დედამიწის მანტია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
{{დედამიწის სტრუქტურის ქრონოლოგია}}
[[ფაილი:Earth-crust-cutaway-ka.svg|მინი|300პქ|დედამიწის სტრუქტურა]]
'''დედამიწის მანტია''' — „მყარი“ [[დედამიწის გარსი]], რომელიც მოქცეულია [[დედამიწის ქერქი|დედამიწის ქერქსა]] და [[დედამიწის ბირთვი|დედამიწის ბირთვს]] შორის. მოიცავს დედამიწის (ატმოსფეროს გარეშე) მოცულობის 83% და მასის 67%. [[დედამიწის ქერქი]]საგან მანტია გამოყოფილია [[მოხოროვიჩიჩის ზედაპირი]]თ, რომლის ქვევით გრძივი [[სეისმური ტალღები]]ს გავრცელების სიჩქარე ნახტომისებურად მატულობს 6-7–7-6-იდან 7-9–8-2 კმ/წმ-მდე; დედამიწის ბირთვისაგან კი — ზედაპირით (დაახლოებით 2900 კმ სიღრმეზე), რომლის ქვევით სეისმური ტალღების გავრცელების სიჩქარე იკლებს 13,6-იდან 8,1 კმ/წმ-მდე; გამოყოფენ [[ქვედა მანტია]]ს და [[ზედა მანტია]]ს, ხოლო ამ უკანასკნელში — (ზევიდან ქვევით) სუბსტრატს, გუტენბერგის ფენას ([[ასთენოსფერო]]), რომელშიც [[სეისმური ტალღები]]ს სიჩქარე შედარებით მცირეა, და გოლიცინის ფენას (ზოგჯერ მას [[შუა მანტია]]საც უწოდებენ). მანტიის ძირზე გამოყოფენ აგრეთვე ასიოდე კმ სისქის ფენას, რომლის ფარგლებში [[სეისმური ტალღები]]ს სიჩქარე სიღრმის ზრდასთან ერთად კი არ იზრდება, ზოგჯერ ოდნავ მცირდება კიდეც.