ელინიზმი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 2:
'''ელინიზმი''' — პირობითი ცნება, რომელიც მოიცავს გარკვეულ ისტორიულ ეპოქას [[ალექსანდრე მაკედონელი]]ს გარდაცვალებიდან ([[ძვ. წ. 323]] წ.) რომაელთა მიერ აღმოსავლეთ ხმლთაშუაზღვისპირეთის უკანასკნელი დიდი სახელმწიფოს - [[პტოლემეების დინასტია|პტოლემეების]] [[ეგვიპტე|ეგვიპტის]] - დაპყრობამდე ([[ძვ. წ. 30]] წ.)
 
ბერძენ-მაკედონელთა პოლიტიკური ექსპანსია ძველ საქართველოს ([[იბერია]], [[კოლხეთი]]) არ შეხებია. იგი დარჩა „ელინისტური ოიკუმენეს“ (ანუ ელინიზმის ეპოქის ანტიკური სამყაროს) ფარგლებს გარეთ, თუმცა ელინისტურ სამყაროსთან პოლიტიკურმა კონტაქტებმა, სავაჭრო-ეკონომიკურმა და კულტურულმა ურთიერთობამ გარკვეული გავლენა იქონია იბერიისა და კოლხეთის სოციალ-ეკონომიკურ განვითარებაზე, პოლიტიკურ წყობაზე, კულტურასა და იდეოლოგიაზე. ქართლის სამეფოს დამაარსებელმა [[ფარნავაზ I]]-მა ([[ძვ. წ. III საუკუნე]]) სახელმწიფო ორგანიზაცია და ფინანსური კონტროლი [[სელევკიდების სამეფო|სელევკიდური სირიის]] მსგავსად განაწესა: ძველი ქართლის ათასისთავი მასზე დაქვემდებარებული ფისკალური ერთეულით ელინისტური აზიის ქილიარქიებს (უმაღლესი სახელმწიფო თანამდებობა) შეესატყვისებოდა. ელინისტურ მონარქ-დესპოტთა მსგავსად ფარნავაზმა თავი ღმერთად გამოაცახადა, მაგრამ მათგან განსხვავებით, იგი რომელიმე ბერძნულ ღვთაებას კი არ განასახიერებდა, არამედ ქართველთა უზენაეს ღვთაებას – [[არმაზი (ღვთაება)|არმაზს]].
 
ელინიზმის ეპოქაში [[საქართველო]]ზე გადიოდა ერთ–ერთი დიდი მსოფლიო სავაჭრო სატრანზიტო მაგისტრალი, რომელიც დასავლეთის ქვეყნებს აღმოსავლეთთან აკავშირებდა. ამ გზით საქართველოს სხვადასხვა ოლქში ვრცელდებოდა ბერძნული საქონელი: მხატვრული და სამეურნეო კერამიკა, [[ტორევტიკა|ტორევტიკისა]] და [[გლიპტიკა|გლიპტიკის]] ძეგლები, მონეტები. საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობათა პროცესში აქტიურად იყო ჩაბმული როგორც ბარის, ისე მთის მოსახლეობაც, რაც ხელს უწყობდა დიდ სავაჭრო მაგისტრალზე მდებარე ქალაქების სავაჭრო–სახელოსნო ცენტრებად დაწინაურებას, ქვეყნის ინტენსიურ ურბანიზაციას.
 
== იხილეთ აგრეთვე ==
* [[ამიერკავკასიის ძველი სავაჭრო სატრანზიტო გზები]]
 
== ლიტერატურა ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ელინიზმი“-დან