Guns N' Roses: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 49:
 
=== ტურნეების წარმატება ===
Guns N' Roses ხშირად ხსნიდა დიდ კონცერტებს, თუმცა მას შემდეგ, რაც მათი წარმატება გაიზარდა, დაიწყო Appetite for Destruction-ის მხარდასაჭერი ტურნე. მის ფარგლებში ჯგუფი აშშ-ში მოგზაურობდა. 1988 წლის გაზაფხულზე მუსიკოსები მიწვეულნი იყვნენ დონინგტონის სასახლესთან, ინგლისში, როკ-ფესტივალზე Monsters of Rock, სადაც გამოდიოდნენ ცნობილი ჯგუფები, [[Kiss (ჯგუფი)|Kiss]] და [[აირონ მეიდენი]]. Guns N' Roses-ის გამოსვლის დროს 100.000 ადამიანმა ხტომა და სცენასთან ახლოს მისვლა დაიწყო. მიუხედავად ექსლის მოთხოვნისა, რომ უკან დაწეულიყვნენ, ხალხი მაინც წინ მოძრაობდა. შედეგად წარმოიშვა ჭყლეტა, რომელსაც ორი ფანი ემსხვერპლა.<ref>http://www.safeconcerts.com/documents/Donintondisaster1988.pdf</ref> ამ ინციდენტის შესახებ ჯგუფმა არაფერი იცოდა, ამიტომ კონცერტი არ შეუწყვიტავთ. ამის გამო, მედიამ ისინი საჯაროდ დაადანაშაულა. ისეთმა ინციდენტებმა, როგორიც Appetite for Destruction-ის ტურნეს დროს მოხდა, ჯგუფს შესძინა მსოფლიოს ყველაზე სახიფათო მუსიკალური კოლექტივის სახელი. მისი წევრების საქციელი ხშირად ხდებოდა მედიის ნეგატიური დამოკიდებულების საფუძველი. მაკ-კეგანი, სლეში, სტრედლინი და ადლერი ხშირად იყვნენ შემჩნეულნი ნარკოტიკების ზეგავლენის ქვეშ როგორც სცენაზე,<ref>http://www.ticketspecialists.com/concert/guns_n_roses_tickets.htm</ref> ისე მის მიღმა. ინგლისში [[1987]] წლის ტურნეს დროს მედია საკმაოდ უარყოფით დამოკიდებულებას ამჟღავნებდა ჯგუფისადმი. ამ ტურისტურნეს დროს Guns N' Roses-მა ჩაწერა ექვსიდან 5 სიმღერა, რომელიც შეტანილ იქნა მათ ცოცხალ ალბომში უბრალო სახელწოდებით [[Guns N' Roses (EP)|Guns N' Roses]] (იგივე Live from the Jungle). აქ არ იქნა შეტანილი სიმღერა Welcome to the Jungle. ეს EP დისკი 1987 წელს გამოვიდა, თუმცა დიდი ყურადღება არ მიუქცევია - ერთი მხრივ იმიტომ, რომ მხოლოდ იაპონიაში იქნა გამოშვებული და მეორე მხრივ იმიტომ, რომ ალბომი Appetite for Destruction ამავე პერიოდში გამოსცეს.
 
=== G N' R Lies ===
ხაზი 138:
ალბომი [[Chinese Democracy]] საბოლოოდ გამოვიდა 2008 წლის 22 ნოემბერს, ევროპასა და ავსტრალიაში. 2008 წლის 23 ნოემბერს იგი გამოიცა ჩრდილოეთ ამერიკაში, ხოლო გაერთიანებულ სამეფოში - 2008 წლის 24 ნოემბერს. ეს იყო ჯგუფის პირველი სრულყოფილი სტუდიური ნამუშევარი The Spaghetti Incident?-ის შემდეგ.<ref>http://www.rollingstone.com/rockdaily/index.php/2008/09/26/chinese-democracy-rumors-release-date-best-buy-exclusive/</ref>
 
=== 2009-დღემდე - ტურიტურნე Chinese Democracy და სხვა ფაქტები ===
Guns N' Roses-ის ყოფილმა დრამერმა სტივენ ადლერმა განაცხადა, რომ იგი ესაუბრა ექსლ როუზს, სლეშს, იზი სტრედლინსა და დაფ მაკ-კეგენს ჯგუფის კლასიკური შემადგენლობის დაბრუნების შესახებ.
 
ხაზი 161:
2009 წლის 19 დეკემბერს გაიმართა ჯგუფის კონცერტი ტოკიოში, რომელიც 3 საათსა და 37 წუთს გაგრძელდა - ეს იყო ნამდვილი რეკორდი ტოკიოს გუბმათისათვის, სადაც შოუ გაიმართა. საკონცერტო სიაში ამ დღეს შედიოდა როგორც ახალი, ასევე ძველი სიმღერები და ქავერ-ვერსიებიც.<ref>http://www.roadrunnerrecords.com/blabbermouth.net/news.aspx?mode=Article&newsitemID=132278</ref>
 
2010 წლის 13 იანვარს დაიწყო ტურისტურნეს კანადური ნაწილი.<ref>http://www.rollingstone.com/rockdaily/index.php/2010/01/14/guns-n-roses-bring-chinese-democracy-to-north-america-with-marathon-winnipeg-gig/</ref>
 
2010 წლის 16 იანვარს მაიკ სმითი, ასევე ცნობილი, როგორც ბაბლზი, შეუერთდა ჯგუფს, სიმღერის Liquor & Whores შესასრულებლად.<ref>http://www.canada.com/entertainment/Guns+Roses+lightens+Calgary+crowd/2452230/story.html</ref>
ხაზი 171:
2010 წლის 9 აპრილს [[სან-ხოსე]]ში კონცერტი გადაიდო სცენის უსაფრთხოების პრობლემების გამო. მედია საშუალებებმა უცნობი მიზეზით ახსენეს, რომ სცენა დაინგრა. აგრეთვე გადაიდო რამდენიმე სხვა შოუ.<ref>http://www.nme.com/news/guns-n-roses/50604</ref>
 
2010 წლის 16 აპრილს ცნობილი გახდა, რომ ტურისტურნეს ევროპული ნაწილი დაიწყებოდა ნორვეგიაში.<ref>http://www.aftenbladet.no/underholdning/musikk/1190737/Guns_n_Roses_til_Bergen__.html</ref> 19 აპრილს რუსულმა პრომოუტერმა განაცხადა, რომ ჯგუფი პირველად ეწვეოდა რუსეთსაც<ref>http://rt.com/prime-time/2010-04-19/guns-n-roses-axl.html?fullstory</ref><ref>http://savshow.ru/english/assets/images/GnR/gnr_poster.jpg</ref>- მოგვიანებით მან დააკონკრეტა, რომ შოუ შედგებოდა როგორც მოსკოვში, ასევე სანქტ-პეტერბურგშიც. 2010 წლის ტურში შეტანილი იქნა სხვა ქვეყნებიც - გერმანია, იტალია, ავსტრია, ბელგია, შვეიცარია, სერბეთი, ხორვატია და ჩეხეთის რესპუბლიკა. ჭორების სახით ვრცელდებოდა ვარაუდები შვედეთის, დანიისა და ფინეთის კონცერტებზეც.
 
2010 წლის მაისში ექსლ როუზმა უჩივლა ყოფილ მენეჯერ ირვინ აზოფს, რომელიც, მისი თქმით, ალბომის გამოსვლამდე იტყუებოდა პრესაში, თითქოს ჯგუფი აპირებდა გრანდიოზული ტურისტურნეს მოწყობას სხვა ცნობილ კოლექტივთან, [[ვან ჰელენი]]. როუზი ასევე ამტკიცებდა, რომ აზოფმა ალბომის პრომო-კამპანია არასწორდა წარმართა და რამდენიმე კონცერტიც სწორედ საორგანიზაციო პრობლემების გამო ჩაიშალა. ამით, როგორც ექსლი ამტკიცებდა, იგი მას აიძულებდა, აღედგინა კოლექტივის პირველი შემადგენლობა და ჩაეტარებინა საკუთარი ტურიტურნე.<ref>http://artsbeat.blogs.nytimes.com/2010/05/18/axl-rose-sues-his-former-manager-for-5-million/?src=mv</ref>
 
Guns N' Roses ასევე გამოვიდა 2010 წლის რედინგის და ლიდსის ფესტივალებზე. პირველ შოუზე, სცენაზე დაგვიანების გამო მათ ჯარიმა დაეკისრათ. მიუხედავად სამართლიანი ჯარიმისა (ვინაიდან ყოველ ჯგუფს თავისი გამოყოფილი დრო ჰქონდა), ექსლმა განაცხადა, რომ ლიდსში აღარ გამოვიდოდა. თუმცა, მეორე ფესტივალზე გამოსვლა მაინც გაიმართა, 30 წუთის დაგვიანებით.<ref>http://www.readingfestival.com/</ref>
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/Guns_N%27_Roses“-დან