოგია ჩამოყალიბებული იქნა ზ.გამსახურდიას ნაშრომში „[http://besarion.wordpress.com/2010/10/23/zg_sarcmunoeba დილემა კაცობრიობის წინაშე]“ და მის საპროგრამო გამოსვლებში [http://besarion.wordpress.com/2011/12/17/gamsahurdia_14_nov_1990 უზენაესი საბჭოს თავმჯდომარისა] და [http://besarion.wordpress.com/2011/02/18/zg_state_church პრეზიდენტის] როლებში:
 
კერძოდ აღნიშნული იქნა:
 
* საქართველოს სახელმწიფოებრივი აღორძინება, მისი დამოუკიდებლობის აღდგენა ვერ მოხერხდება ქართველთათვის ნიშნეული ცხოველი მორწმუნეობის აღორძინების გარეშე, ზნეობრივი აღორძინების გარეშე – ამას ადასტურებს საქართველოს წარსულიცა და აწმყოც;
 
* სწორედ ამიტომ ჭეშმარიტად ქართული ეროვნული მოძრაობა მჭიდროდ იყო და არის დაკავშირებული რელიგიურ ცნობიერებასთან, ეკლესიის წიაღთან;
 
* დღევანდელი მოძრაობაც თავისი შინაგანი არსით ეროვნულ-რელიგიური მოძრაობაა, რამდენადაც იგი არ გულისხმობს მხოლოდ ეროვნულ-პოლიტიკური მიზნების განხორციელებას, არამედ უპირველეს ყოვლისა ითვალისწინებს ზნეობრივ აღორძინებას ქრისტიანულ რწმენასა და ცნობიერებაზე დამყარებით;
 
* ეროვნული ხელისუფლება იღვაწებს ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ტრადიციული ერთობის აღსადგენად. ამ ერთობის არსი შემდგომში მდგომარეობს – ეროვნული სახელმწიფოს ავტორიტეტი უნდა დაემყაროს არა მარტო ხელისუფლების სოციალურ-პოლიტიკურ განსაზღვრულობას, არამედ უმეტესწილად ქრისტიანულ ზნეობრივ საწყისებს;
 
===გამარჯვება===