სციპიონ აფრიკელი (უფროსი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Bot: 48 ენათაშორისი ბმული გადატანილია Wikidata-ზე, d:q2253
- "Scipio_Africanus_the_Elder.png". ფაილი წაიშალა Commons-იდან მომხმარებელ Jameslwoodward-ს მიერ. მიზეზი: Per [[commons:Commons:Deletion request...
ხაზი 1:
 
[[ფაილი:Scipio Africanus the Elder.png|250px|მინიატიურა|სციპიონ აფირკელი – უფროსი]]
'''პუბლიუს კორნელიუს სციპიონ აფრიკელი''' (დ. [[ძვ. წ. 235]] — გ. [[ძვ. წ. 183]]) — რომაელი მხედართმთავარი და პოლიტიკური მოღვაწე, წარჩინებული პატრიციული ოჯახიდან, [[მეორე პუნიკური ომი]]ს გმირი. [[კანეს ბრძოლა]]ში ([[ძვ. წ. 216]] წელი) თავი ისახელა, როგორც სამხედრო ტრიბუნმა. [[ძვ. წ. 213]] წელს ედილად აირჩიეს. [[ძვ. წ. 210]]-[[ძვ. წ. 205|205]] წწ. პროკონსული, წარმატებით იბრძდა ესპანეთში კართაგენელების წინააღმდეგ. [[ძვ. წ. 205]] წელს კონსულად აირჩიეს. [[ძვ. წ. 204]] წელს აფრიკაში გადასხა 30 ათასიანი არმია და გაანადგურა კართაგენელთა და ნუმიდიელთა ჯარები. [[კართაგენი]]ს ხელისუფლებამ იტალიიდან გაიწვია [[ჰანიბალი]]. [[ძვ. წ. 202]] წელს ჰანიბალი და სციპიონი ერთმანეთს გადამწყვეტ ბრძოლაში შეხვდნენ [[ზამის ბრძოლა|ზამასთან]]. სციპიონმა გაიმარჯვა. [[ძვ. წ. 199]] წელს ცენზორად და სენატის პრინცეფსად, [[ძვ. წ. 194]] წელს კი კვლავ კონსულად აირჩიეს. სციპიონის განუზომელმა ავტორიტეტმა და ძალაუფლებამ შეაშფოთა რესპუბლიკელთა ბანაკი. მასში ერთპიროვნული ძალაუფლების მაძიებელი ტირანი დაინახეს და მის დასაკნინებლად „საქმეების“ შედგენა დაიწყეს. შეურაცხყოფილმა სციპიონმა [[რომი]] მიატოვა და ლიტერნუმში, საკუთარ ვილაში, გადავიდა სამუდამო საცხოვრებლად. იყო თავისი დროის ფრიად განსწავლული ადამიანი, [[ბერძნული ენა|ბერძნული ენისა]] და კულტურის დიდი მცოდნე და თაყვანისმცემელი.